„ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო

„ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო

access_time2021-02-19 12:30:17

„ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო“ - ასე აფასებს აკადემიკოსი ლადო პაპავა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელებას. ეკონომიკის ყოფილ მინისტრის შეფასებით, 2014 წელს ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობას ჰქონდა კარგი დოკუმენტი მიღებული, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს.

 

„ირაკლი ღარიბაშვილს აქვს პრემიერ-მინისტრად მუშაობის გამოცდილება, მან მიიღო სათანადო წრთობა, როცა ამ თანამდებობაზე მოუწია პირველად მოღვაწეობა. მაშინ გარკვეული ხარვეზებიც ჰქონდა, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ გამოცდილი და კონსტრუქციული პიროვნებაა. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა საქართველოს „სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020“, რომელიც პრაქტიკულად სრულყოფილი დოკუმენტი იყო ქვეყნის სწორი ეკონომიკური განვითარების და რომელიც პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ჩანაცვლებული იყო პრიმიტიული 4 პუნქტიანი გეგმით. ეს იყო უდიდესი შეცდომა. გასათვალისწინებელია, რომ მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიაღწია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის ნაწილიც არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამ ისტორიულ დოკუმენტებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ვფიქრობ, მას აქვს შანსი სწორად გაუძღვეს ქვეყნაში შექმნილ ვითარებას“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

 

აკადემიკოს ლადო პაპავასთვის მოულოდნელი იყო გიორგი გახარიას გადადგომა. მისი განმარტებით, დღეს ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, გიორგი გახარია პოლიტიკაში დარჩება თუ წავა:

 

„ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი იყო, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლისთვისაც და როგორც ჩანს ოპოზიციისთვისაც. ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამაგრებული ოპოზიციურ ლიდერები სულ სხვა სცენარისთვის იყვნენ მზად. აშკარად ჩანს, რომ გახარიას ნაბიჯი მოულოდნელი იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის და მეგობარი სახელმწიფოების პოლიტიკოსებისთვისაც. გუშინდელი გადასახედიდან შესაძლოა თვითონ პრემიერიც ნაკლებად ფიქრობდა გადადგომაზე. თუ გიორგი გახარია პოლიტიკაში დარჩება და სათავეში ახალ პარტიას ჩაუდგება, მაშინ სულ სხვა სცენარი განვითარდება და მისგან შესაბამისად დამატებით განცხადებებსაც უნდა ველოდოთ. თუმცა, შეიძლება იგი პოლიტიკიდან საერთოდ წავიდეს, და ამ შემთხვევაში მხოლოდ ის არგუმენტი დარჩება, რაც მან ხმამაღლა უკვე განაცხადა“, - განაცხადა ლადო პაპავამ.    

 

აკადემიკოსი აცხადებს, რომ როდესაც ქვეყნაში მმართველობის საპარლამენტო მოდელი მოქმედებს, პრემიერ-მინისტრის გადადგომა განსაკუთრებულად მოულოდნელი მოვლენა არ არის.

 

„საპარლამენტო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის გადადგომა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება და ჩვენ ამ პოლიტიკურ კულტურას ახლა ვეგუებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ თანამდებობიდან უკვე გადადგნენ ბიძინა ივანიშვილი, თავად ირაკლი ღარიბაშვილი და მამუკა ბახტაძე, ხოლო გიორგი კვირიკაშვილი კი აიძულეს გადამდგარიყო. ჩვენი კონსტიტუციური მოდელიდან გამომდინარე თუ შევხედავთ ამ მოვლენას, გასაკვირი არაფერია“, - აცხადებს ლადო პაპავა.


 

„კომერსანტის“ კითხვაზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს რა გავლენა ექნება ეკონომიკაზე, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გვპასუხობს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად ლარის გაცვლით კურსზე აისახება.

