„ქართველები  მთაში არ დადიან, რესტორანი ურჩევნიათ“ -  სამთო ქოხი „ალტიჰატის“ დამფუძნებელი

„ქართველები მთაში არ დადიან, რესტორანი ურჩევნიათ“ - სამთო ქოხი „ალტიჰატის“ დამფუძნებელი

access_time2020-07-12 18:00:03

 სამთო ქოხი „ალტიჰათი“ ყაზბეგის რაიონში მყინვარწვერის მისადგომებთან  ზღვის დონიდან 3014 მეტრზე, პირველ სააკლიმატიზაციო ბანაკთან  „საბერწეზე“ მდებარეობს.„ალტიჰათი“  არის შვეიცარული  ხარისხის ევროპული სტანდარტების  ქოხი,  რომელსაც შეუძლია ჯამში 35 ადამიანს უმასპინძლოს.


იდეა 2015 წელს სამ მეგობარს პროფესიით ბანკირ ნიკოლოზ ალავიძეს,  ინჟინერ - მშენებელ  დავით  ჭიჭინაძეს და სამთო -  სამაშველო  სამსახურის დამფუძნებელს მამუკა  ნიკოლაძეს გაუჩნდა და ევროპული პრაქტიკის საქართველოში დანერგვა გადაწყვიტეს.


„პირველ  რიგში  დაგვჭირდა  იდეის  ჩამოყალიბება, რისთვისაც ევროპის  ქვეყნებშიც  ვიმოგზაურეთ,  ვნახეთ როგორ  მუშაობს  ესეთი  ტიპის  თავშესაფრები,  შვეიცარიელი მეგობრები  კონცეფციის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარნენ და  ეს სახლი მთლიანად შვეიცარიაშია აწყობილი, ჩვენ  კრედიტიც  ავიღეთ  ბანკიდან,  პირადი  ინვესტიციებიც  ჩავდეთ  და ჯამში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ- აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.


ჭიჭინაძის განმარტებით ბიზნეს პროექტზე უფრო მეტად, მეგობრებს სურდათ რომ ალტიჰათი სოციალური ხასიათის მატარებელი  ყოფილიყო.


„ეს  არ  არის  სუფთა  ბიზნეს პროექტი, გვინდოდა უფრო სოციალური  დატვირთვა ჰქონოდა, მაგალითად გვსურდა მოგვეგვარებინა ნაგვის პრობლემა, რადგან ბევრი ადამიანი დადის ამ მიმართულებით და განსაკუთრებით პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები ძალიან ბევრ ნაგავს ტოვებენ და ფაქტიურად ეს  ტერიტორია სადაც ჩვენი „ალტიჰათი“ მდებარეობს ეკოლოგიური კატასტროფის  წინაშე  იდგა.

ჩვენ ასევე  გავზარდეთ  უსაფრთხოებაც,  2015 წლამდე არ იყო სატელეფონო კავშირი და უამრავი შემთხვევა ხდებოდა , მაგალითად მყინვარწვერზე მიმავალი ადამიანი ნაპრალში ვარდებოდა და მაშველებს ვერ იძახებდა, ჩვენ  ჩვენი სახსრებით და „მაგთისთან“  თანამშრომლობით გავაკეთეთ სატელეფონო კავშირი და უკვე  არის  4G დაფარვა, რის საშუალებითაც  მოხერხდა რამდენიმე  სიცოცხლის გადარჩენა“

ჭიჭინაძე  ასევე  აღნიშნავს, რომ „ალტიჰათის“ მიზანი ქართველებისთვის მთის შეყვარება იყო, მისი  თქმით, საქართველოში მთაში სიარული დიდად არ უყვართ.

“ჩვენი  მიზანია, რომ  ქართველმა ხალხმა მთაში სიარული დაიწყოს, გამოვიდეს რესტორნიდან და გაიცნოს მისი ქვეყნის ბუნება, მარტო უცხოელებისთვის არ უნდა იყოს საინტერესო ჩვენებმაც უნდა დაიწყონ სიარული.“

დავით ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ კორონა ვირუსით გამოწვეული მსოფლიო პანდემიის გამო ამ ეტაპზე მხოლოდ რესტორანი და ტერასა მუშაობს, რადგან მათთან ღამის გასათევად  ასული სტუმრების უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.


„ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ რესტორანს და ტერასას ვამუშავებთ, რადგან ქართველები  მთაში არ დადიან, დადიან რესტორანში, ამიტომ  ფაქტობრივად ჯერ ვერ ვმუშაობთ, იმიტომ რომ ჩვენი სტუმრების უმეტესობა იყო  ჩამოსული სხვადასხვა  ქვეყნებიდან, დღესდღეობით კი მხოლოდ შაბათ-კვირას ამოდიან ისიც ძალიან მცირე რაოდენობით“.

ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ სანამ  საზღვრები  ჩაიკეტებოდა, თითქმის მთელი წელი წინასწარ ჰქონდათ დაჯავშნილი.

„ნოემბრიდან მოყოლებული ხალხი აკეთებდა ჯავშანს, აღდგომის პერიოდი მთლიანად დაჯავშნილი იყო, მარტში და აპრილშიც საკმაოდ  ბევრი  ჯავშანი  გვქონდა“

დავით ჭიჭინაძემ „კომერსანტთან“ სამთო ქოხის ცნობადობის ამაღლებაზე, უცხოელ ტურისტების დაინტერესების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცნობადობის ამაღლება ცოტა გრძელვადიანი პროცესია და რთულია რომ ადამიანებს მსგავსი პროექტის შესახებ გააგებინო.

მისივე განმარტებით ტურისტული კომპანიები  წინასწარ  გეგმავენ  ტურებს და 1-2 წლით ადრე აქვთ ტურები  საერთაშორისო პარტნიორებზე  გაყიდული.

„ნელ-ნელა ხდება იმის დანერგვა, რომ შენი ინფრასტრუქტურა დიდ  ტურებში ჩაჯდეს, ამას გარდა მეტნაკლებად ხალხმა უნდა გაიგოს შენ შესახებ და შარშან უკვე  გვქონდა ხალხის  ნაკადის ზრდა. წელს ზამთრის  სეზონზე „სკი ტურით“ - სათხილამურო  ალპინიზმით დაინტერესდნენ , რაც  იმას  ნიშნავს, რომ ამოდიხარ ჩვენთან,  ღამეს ათენებ, ისვენებ და ეშვები სხვადასხვა  მიმართულებით.  ესეთი  ხალხი  ძალიან  დაინტერესებული იყო , რისთვისაც  თებერვლის ბოლოდან აპრილის  ბოლომდე არის  საუკეთესო  სეზონი ,  „ალტიჰათი“ კი სკი ტურისთვის  იდეალურ  ადგილზე მდებარეობს.

ჭიჭინაძე ასევე  აღნიშნავს, რომ მათთან მისულ ტურისტებს  გარდა „სკი ტურით“ ან ალპინიზმით დაკავებისა,  „ალტიჰათში“ უბრალოდ დასვენება და სხვადასხვა მიმართულებით მოგზაურობაც შეუძლიათ.

„ჩვენთან ამოსული ტურისტები შეიძლება  სკი ტურით დაეშვან, უმეტესობა  ამოდის და რამდენიმე  დღე  რჩება „ალტიჰათში“ და  აკეთებს  სხვადასხვა  მიმართულებით  გასვლებს,  მაგალითად ალპინისტებისთის არის მარშრუტი მყინვარწვერისკენ, მთის მოყვარულებისთვის შეიძლება  ჯუთაში  გადასვლაც, ასევე დარიალის ხეობაშიც არის მარშრუტი ჩვენგან.

ვინც  მყინვარწვერისთვის  ამოდის მისთვის არის ერთერთი საკლიმატიზაციო  ადგილი, ზოგი  ისეთიც  ამოდის  რომ მყინვარზე  არ  აპირებს  ასვლას,  მაგრამ  სხვადასხვა  მიმართულებით  სრიალებს. თუმცა  ამ  წელს  ეს  სეზონი  არ  გვქონია კორონამ  შეგვიშალა  ხელი.“

დავით ჭიჭინაძემ ასევე საფასო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  „ალტიჰათში“ მაღალი ფასი გეოგრაფიული მდებარეობით არის გამოწვეული.

