ქართველები წელს საზღვარგარეთ მოგზაურობას არ გეგმავენ, ჯავშნები მომავალი წლისთვის კეთდება

ქართველები წელს საზღვარგარეთ მოგზაურობას არ გეგმავენ, ჯავშნები მომავალი წლისთვის კეთდება

access_time2020-06-23 14:00:53

15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურიზმისთვის გაიხსნა, ხოლო 1-ლი ივლისიდან ქვეყანა მზად იქნება, უცხოელი ტურისტები მიიღოს. გარდა ამისა, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომლის მოსახლეობა ზაფხულში საზღვარგარეთ მოგზაურობას შეძლებს. მიუხედავად ამისა, ქართული გამყვანი ტურისტული კომპანიები წლევანდელ სეზონზე ჯავშნების არარსებობაზე საუბრობენ.


ტურისტული სააგენტო Be my guest-ის ხელმძღვანელი ნატა რუხაძე „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთის მიმართულებით საგზურები გაიაფდა, ქართველები წელს მოგზაურობისგან თავს იკავებენ და ტურებს მხოლოდ მომავალი წლიდან ჯავშნიან.


„პანდემიამდე ივლისი-აგვისტოს პერიოდზე თურქეთის მიმართულებით ნაადრევი ჯავშნები გვქონდა, მაგრამ ყველამ გააუქმა ან სხვა პერიოდისთვის გადაიტანა. ზოგადად, თუ კორონავირუსზე ტესტი აუცილებელი გახდება, არამგონია გამყვანი ან შემომყვანი დიდი ჯგუფების ტურები შედგეს, რადგან ტესტი 50-60 ევრო ღირს. ბიუჯეტური ავიკომპანიები ცდილობენ მინიმალური ფასების დაწესებას, მაგრამ ყველა მაინც ვითარების გარკვევას ელოდება, მწვანე ზონების შესახებაც არ არის საბოლოო ინფორმაცია ცნობილი. წინა წელთან შედარებით საზღვარგარეთ დაკლებულია საგზურების და სასტუმროების ფასებიც, განსაკუთრებით იტალიის მიმართულებით, სადაც წელს დასვენება 20-25%-ით იაფია. აქვე ვიტყოდი, რომ საქართველოს სასტუმროებმაც დაიწყეს ფასდაკლებები, თუმცა ბათუმმა ვფიქრობ პირიქით, გააძვირა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არცერთი ჯავშანი არ არის, ქართველები წელს მოგზაურობას საზღვარგარეთ არ გეგმავენ, ჯავშნები ძირითადად სამომავლოდ კეთდება“, - განაცხადა ნატა რუხაძემ.



ტურისტული სააგენტო Startravel-ის ხელმძღვანელი თათია სუხიტაშვილიც წლევანდელი სეზონის ჩავარდნაზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველების მხრიდან ინტერესი მაღალია, გაურკვეველი ვითარების გამო ჯავშნების გაკეთებისგან თავს იკავებენ.


„ქართველების მხრიდან ზაფხულის პერიოდში საზღვარგარეთ წასვლაზე მოთხოვნა იყო, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ დღემდე თავს ვიკავებთ საგზურების გაყიდვებისგან რადგან დაზუსტებით არ ვიცით რეისები შესრულდება თუ არა. როცა დაზუსტებით გვეცოდინება, რომ საზღვრები და რეისები აღდგება,  შემდეგ განვაახლებთ გაყიდვებს. შემოდგომაზე გვაქვს ჯავშნები, რომელიც პანდემიამდე იყო გაკეთებული და აქამდე აქტიურია, თუმცა ახალ ჯავშნებს არც მაგ დროისთვის არავინ აღარ აკეთებს. ინტერესი ძალიან მაღალია და მუდმივ რეჟიმში კითხულობენ როდის და როგორ გაიხსნება საზღვრები, რომ ისევ იმოგზაურონ, მაგრამ ეს მოთხოვნა რა თქმა უნდა იმაზე ბევრად დაბალია ვიდრე თუნდაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. იმედი გვაქვს, რომ აგვისტოს პერიოდში მცირედი ჯავშნები მაინც იქნება და საზღვარგარეთ ქართველი ტურისტების რაღაც ნაწილი მაინც გაემგზავრება. ამ ეტაპზე სექტემბერ-ოქტომბერში შედარებით თამამად ვაკეთებთ ჯავშნებს, თუმცა მოთხოვნა საკმაოდ დაბალია“, - განაცხადა თათია სუხიტაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ Galt&Taggart-ის ახალ კვლევის - „ტურიზმის გამოწვევები 2020 წლის II ნახევარში“ თანახმად, ქართველების საზღვარგარეთ მოგზაურობა შეზღუდული იქნება, რაც შიდა ტურიზმს დაეხმარება. როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2019 წელს ქართველმა ტურისტებმა საზღვარგარეთ 2.1 მლრდ ლარი დახარჯეს. ირკვევა, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობისას ქართველებმა ყველაზე მეტი ფული (32.6%) საკვებსა და სასმელზე დახარჯეს; 31.4% მოდის შოპინგზე, 18.3% კი - განთავსების საშუალებებზე.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up