ქართველ ტურისტებს ისრაელში თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აუკრძალეს

ქართველ ტურისტებს ისრაელში თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აუკრძალეს

access_time2017-02-27 15:30:25

 

9tv.co.il-ის ინფორმაციით, ისრაელის მოსახლეობის რეგისტრაციის მართვის დეპარტამენტმა ქართველ ტურისტებს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აუკრძალეს. გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველი მსგავსი განცხადებაზე იწყებოდა განხილვა, რაც ქართველ ტურისტებს უვიზო რეჟიმის ფარგლებში ქვეყანაში ცხოვრებისა და ფულის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევდა.

 

 

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც შსს-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია დარწმუნდა, რომ ქართველ ტურისტებს საკუთარ ქვეყანაში რეალურად საფრთხე არ ემუქრებათ.

 

 

უკანასკნელ 5 წელიწადში საქართველოდან ისრაელში წამსვლელ ადამიანთა რაოდენობა 91,000-დან 117,000-მდე გაიზარდა, რაც 2014 წელს მიღებულ უვიზო რეჟიმს უკავშირდება.

 

 

2012 წელს ისრაელში პოლიტიკური თავშესაფარი არცერთ საქართველოს მოქალაქეს არ მოუთხოვია. 2013 წელს ასეთი 4 შემთხვევა დაფიქსირდა, 2015-ში - 703, ხოლო 2016 წლის მაჩვენებელმა 5500-ს მიაღწია. პარალელურად, გაიზარდა ისრაელში არალეგალურად მომუშავე ქართველების რაოდენობა.

 


 

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალოგიური თხოვნით უკრაინისა (10,000 შემთხვევა) და მოლდოვის (6,000) მოქალაქეებიც მიმართავენ. უკრაინელებს ძირითად არგუმენტად დეზერტირობის გამო დაკავების შიში მოჰყავთ, ქართველებს თავშესაფრის მოთხოვნის არგუმენტად კი მოჰყავთ ოპოზიციასთან კავშირი და ხელისუფლების განუკითხაობის შიში.

 

 

საქართველო-ისრაელს შორის ტურისტების მიმოსვლაზე განცხადება გასულ კვირას საქართველოში „ისრაელის სახლის" დამფუძნებელმა იციკ მოშემ გააკეთა. მან საქართველოს და ისრაელის მთავრობას უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება სთხოვა. მისი განცხადებით, ტურისტულმა კომპანიებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ ტურიზმზე, რაც შეეხება სამუშაო ვიზებს, ისრაელს სჭირდება პროექტებზე სამუშაოდ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ამისათვის საჭიროა, ისრაელმა განსაზღვროს სამუშაო კვოტა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

 


მისი განმარტებით, პირველ რიგში, უნდა გაიყოს ტურიზმი და სამუშაო. „გაუგებრობა და მედიის კითხვები - რატომ აჩერებენ ქართველ ტურისტებს ისრაელის აეროპორტში? უნდა დასრულდეს. მე არ მინდა ორ ქვეყანას შორის კარგი წარსული ამ ფრაზელოგიამ დააზიანოს. გვჯერა, რომ ინიციატივებს, რომელსაც მომავალ კვირას დავაყენებთ, ექნება შედეგი. ორივე ქვეყნის მთავრობას უნდა მივმართოთ, პირველ ეტაპზე, დროებით, 100 დღით შეწყვიტონ უვიზო მიმოსვლა საქართელო-ისრაელს შორის. ამ 100 დღეში უნდა შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც იმუშავებს საკითხების მოგვარებაზე. ისრაელის სახელმწიფომ უნდა გამოყოს სამუშაო კვოტა საქართველოდან ჩასული მოქალაქეებისთვის. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურისტულმა კომპანიებმა არ ივაჭრონ ადამიანებით და არ მოიტყუონ. ტურისტულმა კომპანიებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ ტურიზმზე", - განაცხადა იციკ მოშემ და დასძინა, რომ თუ იქნება ორივე მხრიდან სურვილი, 100 დღეში ეს საკითხი მოგვარდება.

 

იციკ მოშეს პოზიციას საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, ისრაელსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც დადგება.

 

„ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის არსებობს შესანიშნავი ურთიერთობა, რომელიც ყოველდღიურად ღრმავდება და მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს ინიციატივა პირველად გვესმის და არავითარ შემთხვევაში არ არის დღის წესრიგში და არც იქნება. ჩვენ 2014 წელს როგორც მოვაწერეთ ხელი ვიზების გაუქმებას, ისე გრძელდება და ისე იქნება ყველაფერი მაღალ დონეზე", - განაცხადა შაბთაი ცურმა.

 

ელჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის საზღვრის გადაკვეთის პრობლემა, ძირითადად, საბუთების მოუწესრიგებლობის გამო შეექმნათ და აცხადებს, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები მოქალაქეების ინფორმირებულობის ასამაღლებლად მუშაობენ.

 

„საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროების შორის არის დიალოგი სახელმწიფო დონეზე, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა მოქალაქეს ავუხსნათ, თუ რა არის კრიტერიუმი, რათა საზღვარი გადალახონ. დღეს შეხვედრა გაიმართა დაახლოებით 60 ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებთან და ყველას ახსნა-განმარტება მიეცა. მივესალმები, რომ 2015 წელს საქართველოში 70 000 ტურისტი ჩამოვიდა ისრაელიდან, 2016 წელს კი - 100 000, ასევე, აპრილიდან საქართველოსა და ისრაელს შორის რეისების ინტენსივობა 18 ფრენამდე გაიზრდება", - განაცხადა ისრაელის ელჩმა.

 

 

ავტორი: "კომერსანტი"



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up