ქართულმა სტარტაპმა მეხანძრის ინოვაციური ცეცხლგაუმტარი კოსტიუმი დაამზადა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდება

ქართულმა სტარტაპმა მეხანძრის ინოვაციური ცეცხლგაუმტარი კოსტიუმი დაამზადა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდება

access_time2020-11-18 17:30:16

ქართული სტარტაპი Elven Technologies-ი ავსტრალიის, ამერიკის, იაპონიის და ევროკავშირის  ბაზრებზე გასასვლელად ემზადება.

Elven technologies -ს პროდუქტი მეხანძრის კოსტიუმია, რომელიც სრულიად ცეცხლგაუმტარია და არსებული კოსტიუმებისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივად იცავს მაღალი ტემპერატურისგან მეხანძრეს.  

 

როგორც ”კომერსანტთან” elven technologie-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ვამეხ ხერხეულიძემ აღნიშნა, პროტოტიპზე მუშაობა ერთ კვირაში დასრულდება. ამავდროულად, კოსტიუმს გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია ექნება, რომლის ანალოგი დღესდღეობით არ არსებობს. გაგრილების სისტემა მხოლოდ კოსმოსურ კოსტუმებში გამოიყენება, ხოლო მის გაუმჯობესებულ ვარიანტს მეხანძრის კოსტუმში იყენებენ.

 

კომპანიის დამფუძნებელმა ”კომერსანტთან”  space X - თან და ილონ მასკთან დაკავშირებულ გეგმებზეც ისაუბრა, მისი განცხადებით space X - თან კონტაქტზე გასვლა მარტივი არ არის, თუმცა ამაზე მუშაობენ და სამომავლოდ, მათ მიერ მომზადებული კოსტიუმი მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შეიძლება ეცვას.

  

 ”ჩვენ კონკრეტულად ამ უნიფორმით, რომელიც ცეცხლგამატრია და ყველაზე მაღალი დაცვა აქვს, მაღალდაცვიან უნიფორმებს ვუმიზნებთ და არა დაბალდაცვიანს. მაღალდაცვიანი უნიფორმა დაახლოებით 4000-5000 დოლარი ღირს და ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ამის საშუალება არ არის, რომ 5000 დოლარი ერთ უნიფორმაში გადაიხადონ, რადგან  ახლა 500$ -იან უნიფორმებს ყიდულობენ. შესაბამისად, ჩვენი უნიფორმა ძვირია, მაგრამ ყველაზე ძვირებზე უკეთესია, ამიტომ რეგიონის ბაზარს ვერ ვერგებით.

 

ეს უნიფორმა გათვლილია მდიდარ ბაზარზე - ავსტრალიის , იაპონიის , ევროკავშირის, ამერიკის ბაზარზე და ა.შ.  ისეთ ბაზარზე, სადაც ზუსტად ვიცით, რომ ამ თანხას იხდიან.


 

ახლა დავიწყეთ ისეთ უნიფორმაზე მუშაობა, რომელიც მარტივად ასაწყობი იქნება, იაფი დაგვიჯდება და არანაირი დიდი ტექნოლოგიური წინსვლა არ სჭირდება, ადგილობრივ ბაზარსაც ხარისხიანი პროდუქტით მოვამარაგებთ და არა ჩინურით.”- ამბობს ვამეხ ხერხეულიძე.

 

კომპანიის დამფუძნებელმა სამომავლოდ ნასასთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კოსმოსთან წლები და მილიონები აშორებს, თუმცა დროს ფული შეამცირებს.

 

”ახლა სილიკონ ველიდან  ორ ადამიანთან გვაქვს კომუნიკაცია, რომლებსაც შეუძლიათ ხელშეწყობა და ვფიქრობთ, რომ მათ დაწმუნებას ნამდვილად მოვახერხებთ. თუ პირველი უნიფორმები გავყიდეთ, არის ალბათობა იმისა, რომ დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში პირველი დიდი შეკვეთა მივიღოთ.

კოსმოსიდან  ჯერ შორს ვართ - ამისთვის 50 მლნ დოლარის და 5 წელი ან 5 მილიარდი და 2 წელი გვაშორებს -  დროს ამოკლებს ფული. მაგრამ მარტო ნასას ერთი კოსმოსური ხომალდი  25 მილიონი დოლარი უჯდება  და წარმოიდგინეთ რა თანხები ჯდება სრულიად ახალი კოსტუმის გამოგონება, შექმნა და გატესტვა.

ძალიან დიდი თანხებზეა საუბარი, როელსაც ჩვენ ასე ინვესტიციით ვერ ავწევთ. ამიტომ ახლა ჩვენი მიზანია, რომ ეს უნიფორმები გავყიდოთ და შემდეგ შემოსული ფული დავაბანდოთ ნასას კოსტიუმის შენებაში და თუ იქამდე პირდაპირი გზა გაიჭრა, შეიძლება მალევე კოსმოსზე მორგებულ კოსტიუმზე გადავიდეთ.”- აღნიშნავს ვამეხ ხერხეულიძე.

 

რაც შეეხება ინვესტიციას, Elven technologies-ს ამ ეტაპზე , 75 000 $ ინვეტიცია სჭირდება, ვამეხ ხრეულიძე აღნიშნავს, რომ უკვე მოძიებულია 30 000$, რომელსაც ვერ დახარჯავენ, სანამ მთლიან თანხა არ შეგროვდება.

ხერხეულიძე აღნიშნავს, რომ ეს თანხაც უბრალო ადამიანების ინვესტიციებით შეაგროვეს.

 

 მარიამ მორგოშია



თეგები:
Elven Technologies



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up