„ქართულმა ოცნებამ“ 9 წელიწადში გადასახადების გაზრდის ყველა შანსი გამოიყენა?!

„ქართულმა ოცნებამ“ 9 წელიწადში გადასახადების გაზრდის ყველა შანსი გამოიყენა?!

access_time2021-12-13 10:00:09

უკანასკნელი ორი ხელისუფლების პირობებში საქართველომ გადასახადების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. 2004-დან 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ქვეყანაში გადასახადების რაოდენობა 36-დან 6-მდე შემცირდა. თუმცა ბიზნესი საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების ფონზე, სხვადასხვა ფონდში გადახდილი სავალდებულო შესაწირების ზრდაზე საუბრობდა.



წინა ხელისუფლების დროს მიღებული საქართველოს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონით, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის განაკვეთის გაზრდისთვის, გარდა აქციზისა, საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო.



„საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა, გარდა აქციზისა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას;


ამ კანონის ამოქმედების თარიღისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია: ა) საშემოსავლო გადასახადი; ბ) მოგების გადასახადი; გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); დ) იმპორტის გადასახადი; ე) აქციზი. ქონების გადასახადის განაკვეთები კი დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესის მიხედვით“,
- ნათქვამია „ეკონომიკის თავისუფლების შესახებ“ კანონში, რომელიც ძალაში 2013 წელს შევიდა.


ბოლო 9 წელიწადში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, გადასახადები აღარ/ვეღარ გაიზარდა, გარდა აქციზისა, რომელიც რეფერენდუმს არ მოითხოვს. დღეს საქართველოში არსებული საგადასახადო განაკვეთები ასეთია: მოგების გადასახადი 15%; დღგ 18%; საშემოსავლო 20%; ქონება 1%; იმპორტის გადასახადი 5% და 12% სასაქონლო ჯგუფების მიხედვით; აქციზი – დიფერენცირებულია საქონლის ჯგუფების მიხედვით.


სხვადასხვა პროდუქტზე აქციზის გადასახადი პერიოდულად იზრდებოდა, მათ შორისაა - ნავთობპროდუქტები (ბენზინი, დიზელი, გაზი), სიგარეტი და ავტომობილები. თუმცა აქციზის ერთჯერადი ზრდის შემთხვევებიდან, ყველაზე მკვეთრი ზრდა 2017 წლის 1 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა მოხდა. ახალი მოდელის მიხედვით, მოგებით კომპანია მხოლოდ მაშინ იბეგრება, როცა ბიზნესი ფულს ფიზიკურ პირზე ანაწილებს. ამ ცვლილების შედეგად შემცირებული საგადასახადო შემოსავლების კომპენსირება, აქციზის გაზრდის ხარჯზე მოხდა.




შესაბამისად, ხელისუფლებამ ის ერთადერთი გადასახადი, რომლის გაზრდაც შეეძლო, მანამდეც და შემდეგაც არაერთგზის და მნიშვნელოვნად გაზარდა.






გარდა სიგარეტისა და ნავთობპროდუქტებისა, აქციზის გადასახადი იმ ადამიანებსაც გაეზარდათ, ვისაც მარჯვენასაჭიანი მანქანების განბაჟება უწევდათ. მაგალითად, თუ მომხმარებელი შეიძენდა 10 წლამდე მანქანას, რომლის ძრავის მოცულობა 2500 კუბ.სმ-ი იყო, მას 2017 წლის 1 იანვრის ცვლილებებამდე 1250 ლარის გადახდა მოუწევდა, ხოლო ცვლილებების შემდგომ კი - 2750 ლარის. შესაბამისად, მარცხენასაჭიანი მანქანის განბაჟება 2017 წლის ცვლილებების შედეგად 3-ჯერ უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მარჯვენასაჭიანის.



აქციზი გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებზეც, მაგრამ ნაკლებად ხელშესახები ოდენობით, მაგალითად 1 ლიტრი ლუდის განაკვეთი 12 თეთრია, სხვა დადუღებული სასმელი 5%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობით და შუალედური ალკოჰოლიანი სასმელის 5 ლარი. აღნიშნულ ცვლილებებს ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, მაშინ როდესაც სიგარეტსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდამ, თავისი უარყოფითი წვლილი ინფლაციაშიც კი შეიტანა.



აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ 84-გვერდიან ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, მოკლედ მიმოიხილავს საქართველოს საგადასახადო სისტემას, რომელსაც ახასიათებს, როგორც „მარტივს“. IMF წერს, რომ საქართველოში მოქმედი საგადასახადო სისტემა და დაბალი საგადასახადო ტვირთი, რომელიც ბიზნესისთვის მეგობრულად ხასიათდება, ამავე დროს არის „ძალიან ხისტი, რეგრესული და ხარვეზიანი“. ამასთან, IMF-ის შეფასებით, საქართველოში პერსონალური საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი მაჩვენებელი არის „არაპროპორციულად მაღალი ტვირთი დაბალი შემოსავლების მქონე პირთათვის“.



ფონდის შეფასებით, საქართველოს საგადასახადო ადმინისტრირება მნიშვნელოვნად გაძლიერდა 2014-2016 წლებში, მაგრამ კიდევ არის შესაძლებელი დამატებითი ზომების მიღება საგადასახადო სისტემის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up