ქართველების უკმაყოფილება საბანკო პროცენტებით მე-19 საუკუნიდან დღემდე

ქართველების უკმაყოფილება საბანკო პროცენტებით მე-19 საუკუნიდან დღემდე

access_time2021-02-06 10:00:20

მეცხრამეტე საუკუნის მიწურული საქართველოს ეკონომიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია. გლეხთა გათავისუფლებისთვის დაწყებული ძვრები საზოგადოებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოასწავებდა. მაშინდელი ქართველი თავადაზნაურობა გლეხთა გათავისუფლებას მარტივად რომ ვერ გადაიტანდა, განათლებული საზოგადოებისთვის ნათელი იყო. ამიტომ, 1864 წლიდან ქართველი ინტელიგენცია დიმიტრი ყიფიანის თაოსნობით სათავადაზნაურო ბანკის დაარსებაზე იწყებს მუშაობას. ბანკის მთავარი მიზანი კი თავად-აზნაურთა ეკონომიკური კოლაფსისგან ხსნა უნდა ყოფილიყო.

 

ბანკის პირველ წესდებაზე, დიმიტრი ყიფიანთან ერთად, მუშაობდა ილია ჭავჭავაძე. 1870 წელს თავად-აზნაურთა მარშლის პოზიციაზე ყიფიანის ნაცვლად რატი ანდრონიკაშვილის დანიშვნამ ბანკის დაარსება სათუო გახადა, რადგან ახალ მარშალს ზემოთ ხსენებული მიზნის მიღწევის განსხვავებული გეგმა („სასესხო ამხანაგობა“) ჰქონდა.

 

თუმცა, 1872 წელს ილია ჭავჭავაძე სიტყვით გამოდის სათავადაზნაურო კრებაზე. აფიქსირებს თავის აზრს ანდრონიკაშვილის პროექტის მიმართ და უკვე მომდევნო კრება ბანკის დაარსების გადაწყვეტილებას იღებს. 1875 წელს ფუნქციონირება დაიწყო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკმა; ბანკის გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძეა.

 

 

საინტერესოა, რომ მაღალი სასესხო პროცენტის პროტესტის პირველი სიგნალები ბანკის დაარსებას წინ უსწრებდა. პროტესტის ავტორი კი თავად დიმიტრი ყიფიანი იყო…

 


საქმე ისაა, რომ ყიფიანი ბანკის იდეის დამუშავების საწყისი ეტაპებიდანვე იაფ კრედიტზე  აპელირებდა. ამგვარად, ის თავისი მთავარი მიზნისთვის – თავად-აზნაურთა ეკონომიკური გასაჭირისგან ხსნისთვის იბრძოდა. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობდა ილია. მისთვის ბანკის მთავარი ღირებულება და დანიშნულება ის სოციალური სიკეთე იყო, რომელსაც დაწესებულება საზოგადოებრივი და კულტურული პროექტების დაფინანსებით შექმნიდა. ამისთვის კი ერთი რამ იყო საჭირო – ბანკს უნდა ეარსება. კრედიტის ადეკვატური ფასი, რომელიც დიდ როლს თამაშობდა ბანკის ბედის გადაწყვეტაში, ილიას აზრით, ობიექტურ გარემოებებზე იყო დამოკიდებული. სწორედ ამ გარემოებებზე დაფუძნებული მათემატიკური გათვლებით დაუსაბუთა ილიამ საკუთარი სიმართლე დიმიტრი ყიფიანს თავისავე პუბლიცისტურ წერილში. ილიამ აჩვენა, რომ კრედიტის ფასს რაღაც კონკრეტული მინიმუმი აქვს, რადგან ბანკი ფინანსურ სახსრებს თავადაც სესხით იძლიერებს. ფინანსების წყარო ძირითადად სახელმწიფო ობლიგაციები იყო.