 „ალტიჰათი“ ზღვის დონიდან  3014  მეტრზე  მდებარეობს, 5.5 კმ-იანი საფეხმავლო გზა  გერგეთის სამებიდან იწყება და სიმაღლეში არის 800 მეტრი ასაწევი.

მისი თქმით თავშესაფრის მუშაობა არის ძალიან რთული და ძვირადღირებული, რადგან სამთო ქოხამდე მანქანა არ ადის და პროდუქტის ატანა ან ვერტმფრენით ან ცხენებით უწევთ, რაც  ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

„თავშესაფრის მუშაობა არის  ძალიან რთული, იმიტომ რომ გზა არ მოდის, მთელი მომარაგება ხდება ვერტმფრენებით და ცხენებით და პროდუქტი რომელიც შეიძლება, რომ აქ  კაპიკები ღირდეს, იქ  ატანილი ბევრად უფრო  ძვირია.

გარდა  ამისა გვიწევს თეთრეულის გასარეცხად ჩამოტანა, მერე ისევ ატანა, ეს  ყველაფერი კი ძალიან  დიდ  თანხებთანაა   დაკავშირებული,  ასევე  ნაგვის  გატანა,  ჩვენ ნაგავი მთლიანად ჩამოგვაქვს ქვევით ესეც დამატებით ხარჯია,  აი  მაგალითისთვის  ერთ  ბოთლი ლუდი  ავიტანეთ უკვე ფასი გაძვირდა, ბოთლიც  უნდა ჩამოიტანო მერე  ეგეც  ხარჯთანაა  დაკავშირებული, ამიტომ  ერთის  მხრივ  ქართველებისთვის  საკმაოდ  ძვირი  სიამოვნებაა  აქ  დარჩენა და  ვერც  ხვდებიან  რატომ  შეიძლება  ასეთ ფასი  ედოს,“

დავით  ჭიჭნაძემ ასევე აღნიშნა რომ, ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სტუმრები ღამის გათენებას მოინდომებენ ამ ეტაპზე  შეუძლიათ 20 ადამიანს უმასპინძლონ რადგან  დისტანციის დაცვა მოუწევთ და 35 ადამიანს ვეღარ დაატევენ.

ჭიჭინაძის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ  საზღვრები გაიხსნა, სტუმრები ეყოლებათ, თუმცა მისივე  თქმით პროგნოზირება რთულია.

„დიდად  პოზიტიური  პროგნოზი არ მაქვს, მაგრამ  იმედი მაქვს  რომ კიდევ  არის  ხალხი, ვინც  დაინტერესდება,  პანდემიის პერიოდში წერილებს გვწერდნენ დაინტერესებაც იყო,  ივლისის თვეც  დაჯავშნილი გვქონდა, თუმცა  საზღვრების დაკეტვის გამო ჯავშნები გაუქმდა, ზოგმა აგვისტოში გადაიტანა“

ჭიჭინაძე  ასევე  აღნიშნავს, რომ ქართველების დაინტერესების მიზნით  ტურებიც შეადგინეს.

„ჩვენ  შევადგინეთ  ტურები,  რომელიც  გვინდა რომ  ქართველ მომხმარებელს  შევთავაზოთ, მაგრამ ვერ გატყვით, რომ ძალიან დიდი დაინტერესებაა, იმედი  გვაქვს  რომ  შეიცვლება  ნელ-ნელა,  ასევე  ვცდილობთ  რომ  საფეხმავლო გამყოლებიც დავასაქმოთ და  სხვადასხვა  მარშრუტები შევთავაზოთ.

ჩენ  გვაქვს  შემოთავაზება ასევე ჯგუფებისთვის თუ სამ კაცზე მეტი შეგროვდება გვყავს  პარტნიორი კომპანია  M Plus რომელიც  უზრუნველყოფს  მსურველების ამოყვანას


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up