ქართულმა ოცნებამ „იპოთეკით დაზარალებულების“ იმედები ვერ გაამართლა – გამოსახლების სტატისტიკა იზრდება

ქართულმა ოცნებამ „იპოთეკით დაზარალებულების“ იმედები ვერ გაამართლა – გამოსახლების სტატისტიკა იზრდება

person access_time2016-04-01 10:15:41

ხელისუფლება ე.წ. იპოთეკით დაზარალებულებისა და ბანკების სხვა კლიენტების მდგომარეობის შესამსუბუქებლად ახალ კანონპროექტებს განიხილავს. ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ მიმართულებით გაჟღერებული პირველი ინიციატივა არ არის. 

 

იმის გათვალისწინებით, რომ წინა ინიციატივებს რეალური შედეგი არ მოჰყოლია, „კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად შეამსუბუქებს ახალი ინიციატივები საბანკო დავალიანების მქონე ადამიანების მდგომარეობას, თუ ეს კანონპროექტებიც იმ ინიციატივების ბედს გაიზიარებს, რომლებიც ან არ განხორციელდა, ან რეალურად არაფერი შეცვალა „იპოთეკით დაზარალებულთა“ მდგომარეობაში. 

 

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებს სთავაზობს, რომელიც დეპუტატის განმარტებით, ფიზიკურ პირებს სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკარგული უძრავი ქონების უკან გამოსყიდვას შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს.


ვოლსკის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტი დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან თავისუფლდება, თუკი ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე მიღებულ საცხოვრებელ ბინას/სახლს იმავე ფიზიკურ პირს - ყოფილი მესაკუთრეს მიაწოდებს. მოვალეს შესაძლებლობა მიეცემა, კუთვნილი ქონება მის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობით გამოისყიდოს.

 

რამდენად იმუშავებს აღნიშნული ცვლილება პრაქტიკაში, რა ეფექტი ექნება და რამდენი ადამიანი ისარგებლებს ამ შეღავათით?


„საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკური ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი აცხადებს, რომ ვოლსკის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას ძალიან მცირე ეფექტი ექნება. მისი თქმით, ადამიანი, რომელიც კარგავას უძრავ ქონებას, კარგავს იმიტომ, რომ მას არ შეუძლია სესხი დაფაროს. ამის შემდეგ კი რთულად წარმოსადგენია, რომ ვინმემ შეძლოს თავისი ბინის უკან გამოსყიდვა.


ადეიშვილის მტკიცებით, მიუხედავად ამისა, თეორიულად შეიძლება არსებობდეს უძრავი ქონების უკან გამოსყიდვის გარკვეული შემთხვევაც. თუმცა, მისივე შეფასებით, ეს ძალიან მცირე იქნება.


„საზოგადოება და ბანკების" ანალიტიკოსის განმარტებით, 2015 წლის მონაცემებით, სულ რეალიზებული იყო იპოთეკით უზრუნველყოფილი 1410 უძრავი ქონება, საიდანაც ნახევარი ფიზიკურ პირებზე, ეგრეთ წოდებულ მევახშეებზე მოდიოდა. თუმცა, რამდენ ადამიანს აქვს უკან გამოსყიდული ქონება, ამ ინფორმაციას ადეიშვილი არ ფლობს.


ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკის ინიციატივას უწონებს და სახელმწიფოს მხრიდან სერიოზულ ხელშეწყობად აფასებს „ბანკების ასოციაციის" პრეზიდენტი ზურაბ გვასალია და აცხადებს, რომ ამით ისარგებლებს როგორც ბანკი, ისე მსესხებელი.



