„ქართულმა ოცნებამ“ 3 კვირაში საარჩევნო ბანერებსა და სხვა ტიპის რეკლამებზე 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

„ქართულმა ოცნებამ“ 3 კვირაში საარჩევნო ბანერებსა და სხვა ტიპის რეკლამებზე 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

access_time2020-10-09 16:00:35

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარჯი 1-ელი  დან 21 სექტემბრის ჩათვლით, 4 305 178 ლარს შეადგენს, საიდანაც პარტიამ მხოლოდ რეკლამაში 3 197 851 ლარი დახარჯა.


როგორც პარტიის მიერ შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, რეკლამის ხარჯებიდან „ქართულმა ოცნებამ“ 1 067 461 ლარი სატელევიზიო რეკლამაში დახარჯა, 32 750.2 ლარი ბეჭდურ რეკლამაში, ინტერნეტ რეკლამისთვის 267 797 ლარი გაიღო, გარე რეკლამისთვის 1 649 984 ლარი დახარჯა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 179 859 გადაიხადა.



ამასთან, აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვეში, 1-ელიდან 21- სექტემბრის ჩათვლით, მათ ბრენდირებული აქსესუარებისთვის თანხები არ გადაუხდიათ.


bpn.ge





წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
access_time2021-05-11 10:54:33
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში მორიგი საგაზაფხულო სეზონი გაიხნა. „მეხსიერების ფრაგმენტები“ სერგო ფარაჯანოვის და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენის სახელწოდებაა, რომელიც ამ ორი ხელოვანის შემოქმედებას განსაკუთრებული რაკურსით წარმოაჩენს.     კერძო კოლექციებიდან შეგროვებული ნამუშევრების უმეტესობას დამთვალიერებელი წინანდლის მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში პირველად იხილავს. მათი შემოქმედებისთვის ვიზუალური თხრობაა დამახასიათებელი და...

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა სხვებთან შედარებით რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა სხვებთან შედარებით რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?
access_time2021-05-11 10:00:53
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პანდემიის გამო საბანკო სესხების ნაწილი „ამორეზერვდა“, რამაც რადიკალურად შეამცირა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი. „ბანკებმა მსესხებლებს 2 ეტაპად გადაუვადეს სესხები, რომელთა ნაწილი...

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“
access_time2021-05-11 11:00:25
ხელისუფლების მხრიდან რითეილ ბიზნესების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე არაერთი ამ ბაზრის მოთამაშე საუბრობს. ძირითად შემთხვევაში პრობლემა ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურს“ უკავშირდება და მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან პრივილეგიების მინიჭებას. არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე „ფრესკოშიც“ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რითეილ სექტორისთვის ასევე პრობლემაა გამჭვირვალობის ნაკლებობა და ერთიანი სტანდარტის არ არსებობა. „კომერსანტთან“ ფრესკოს გენერალურმა დირექტორმა სოფიო...

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2021-05-10 18:00:34
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 10 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 10 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 11 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-10 21:00:50
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შავ სიში შეყვანილ კომპანიას საქართველოს მთავრობამ 805 843 391 ღირებულების 7 კონტრაქტი გაუფორმა ერთ-ერთი ასეთი კომპანია „SINOHYDRO Corporation Limited“ - ია, კომპანია რომელიც მსოფლიოში თავისი ცუდი რეპუტაციით...


მსგავსი სიახლეები

up