პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია.
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ.
კობახიძის განცხადებით სასამართლო რეფორმა მაინც გაგრძელდება, რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ქართული ოცნება მზადაა „კეთილი ნების საუძველზე“ ის არათუ 43%-ის ვერმიღების, 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს, თუ ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური ქცევიდან რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგავრი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.