„ქართული ოცნების“ ჩანაფიქრის შესრულება შეფერხდა, მაგრამ ამის გამო არ უნდა ჩავუსაფრდეთ“ - დეპუტატი 4 წლის წინანდელ დაპირებებზე

„ქართული ოცნების“ ჩანაფიქრის შესრულება შეფერხდა, მაგრამ ამის გამო არ უნდა ჩავუსაფრდეთ“ - დეპუტატი 4 წლის წინანდელ დაპირებებზე

access_time2020-10-21 10:00:08

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, საქართველოში ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ საკუთარ სიტყვას და საქმეს დეპუტატების სავარძლებიდან და რას ეუბნებიან ამომრჩევლებს.

 

„კომერსანტი“ აგრძელებს სტატიების ციკლს, სახელწოდებით — რა წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაში თითოეულმა დეპუტატმა ამ ოთხი წლის განმავლობაში. ამჯერად „კომერსანტი“ „ქართული ოცნების“ პარტიიდან გასულ დეპუტატს დაუკავშირდა.

 

ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბევრი რამ იცვლება და მიუხედავად იმისა რომ „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ ბევრი კარგი რამ ჩაიფიქრა, სხვადასხვა მიზეზების გამო ეს გეგმები ცოტათი შეფერხდა და ტემპი დავარდა.

 


„სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, რამდენი რამ შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს გარშემო თუნდაც ვალუტასთან დაკავშირებით და ეპიდემიასთან მიმართებაში. პარტიის დაპირებების შემთხვევაშიც ასეა, შეიძლება რაღაც ჩაიფიქრო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს გეგმები ცოტა შეფერხდეს და ტემპი დავარდეს. დღეს ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა გამოვიდეთ, მთავრობას ან საკუთარ ქვეყანას კი არ უნდა ჩავუსაფრდეთ და ნიში კი არ უნდა მოვუგოთ. კეთილდღეობა და განვითარება რომ გვინდა, კარგია, მაგრამ ეს არის ურთულესი გზა, მითუმეტეს ჩვენს რეგიონში და არსებულ სიტუაციაში.

 

რეგიონში რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ არის შიდა გამოწვევები, ეს ერთობლივად ქმნის არც თუ ისე სახარბიელო სურათს, სადაც ბევრი კარგი ქმედება შეიძლება შეყოვნდეს, მაგრამ აქ არ არის საუბარი კურსის შეცვლაზე, ბევრი კარგი რამე კეთდება, მომავალშიც გაკეთდება და დავიმახსოვროთ რომ ცოტა რეალობა დავინახოთ. ზოგიერთი ადამიანი ისე საუბრობს ამ პანდემიაზე, რომ თითქოს ყველაფერი ხელისუფლების ბრალია. 

 

რაც შეეხება კანონპროექტებს, რამდენიმე მათგანს გამოვარჩევდი, რომელიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ერთია კონსტიტუცია, შემდეგ კანონი პატიმრებთან დაკავშირებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და კიდევ სხვა ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა. იქ არის ასევე დირექტივები, ნატოსთან დაკავშირებული თემები, პარლამენტში მთელი ამ კანონების გადმოლაგება იყო საჭირო, რომ ქვეყანა მომზადებულიყო საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასასვლელად. თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, - აცხადებს პაპუაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up