„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა

access_time2020-09-22 10:00:48

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინასაპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა,  ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ საკუთარ სიტყვას და საქმეს დეპუტატების სავარძლებიდან და რას ეუბნებიან ამომრჩევლებს.

 

„კომერსანტი“ აგრძელებს სტატიების ციკლს, სახელწოდებით — რა წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაში თითოეულმა დეპუტატმა ამ ოთხი წლის განმავლობაში.

 

წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა.



„კეთილდღეობა და განვითარება ეს განგრძობადი სლოგანია და არ შემოიფარგლება მხოლოდ 4 წლის ვადით, ეს გაგრძელდება 2020 წლის შემდეგ და მანამ სანამ კაცობრიობა იარსებებს. კეთილდღეობაც და განვითარებაც მუდმივად იქნება საჭირო. 2016 წლის მოცემულობა თუ  იყო რაღაც კონკრეტული საჭიროებები რაც 4 წლიან პერსპექტივაში შეიძლებოდა დაგეგმილიყო, ის წარმატება ნამდვილად მიღწეულ იქნა და გადაჭარბებითაც კი შესრულდა. ყველა ის დაპირება, იმ პერიოდისთვის რაც იქნა გაცემული შესრულდა, თუმცა 4 წელი არ არის ის პერიოდი, რომ 100%-იანი  მათემატიკური სიზუსტით დაგეგმო ყველაფერი რას შეძლებ და რას ვერ მოახერხებ, ამის ძალიან კარგი მაგალითის პანდემია, მუხედავად  იმისა რომ ინფრასტრუქტურული, სოციალური და ა.შ. მიმართულებები არ  გაჩერებულა, თუმცა მსოფლიოს მოუწია დღის ახალ წესრიგზე მუშაობა და  რა თქმა უნდა ჩვენს  ქვეყანასაც.


რაც  შეეხება  საკანონმდებლო ინიციატივებს, პარლამენტმა ზოგადად მოამზადა რამდენიმე ასეული საკანონმდებლო ინიციატივა რომელიც ვფიქრობ რომ ძალიან დადებითად წაადგა როგორც  მთავრობას ცენტრალიზებულ დონეზე ასევე ადგილობრივ დონეზე. პირადად  ჩემი გადმოსახედიდან რომ ავიღო, ამ პერიოდში ვიყავი დაახლოებით 55 – 56-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, რომელიც ძირითადად რეგიონულ თემატიკას ეხებოდა. ყველაზე მთავარი რაც გავაკეთეთ ის იყო რომ პარლამენტმა მიიღო დეცენტრალიზაციის  სტრატეგია, რომელიც 2024 წლისთვის გაწერილია კიდევ  უფრო  გრძელვადიან  პერსპექტივაზე, როცა  უკვე თვითონ საარჩევნო სისტემა გადავა სრულიად  პროპორციულ ნაწილზე. ეს იყო  მთავარი  მიღწევა, ძალიან კარგი დოკუმენტი შეიქმნა ამისთვის და ძალიან ბევრი საკანომდებლო ინიციატივა განხორციელდა. ამას  ემსახურებოდა  ძირითადად ჩემი ოთხწლიანი მოღვაწეობა პარლამენტში“, - განმარტა გოგა გულორდავამ.

 

გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძეც ეთანხმება თავისი კოლეგის აზრს და მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანაში არის სწრაფი განვითარებაც და კეთილდღეობაც.


„ვთვლი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა ეს დანაპირები და დღეს ქვეყანაში არის სწრაფი განვითარებაც და კეთილდღეობაც. ამ გზაზე ჩვენ შეფერხება არ გვქონია და ყველაფერი კარგად გაკეთდა“, - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up