გვასალიას განცხადებით, ეს მიდგომა სწორია და მას სტიმულის ფორმაც ექნება. „ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც უძრავი ქონების მფლობელები თავად ყიდულობენ ქონებას, უკან ყიდვის შემდეგ კი დღგ აუცილებლად არის გადასახდელი, რადგან ეს გამოდის მომსახურების მიწოდება, ჩუქება. ეს არის უსასყიდლოდ გადაცემა და ამიტომ ამისთვის ბიუჯეტში ფულია გადასახდელი. ხშირ შემთხვევაში მსესხებელს არ სურს ხოლმე თავისი ქონების გაყიდვა, რადგან ეს ქონება ხან მამის დატოვებულია, ხან ბაბუის და ასე შემდეგ. როდესაც საქმე აქამდე მიდის, იძულებულები ხდებიან დაისაკუთრონ. მათ ამისთვის ვადა აქვს მიცემული. დასაკუთრების შემთხვევაში კი ეს ტვირთი აწვება მოქალაქეს, ამ ინიციატივით, შეღავათი გაუკეთდება მოქალაქეს და ასევე ბანკსაც, რომელიც გაყიდვის შემთხვევაში შემოსავლის მიღებისთვის 15 პროცენტით იბეგრება. ამისგან ბანკიც თავისუფლდება"-აცხადებს გვასალია.


მისივე შეფასებით, ამ ინიციატივის მიზანია ის, რომ მსგავსი გარიგებები ხშირად მოხდეს. გვასალია აცხადებს, რომ ხანდახან ყოფილი მფლობელები თვითონვე პოულობენ სხვა მყიდველს, რადგან აუქციონზე ქონება იმ ფასში არ გადის, რაც რეალურად ღირს. ბანკის ინტერესი კი არ არის ძვირიანი ქონება ხელში იაფად ჩაიგდოს.


გვასალიას განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ბანკების ასოციაციამ წინა ხელისუფლებას შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ ბიუჯეტს ამით შემოსავლები დააკლდებოდა.


დღეს მოქმედი კანონმდებლობით, კრედიტორი შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების საფუძველზე მიღებული ქონების რეალიზაციისას ვალდებულია, მოახდინოს დამატებითი ღირებულების გადახადა ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც თავისთავად, 18%-ით (დღგ) აძვირებს უძრავი ქონების ღირებულებას.

 

ამავდროულად, პარლამენტში დაწყებულია ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის განხილვა, რომელიც იმ ფიზიკურ პირებს ეხება, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ იხდიან და ვერ ემსახურებიან სესხებს, ვერ ასრულებენ ბანკსა და კლიენტს შორის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ბანკსაც მსგავსი სესხები უიმედო სესხების კატეგორიაში აქვს გადატანილი. "თავისუფალი დემოკრატების" კანონპროექტი ითვალისწინებს, ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფიზიკური პირებისათვის ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული შეღავათების ძალაში შესვლის შედეგად, ფინანსურ ინსტიტუტებს აღარ ექნებათ გადახდისუუნარო კრედიტორებისათვის ვალის პატიებისგან თავის შეკავების საფუძველი, რაც თავის მხრივ, ასეთ პირებს შესაძლებლობას მისცემს ფინანსური ინსტიტუტის მიერ დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უიმედო სესხისა და შესაბამისი სანქციის დაფარვის ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ.

 

ფრაქცია "ქართულ ოცნებას" თავმჯდომარის პროექტი პარლამენტის ბიუროს სავარაუდოდ 4 აპრილის სხდომაზე წარედგინება.


ე.წ. იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მათთვის მდგომარეობის შემსუბუქებას მუდმივად ითხოვენ.

 

„ქართულ ოცნებაში“ 2013 წელს  შესაბამისი ინიციატივაც გაჩნდა, რომლის ავტორიც  გედევან ფოფხაძე იყო. ფოფხაძის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა ერთი მოსმენით მიიღო კიდეც, სასესხო ან იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების მექანიზმების განხორციელების გარკვეული დროით შეჩერებას ითვალისწინებდა.


თუმცა მაშინდელი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ჩარევის შემდეგ საქართველოს პარლემენტში  აღნიშნული ინიციატივის განხილვა შეჩერდა. 


მაშინ ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ მთავრობა „იპოთეკით დაზარალებულებს“ ვერ შველის. „იპოთეკური სესხების პრობლემასთან დაკავშირებით ვერ დაგპირდებით, რომ დიდ შედეგებს მივიღებთ. პროცესი არის ძალიან რთული. ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ბანკებიც გაჭედილი არიან. ჩემთანაც მხვდებიან ხშირად სახლთან დაზარალებულები, როდესაც ავდივარ. აღარ ვიცი, როგორც მოვიქცე”, – განაცხადა საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 14 მარტს რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.


