„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტთან ერთად უნდა გაიზიაროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეწყალების საქმეებზე

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტთან ერთად უნდა გაიზიაროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეწყალების საქმეებზე

access_time2019-09-21 12:13:45

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშიებით კომენტარს აკეთებს. მისი განმცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრეზიდენტთან ერთად „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა გაიზიაროს.


„შეწყალებაზე ხელმომწერი და პასუხისმგებელი პირი არის პრეზიდენტი. ის რომ ვიღაცამ შეიძლება მას სია შეუცურა ხელმოსაწერად, ჩემთვის როგორც დეპუტატისთვის არანაირად მისაღები არ იქნება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესს მოჰყვეს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება.  რაც შეეხება ქართულ ოცნებას, როგორც თავის დროს ბანერებზე იყვნენ და ფაქტიურად სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ატარებდნენ საარჩევნო კამპანიას, ახლა სწორედ ისევე უნდა გაიზიარონ მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით“,-განაცხადა ლევან კობერიძემ.


შეგახსენებთ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებული პირების საქმეზე გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო.

 

"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ,"-ვკითხულობთ საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.   

 

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

 

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა.

 

მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ორი პირის შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება".

 

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს.





მაისში ინფლაციამ 6.5% შეადგინა

მაისში ინფლაციამ 6.5% შეადგინა
access_time2020-06-03 15:35:20
2020 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.4 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ...

კახა კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

კახა კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა
access_time2020-06-03 14:41:33
დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.როგორც კალაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ეს ინფორმაცია ტყუილია. „ტყუილია, არ არის ეს სწორი ინფორმაცია“, - განუცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად კალაძემ ჟურნალისტებს. ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.მთავარი არხის ინფორმაციით,გუშინ ბიძინა ივანიშვილსა და გახარიას შეხვედრა...

კრწანისის რეზიდენციის აუზის გახსნამდე 7 დღე დარჩა - ღია აუზები კიდევ რამდენიმე რეგულაციას ელოდებიან

კრწანისის რეზიდენციის აუზის გახსნამდე 7 დღე დარჩა - ღია აუზები კიდევ რამდენიმე რეგულაციას ელოდებიან
access_time2020-06-03 16:15:28
აუზების გახსნამდე 7 დღე დარჩა, მათი მფლობელები კი დღემდე რეგულაციიების საბოლოო ვარიანტს ელოდებიან . მათთვის დღემდე უცნობია რამდენი სტუმრის მიღებას შეძლებენ დღის განმავლობაში.   ღია აუზები 10 ივნისიდან იხსნება, მათ შორის  კრწანისის რეზიდენციის აუზიც.  როგოროც „კომერსანტს“ აუზის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სივრცე გახსნისთვის მზადაა და მხოლოდ ბოლო მითითებას...

ყოფილი გენ.პროკურორი ორი ინსტანციის მოსამართლეებს უპრეცედენტოდ არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს

ყოფილი გენ.პროკურორი ორი ინსტანციის მოსამართლეებს უპრეცედენტოდ არასამართლიანი  გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს
access_time2020-06-03 13:00:40
2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც თავის მხრივ, კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის ადვოკატ არჩილ კბილაშვილის მიერ 29 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციას მოჰყვა, ადვოკატი საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა. კბილაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ჩემს მიერ 29 მაისს ჩატარებულ პრეს-კონფერენციას გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მოწინააღმდეგე მხარის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან. უწინარეს ყოვლისა,...

BAG თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს

BAG თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს
access_time2020-06-03 12:13:46
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს - ამის შესახებ  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე საუბრობს.  მისი ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთხელ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია იმ მანკიერი პრაქტიკის შესახებ, რომელიც თან ახლავს თხევადი გაზის...


მსგავსი სიახლეები

up