იმჟამად, საადგილმამულო ბანკი წლიურ 6%-იან ობლიგაციებს ყიდდა მაშინ, როცა ტფილისის ქალაქის საკრედიტო ბანკი საკუთარ ობლიგაციებში წლიურ 5%-ს იხდიდა. დიმიტრი ყიფიანი ფიქრობდა, რომ თუ საადგილმამულო ბანკი საკუთარ სესხებში უფრო ნაკლებ პროცენტს გადაიხდიდა, ფულის გასესხებასაც უფრო იაფად შეძლებდა. თუმცა, ილიასგან განსხვავებით, მას არ გაუთვალისწინებია ობლიგაციების საბაზრო ღირებულება. 6%-იანი ობლიგაციით ბანკს მეტი ფულის მოზიდვა შეეძლო, ვიდრე 5%-იანით. ილიამ კონკრეტული გამოთვლებით მკაფიოდ აჩვენა, რომ ერთი დამატებითი ლარის მოზიდვა უფრო იაფი ჯდებოდა არსებული პოლიტიკით, ვიდრე ყიფიანის მიერ შემოთავაზებულით.

თანამედროვე ბანკების მუშაობის პრინციპიც მსგავსია. ფინანსური მარაგების შესავსებად ბანკიც იხდის პროცენტს. სწორედ ამიტომ, დღევანდელ ბანკებსაც აქვს ROI (Return on Investment) პარამეტრის მინიმალური ზღვარი, რომლის მიღმაც ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ. შესაბამისად, საკრედიტო საპროცენტო განაკვეთის ქვედა ლიმიტიც იზღუდება.

 

კრიტიკა იყო აკაკისგანაც. თუმცა, ამ შემთხვევაში, კრიტიკის საგანი არა საპროცენტო განაკვეთი, არამედ მთლიანად ბანკის ფუნქციონირება იყო: წერეთელს მიაჩნდა, რომ ქართული საზოგადოება მზად არ იყო მსგავსი ინსტიტუტისთვის. ქართველებმა ფულის შოვნის მარტივი გზა იპოვეს, შემდგომ ეს თანხა ვალად დაედოთ და გადახდა ვეღარ მოახერხესო – ამბობდა იგი. თუმცა, ბანკის გამგეობის თავმჯდომარე მიიჩნევდა, რომ „ბანკი არაფერს შუაშია, თუ ვინმე ფულს გაიტანს იმისათვის, რომ წყალში გადაჰყაროს, ან ტყუილუბრალოდ, უხეიროდ გაჰფლანგოს.“

 

საადგილმამულო ბანკის პოლიტიკა დაიწუნა ეკონომიკურ საკითხებში საკმაოდ კარგად ჩახედულმა ნიკო ნიკოლაძემაც. პრობლემა ამჯერად ჩამორთმეული ქონების უცხოელებზე გასხვისების საშიშროება იყო – ნიკოლაძეს სურდა, გირავნობით დატვირთული ქონების გამოსყიდვა ადგილობრივი მემამულეებისთვის შეეთავაზებინათ, თუნდაც უფრო შეღავათიანი პირობებით. ამგვარად, გაიზრდებოდა დიდი ადგილ-მამულების მფლობელთა რიცხვი და ნიკოლაძისთვის ოცნებად ქცეული ქართული ბურჟუაზიის შექმნისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმებოდა. ამ შემთხვევაშიც, ილიამ საკუთარი პოზიცია დაიცვა. ისევ და ისევ ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე, ლიბერალური შეხედულებებით იხელმძღვანელა და ბაზრის თავისუფლების პრინციპების დარღვევაზე უარი თქვა. მისი აზრით, სწორი იქნებოდა, მიწა მისთვის მიეყიდათ, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდიდა; ანუ, ვინც ყველაზე მეტად აფასებდა აღნიშნულ ქონებას. აღსანიშნავია, რომ ილიას ჭავჭავაძის საპასუხო პუბლიცისტურმა წერილმა ნიკო ნიკოლაძეს აზრი შეაცვლევინა. მან სრულად გაიზიარა ილიას შეხედულებები და პოლიტიკა.

 

ილია ჭავჭავაძე ბანკში 1905 წლამდე მოღვაწეობდა. რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში ბევრი იყო კრიტიკა: ზოგი საფუძვლიანი, ზოგიც – უსაფუძვლო. თუმცა, ფაქტი ერთია: ამ პერიოდში ბანკი საკმაოდ გაიზარდა. გაზრდილ რესურსებს კი საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეს ახმარდა. 1875-1909 წლებში თბილისის საადგილმამულო ბანკმა საზოგადო საჭიროებებისთვის 1 944 136 მანეთი გაიღო.

 

Business-feed.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up