ივანიშვილი კერძო იპოთეკარებთან, ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ქონების უზრუნველყოფით დადებული სასესხო ხელშეკრულების შედეგად უბინაოდ დარჩენილ მოსახლეობას საარჩევნო კამპანიის დროს დახმარებას დაჰპირდა. ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტროში „იპოთეკის ჯგუფიც” შეიქმნა, რომელსაც მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.


კერძო იპოთეკარებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ გარკვეული რეგულაციები მართლაც დააწესა, კერძოდ, განისაზღვრა სესხის პროცენტის ზედა ზღვარი, თუმცა, როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, რეალურად ამ რეგულაციებს ბაზარზე არაფერი შეუცვლია. შეზღუდვებისგან თავის არიდების სქემა ასეთია: იპოთეკარი მსესხებელს გარკვეული მოცულობის თანხას, მაგალითად, 10 ათასს „უფორმებს“ გარკვეულ პროცენტად, თუმცა რეალურად აძლევს ნაკლებს,  მაგალითად, 8 ათასს, რომელშიც იღებს იგივე პროცენტს, რასაც 10 ათასის შემთხვევაში. ანუ საპროცენტო განაკვეთი ისევ მაღალია და დასაშვებ ზღვარს აჭარბებს. 


გარდა ამისა, კვლავ ძალაში რჩება პროცენტის „ხელზე“ გადახდის პრაქტიკა. შესაბამისად, მსესხებელს, საჭიროების შემთხვევაში, არ აქვს არავითარი მექანიზმი, დაადასტუროს მის მიერ კრედიტის გადახდის ფაქტი. 


გარდა ამისა, ხელისუფლებამ ე.წ. საპოლიციო გამოსახლება გააუქმა, რასაც საბანკო სექტორი დღემდე აპროტესტებს. 

 

რა შედეგს გამოიღებს აღნიშნული რეგულაციები რეალური ადამიანებისთვის, ამას პრაქტიკა აჩვენებს. თუმცა ფაქტია, რომ იპოთეკაში ჩადებული უძრავი ქონების რეალიზაცია იზრდება. სტატისტიკის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებული უძრავი ქონება 2014 წელს 1343 იყო. 2015-ში მისი რაოდენობა 67-ით (5%) გაიზარდა და 1,410 შეადგინა. ამასთან, აღნიშნული 1,410 უძრავი ქონებიდან, კომერციულ ბანკებზე 387 (27.4%) მოდის. 225 შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, რაც საერთო რაოდენობის 16%-ის ტოლია, 720 შემთხვევაში კი კრედიტორებს მევახშეები წარმოადგენენ, რაც მთლიანი რაოდენობის 51%-ია. სხვა იურიდიულ პირებზე 78 რეალიზებული უძრავი ქონება მოდის, მთლიანი რაოდენობის 5.5%.



ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება
access_time2021-03-01 22:54:17
ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ყველამ ერთად გამონახოს საერთო ენა. „შარლ მიშელის მიერ...

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2021-03-01 20:34:10
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებიან. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ ირმა ინაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-01 21:00:35
1. სასტუმროს გახსნა არ არის გასაღების გადატრიალება - მთავრობის დაგვიანებული...

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის
access_time2021-03-01 16:30:03
ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის.ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით,...

საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის - „მაისში 3 მაღაზია გაიხსნება“

საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის - „მაისში 3 მაღაზია გაიხსნება“
access_time2021-03-01 18:00:00
საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბრენდის მაღაზიები თბილისის მოლებში მაისში გაიხსნება.„მაისში გაიხსნება იტალიური კოსმეტიკის ბრენდი. ჯამში, 3 მაღაზია. ეს იქნება ისთ ფოინთში, სითი მოლსა და თბილისი მოლში. რაც შეეხება სხვა ბრენდებს, ჯერ ისევ ვმუშაობთ“,- განაცხადა რეზო...


მსგავსი სიახლეები

up