„ქართულმა ოცნებამ

„ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები დაასახელა

access_time2021-07-30 19:00:15

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები დაასახელა.


რუსთავის მერობის კანდიდატია ნინო ლაცაბიძე ; გარდაბანი - დავით კარგარეთელი; მარნეული - კენან ომაროვი; ბოლნისი - დავით შერაზადიშვილი; დმანისი - კობა მურადაშვილი; წალკა - ილია საბაძე; თეთრიწყარო - გიორგი წიკლაური; თელავი - ლევან ანდრიაშვილი; ახმეტა - ალექსი ფიცხელაური; ყვარელი - გივი ზაუტაშვილი; ლაგოდეხი - ჯონდო მდივნიშვილი; გურჯაანი - ზურაბ უტიაშვილი; საგარეჯო - ავთანდილ გულიკაშვილი; სიღნაღი - მალხაზ ბეგიაშვილი; დედოფლისწყარო - ნიკოლოზ ჯანიაშვილი; გორი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი; კასპი - ვახტანგ მაისურაძე; ქარელი - ზაზა გულიაშვილი; ხაშური - თენგიზ ჩიტიაშვილი; ახალციხე - ირაკლი ლაზარაშვილი; ასპინძა - როსტომ მაგრაქველიძე; ბორჯომი - ოთარ არბოლიშვილი; ადიგენი - გოჩა ქიმაძე; ახალქალაქი - მელქონ მაკარიანი; ნინოწმინდა - ანივარდ მოსოიანი; მცხეთა - დიმიტრი ზურაბიშვილი; დუშეთი - მანანა ნარიმანიძე; თიანეთი - ლევან წიკლაური; ყაზბეგი - შალვა ელოშვილი; ქუთაისი - იოსებ ხახალეიშვილი; ბაღდათი - კახა ენუქიძე; ჭიათურა - გივი მოდებაძე; წყალტუბო - გენადი ბალანჩივაძე; საჩხერე - ლევან ივანაშვილი; სამტრედია - დავით ბახტაძე; თერჯოლა - ლაშა გოგიაშვილი; ტყიბული - დავით ჩერქეზიშვილი; ვანი - ალექსანდრე გოგორიშვილი; ხარაგაული - კობა ლურსმანაშვილი; ხონი - ლადო ჯურხაძე; ზესტაფონი - ვასილ გველესიანი; ამბროლაური - ლაშა ჭიჭინაძე; ონი - სერგო ხიდეშელი; ცაგერი - გიორგი ნემსაძე; ლენტეხი - გიორგი ონიანი; ზუგდიდი - მამუკა წოწერია; წალენჯიხა - გოგა გულორდავა; ჩხოროწყუ - დათო გოგუა; ხობი - დავით ბუკია; სენაკი - ვახტანგ გადელია; მარტვილი - თორნიკე ჯანაშია; ფოთი - ბექა ვაჭარაძე; აბაშა - გიგა გაბელაია; მესტია - კაპიტონ ჟორჟოლიანი; ოზურგეთი - ავთანდილ თალაკვაძე; ლანჩხუთი - ალექსანდრე სარიშვილი; ჩოხატაური - დავით შარაშენიძე; ბათუმი - არჩილ ჩიქოვანი; ქობულეთი - ლევან ზოიძე; ხელვაჩაური - ზაზა დიასამიძე; ქედა - როლანდ ბერიძე; შუახევი - ომარ ტაკიძე; ხულო - ვახტანგ ბერიძე.


როგორც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პრიორიტეტულია თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება.



კობახიძემ აღნიშნა, რომ თვითმმართველობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ინსტიტუცია და ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის განვითარება.


„როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღება, ბუნებრივია ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ყველა ფაქტორს, რა თქმა უნდა, მერები არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და ისინი უნდა იყვნენ და არიან ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები, ეს არის ერთი კრიტერიუმი და რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რითაც ჩვენ ვიხელმძღვანელეთ. ჩვენთვის პრიორიტეტულია თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება, ადგილობრივი თვითმმართველობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ინსტიტუცია ამას ყველა კვლევა ადასტურებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს ინსტიტუტი და ხელი შევუწყოთ 63-ვე მუნიციპალიტეტის განვითარებას. ეს კანდიდატები, რომლებიც არიან წარმოდგენილნი თქვენს წინაშე დარწმუნებული ვართ, რომ უზრუნველყოფენ სათანადო მენეჯმენტს, სათანადო მართვას თითოეულ მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა კობახიძემ.

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up