„ქართულმა სტარტაპებმა მოახერხეს კერძო ინვესტორებისგან დაფინანსების მიღება“

„ქართულმა სტარტაპებმა მოახერხეს კერძო ინვესტორებისგან დაფინანსების მიღება“

access_time2019-12-08 10:15:22

რადიო კომერსანტზე გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, 2019 წელი შეაფასა.

„2019 წელი იყო აქტიური წელი ჩვენი სააგენტოსთვის, მარტო წელს, 40 სრულიად ახალი დაფინანსებული სტარტაპი გვყავს 100 ათას ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ამასთანავე, 4 დაფინანსებული  სტარტაპი 650 ათას ლარიანი გრანტის ფარგლებში. გადავაზმადეთ ათასზე მეტი ადამიანი ტექონოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით. რეალურად, ქვეყანა ახორციელებს ინოვაციებს და ჩვენ პირველად მოვახერხეთ,რომ გლობალურ რეიტინგში ამ მიმართულებით ტოპ 50 ქვეყანაში შევსულიყავით. ეს ყველაფერი მაშინ, როცა  ჩვენი მეზობელი ქვეყნები 70-ს ქვემოთ არიან. საქართველო ასევე ღირსეულად იყო წარმოდგენილი საერთაშორისო ღონისძიებებზე,   ვუმასპინძლეთ რეგიონალურ კონფერენციას, რომელასც 1500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო და გვყავდა ტოპ სპიკერები მთელი მსოფლიოდან. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ჰქონდეთ ადამიანებს ურთიერთობა უცხოელ ინვესტორებთან და პოტენციურ პარტნიორებთან.  გვაქვს მზარდი ტენდეციები სტარტაპების დაფინანსების მიმართულებით, 2020 წელს უკვე 8 მილიონით იზრდება ჩვენი სააგენტოს ბიუჯეტი. სახეზეა კერძო სექტორის როლის ზრდა, ქართულმა სტარტაპებმა მოახერხეს კერძო ინვესტორებისგან დაფინანსების მიღება. ასეთი ორი სტარტაპი გვაქვს, რომლებიც 1,3 მილიონი ლარით ადგილობრივმა ინვესტორებმა დააფინანსეს. დაფინანსებულებს შორისაა,  სტარტაპი,რომელმაც მილიონი ევროს ინვესტიცია მიიღო ავსტრიაში, სტარტაპი,რომელმაც სილიკონის ველისგან 1,2 მილიონიანი ინვესტიცია მიიღო. გვაქვს სტარტაპები, რომელიც ებრაელმა ინვესტორებმა დააფინანსეს,“- აღნიშნავს ავთანდილ კასრაძე.







ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up