„ქართულმა ოცნებამ“ სიღარიბის შესამცირებლად ეფექტურად რომ დახარჯოს ბიუჯეტის მხოლოდ 3%, სიღარიბე 2-ჯერ შემცირდებოდა ბავშვებში

„ქართულმა ოცნებამ“ სიღარიბის შესამცირებლად ეფექტურად რომ დახარჯოს ბიუჯეტის მხოლოდ 3%, სიღარიბე 2-ჯერ შემცირდებოდა ბავშვებში

access_time2020-02-05 16:30:04

„სიღარიბე ძალადობის ყველაზე საშინელი ფორმაა და სიღარიბეში ყველაზე მძიმე მარტოობის განცდაა, როდესაც მიტოვებული ყავხარ როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოებას. ქვეყანაში ოჯახის გამოკვების სირთულე თითქმის მილიონ ადამიანს უდგას...“ - ამის შესახებ ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა TV Pirveli-ს გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.


ეკონომისტმა ისაუბრა UNICEF-ის კვლევაზე, რომელზე დაყრდნობითაც სახელმწიფოს ბიუჯეტში შეტანილი ყოველი 10 ლარიდან 30 თეთრის სოციალურად დაუცველებზე მოხმარება სიღარიბის მაჩვენებელს ორჯერ შეამცირებდა. თუმცა, მისივე თქმით, ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონე ხელს უშლის როგორც კეთილდღეობის ასევე ბედნიერების აღქმას მოსახლეობაში.


„Unicef-ის კვლევა საგანგაშო მონაცემს ააშკარავებს  - 8 წლის განმავლობაში ოჯახების 70 პროცენტი ერთხელ მაინც ყოფილა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ანუ ორ მილიონ ადამიანზეა საუბარი. რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი ძალადობა, როცა შეგიძლია ამ ადამიანების მდგომარეობა გააუმჯობესო და  ამის ინსტრუმენტები გაქვს, მაგრამ არ იყენებ. Unicef-ის კვლევაში წერია, რომ  ჩვენს ბიუჯეტში შეტანილი ყოველი 10 ლარიდან 30 თეთრით მეტი რომ იხარჯებოდეს სოციალურდ დაუცველებზე, ეს იქნება ზუსტად  460 მილიონი ლარის ტოლი, რომელიც 2 ჯერ შეამცირებდა სიღარიბეს ბავშვებში. მილიონ 800 ათასი ლარი სოციალურად დაუცველებს რომ მოხმარებულიყო,  რასაც ვაკეში სკამებში ვხარჯავთ, 2500-ით ნაკლები სოციალურად დაუცველი გვეყოლებოდა. დღეს არის იმის რესურსი, რომ არ იყოს ქვეყანაში სიღარიბე. უნდა ვაღიაროთ, რომ კორუფცია უშლის ხელს ამ ყველაფერს. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“  2012-დან 2019-წლამდე 25 ათასი საჯარო მოხელიდან დასაქმებულთა რაოდენობა 300 ათასამდე გაზარდა, ანუ ოცნების აქტივისტები დაასაქმა სსიპებში და აიპებში,ვის დააკლდა ეს თანხა?  დააკლდა იმ ადამინებს, რომელთაც საკვების პრობლემა აქვს, ბავშვებს დააკლდა, რომელთაც სწავლის თანხა არ აქვთ. დღეს რომ კორუფცია არ იყოს ეს ადამიანები ხომ უკეთესად იცხოვრებდნენ.


სიღარიბის ყველაზე საშინელი გამოვლინება არის მარტოობის განცდა, ისინი არიან სახელწმიფოსგან  და საზოგდოებისგან მიტოვებულები. „ქართულმა ოცნებამ “ 70 000 ადამიანს დაუნიშნა სოციალური დამხარება,რომელიც  არჩევნების დამთავრების მერე ყველას შეუწყვიტეს. ჩვენ ამ ადამიანებს ვიყენებთ ხმების საყიდლად არჩევნებისთვის. არჩევნებიდან არჩვენებამდე კი მარტოობისთვის ვიმეტებთ.



მთელი ამ პოლიტიკური სპექტრის და ნებისმიერი საჯარო პირის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ადამიანის ბედნიერება, ყველა ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს კეთილდღეობის ზრდას. ბედნიერების ინდექსში საქართველო 120 პოზიციზეა. ჩვენ არ ვიზრუნეთ კორუფციის შემცირებაზე, აზრის გამოხატვაზე და თავისუფალ სასამართლოზე, ამით დავაშორეთ ადამიანები ევროპულ სამყაროს და დავტოვეთ წარსულში.

 

იმაზე დიდი მისია რა შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს, ვიდრე ადამიანის ბედნიერებაა. ბედნიერება სხვა არაფერია, თუ არა გქონდეს განცდა, რომ ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ვითარდები, სადაც აღმოაჩენ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს, სადაც გექნება უსაფრთხოების და სტაბილურობის განცდა.

 

განა რა შეიძლება ღირდეს ეს მისია ანაცვალო სულსწრაფობას, მერკანტირულ ზრახვებს და იქცე მექრთამედ, კორუმპირებულად. ამაზე დიდი ძალადობა რა შეიძლება იყოს სახელმწიფოს მხრიდან, იყო კორუფციაში, ნეპოტიზმში და უყურებდე სიღარიბეში მყოფ ადამიანებს.“ - ამბობს ეკონომისტი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up