ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა Arena Games-მა ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის თემატიკის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ კონკურს GameFi pitch-ში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაცია კონფერენციის ვებგვერდზე გავრცელდა.
აღნიშნული კონფერენცია მალტაზე ჩატარდა და მას ასობით სტუმარი და არაერთი საერთაშორისო ინვესტორი ესწრებოდა. Arena Games-ი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომლის ძირითად მიმართულებას Web3 ტექნოლოგიის მქონე ვიდეოთამაშების შექმნა და ვიდეოთამაშების დეველოპერებისთვის Web2-დან Web3-ში გადავლის ხელშეწყობა წარმოადგენს.