 

„ნებისმიერი პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკურ მდგომარეობაზე  აისახება. პირველ რიგში, უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ეს ლარის გაცვლით კურსზე აისახება. როგორც ყოველთვის პოლიტიკურ არასტაბილურობა ეროვნულ ვალუტის გაცვლით კურსს ურტყამს, ეს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ასეა. სწორედ ამიტომ რაც უფრო მალე დასტაბილურდება მდგომარეობა, ეყოლება საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა ქვეყნის ეკონომიკისთვის მით უკეთესია“, - ამბობს ლადო პაპავა.

 

ეკონომიკის ყოფილ მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის გარკვეული მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, რადგან მისი თქმით, ყველას ინტერესშია ის, რომ ქვეყანა უფრო დიდი პრობლემების წინაშე არ დადგეს:

 

„ნუ დაგვავიწყდება, რომ არც პანდემიაა დასრულებული და არც ეკონომიკური კრიზისია დაძლეული. ქვეყნის ინტერესში მდგომარეობის კიდევ უფრო გართულება ნამდვილად არ შედის. მინდა ვირწმუნო, რომ ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც ის ხალხი მოიძებნება, ვისაც გააზრებული ექნება, რომ ასეთ ვითარებაში აუცილებელია ქვეყანა მშვიდ მდგომარეობაში გადავიდეს, რათა უკეთ გავართვათ თავი როგორც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, ისე ეკონომიკურ კრიზის“,- განმარტავს ლადო პაპავა.

 

ბიზნესის ნაწილი მიიჩნევს, რომ გახარიას გადგომა, ეკონომიკის გახსნას და რეგულაციების შერბილებას კიდევ უფრო შეაფერხებს, თუცა ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ეკონომიკის გახსნა - არ გახსნის საკითხს გიორგი გახარიას გადადგომასთან კავშირი არ აქვს.

 

„ჩემი დამოკიდებულება ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართ არის ძალიან მარტივი. მედიცინაში არის ექიმი და პაციენტი, თუ ამას ეკონომიკაში გადმოვიტანთ ბიზნესი არის პაციენტი, ეკონომისტის ხედვა კი ექიმის ხედვაა. რა თქმა უნდა, ექიმმა პაციენტს უნდა მოუსმინოს, მაგრამ თუ მარტო პაციენტს დაუჯერე ექიმის ფასი არის ნული. მთავრობამ ბიზნეს უნდა მოუსმინოს, მაგრამ  ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ეკონომიკის გახსნა - არ გახსნის საკითხს გიორგი გახარიას გადადგომასთან არანაირ კავშირში არაა. ცუდია, როცა მხოლოდ ბიზნესის ინტერესების გათვალისწინება გამოდის წინა პლანზე: არ შეიძლება მკურნალობის მეთოდს და დიაგნოზს თვითონ პაციენტი წყვეტდეს, ეს შეცდომაა. დარწმუნებული ვარ საქართველოში მოვა ის დრო, როდესაც ეკონომიკური პოლიტიკა განსაზღვრული იქნება არა მარტო და არა იმდენად ბიზნესმენების აზრის გათვალისწინებით, რამდენადაც ეკონომისებტის უშუალო რეკომენდაციებით“, - განუცხადა "კომერსანტს" ლადო პაპავა.

 

ეკონომიკის ყოფილ მინისტრი „კომერსანტთან“ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მუშაობასაც აფასებს. მას კრიზისის მართვის კუთხით პრემიერთან შენიშვნები არ აქვს.

 

„კრიზისის მართვის თვალსაზრისით გიორგი გახარიას მხოლოდ და მხოლოდ დადებითად ვაფასებ. მან წარმატებით გაართვა თავი პანდემიას 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც მსოფლიოში არავინ იცოდა რასთან გვქონდა საქმე. ახლაც პროცესს წარმატებით მართავდა, ვხედავთ, რომ ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად მცირდება“, - განმარტავს ლადო პაპავა.


ბაჩო ადამია




Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up