„ქართულმა ოცნებამ“ ანტიკრიზისული ზომების სერიული ხასიათი აჩვენა მოულოდნელ შიდა სოციალურ-ეკონომიკურ გაჭირვებასთან გასამკლავებლად

„ქართულმა ოცნებამ“ ანტიკრიზისული ზომების სერიული ხასიათი აჩვენა მოულოდნელ შიდა სოციალურ-ეკონომიკურ გაჭირვებასთან გასამკლავებლად

access_time2020-04-16 11:49:54

„ქართულმა ოცნებამ“ ანტი-კრიზისული ზომების სერიული ხასიათი აჩვენა, რაც მოიცავს 3 მილიარდი ლარის (950 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი) ინექციას მოულოდნელ შიდა სოციალურ-ეკონომიკურ გაჭირვებასთან გასამკლავებლად - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გამოცემა Eurasia Daily Monitor-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ახალი კორონავისურის პოლიტიკური შედეგები საქართველოში“.


როგორც ექსპერტი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მილიარდელმა და ფილანტროპმა ბიძინა ივანიშვილმა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ეროვნულ ფონდს 100 მილიონი ლარი (31.75 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი) შეწირა.


ზაალ ანჯაფარიძის თქმით, „მმართველი პარტიის რანგში „ქართული ოცნება“ მაქსიმუმს აკეთებს თავისი უპირატესობების შესანარჩუნებლად და გასამრავლებლად, რაც რამდენიმე თვის წინ მძიმე პოლიტიკური დანაკარგების შემდეგ მოიპოვა და ამით კამპანიაში შესვლას აპირებს“



„ამასობაში, კორონავირუსის ეპიდაფეთქების შედეგად გამოწვეული სუფთად პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა კვლავ გაურკვეველი რჩება. პირველი მათგანი არჩევნების თარიღს უკავშირდება, რაც ფორმალურად 31 ოქტომბერს მოიაზრება. დიდად სავარაუდოა, რომ არჩევნები გადაიდოს, თუ პანდემია ხელისუფლებას არ მისცემს შემოდგომისთვის ხმის მიცემის პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობას. მეორე პრობლემა საარჩევნო რეფორმის შესახებ წინა თვეში დასავლეთის შუამავლობით მიღწეული გარიგების ბედია. საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო დამტკიცება პარლამენტის მიერ უნდა მოხდეს და ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება თუ 21 აპრილამდე გამოცხადებული საგანგებო ვითარება უფრო მეტი ხნით შენარჩუნდება. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე თავი ნებისმიერი კონსტიტუციური კანონის განხილვას კრძალავს საგანგებო ვითარების პერიოდში. თუმცა, არც საქართველოს კონსტიტუცია და არც ქვეყნის კანონი საგანგებო ვითარების შესახებ განსაზღვრავს ამ რეჟიმისთვის რაიმე კონკრეტულ დროის ლიმიტს” - ნათქვამია სტატიაში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up