ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია დუბაიში წარადგინეს

ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია დუბაიში წარადგინეს

access_time2017-02-28 12:22:43

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დუბაიში აგროგამოფენის „გალფუდი 2017" გახსნას დაესწრო, სადაც სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილმა საწარმოებმა ქართული აგროსასურსათო პროდუქცია წელს პირველად წარადგინეს.

 

 


გამოფენის გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.

 

 


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ასევე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი (USAID/REAP) მხარდაჭერით, საქართველოს სტენდზე ცამეტმა ქართულმა კომპანიამ („ქართული დაფნა", „საირმე", „ნატექსი/ნატსჯი", „მარტვილის წყლები", „კედა", „გემუანი", „აგროლეინი", „ქარელი აგრო", „GPR-ჯიპიარი", ,,კულა", ,,ფარკონი", „ბლუბერი",„საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია") საკუთარი პროდუქცია - თხილი, უალკოჰოლო სასმელები, ცხვარი, მოცვი, დაფნა, წვენი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, მშრალი ხილი, სუნელი და საწებელი წარადგინა.

 

 


საქართველოს სტენდზე ასევე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Channel Georgia FZC, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებშია დაფუძნებული და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბიზნესჯგუფების კონსულტირება და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენეგეტიკის, სამშენებლო ინდუსტრიისა და სხვა მიმართულებებით.

 

 


არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს არაბთა გაერთიანებული საემიროების ოფიციალურ პირებთან. ქართული სტენდი დუბაის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მისმა უმაღლესობამ, აბდულაჰმა მოინახულა. დუბაის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა საინვესტიციო ფორუმი, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრები გამართეს და საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

 

 


გამოფენა „Gulfood" საერთაშორისო ვაჭრობისა და კომერციის უდიდეს ცენტრს წარმოადგენს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სურსათის, კვებისა და სასმელების წარმოების პროფესიონალები იკრიბებიან.

 

 


გამოფენში, ყოველწლიურად 150-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის, ესპანეთი, ავსტრია, გერმანია, უკრაინა, რუსეთი, საბერძნეთი, ინდოეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ტაილანდი, თურქეთი, იაპონია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ბელგია და ა.შ) 5000-მდე ლოკალური, რეგიონული და საერთაშორისო მწარმოებელი მონაწილეობს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად 77 000-ზე მეტია. 2017 წელს, 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, გამოფენას დუბაის მსოფლიო ვაჭრობის ცენტრი (Dubai World Trade Centre (DWTC) მასპინძლობს. B2B (business-to-business) ფორმატის გამოფენა წელს უკვე ოცდამეორედ ტარდება.

 

 

 




29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...


მსგავსი სიახლეები

up