ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ტვირთების საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართეს

ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ტვირთების საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართეს

access_time2020-09-21 22:21:42

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, რიზა თუნა თურაგაისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.



შეხვედრისას, მხარეებმა COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, სანიტარიულ, ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების გადაადგილების პროცედურების შესახებ ისაუბრეს. ამასთან, მხარეებმა ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე, სატრანზიტო ფორმალობები და კონტროლის ეფექტური მექანიზმები განიხილეს.




,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მეზობელ ქვეყნებს შორის სახმელეთო გზით გადაადგილებული საქონლის შესახებ მონაცემების გაცვლა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახურის შესაბამისმა ტექნიკურმა ჯგუფმა, თურქულ მხარესთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, გასაცვლელ ინფორმაციას დაამატა ტვირთების წონის შედეგები და ამჟამად, უკვე აქტიურად მინდინარეობს აღნიშნული პარამეტრების ურთიერთგაცვლა, ხოლო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის მყისიერად ხდება კოორდინირებული რეაგირება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტის თანახმად, სატვირთო ავტომობილების შემოწმებისთვის განკუთვნილი სკანერის სურათების ურთიერთგაცვლა შესაძლებლობას მოგვცემს, რისკების ანალიზზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ეფექტურად და გამარტივებულად მოხდეს ტვირთების მონიტორინგი, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კანონიერი ვაჭრობის განვითარებას“, - განაცხადა ლევან კაკავამ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას.



ვიდეოკონფერენციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია დაესწრნენ.







პანდემიის დადებითი მხარე: ფრენებისგან ნახშირორჟანგის ემისია საქართველოში 59.4%-ით შემცირდა

პანდემიის დადებითი მხარე: ფრენებისგან ნახშირორჟანგის ემისია საქართველოში 59.4%-ით შემცირდა
access_time2021-01-27 17:30:19
EUROCONTROL-ის ცნობით, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, ფრენებისგან ნახშირორჟანგის ემისია საქართველოში 59.4%-ით შემცირდა. ამასთან, ევროპაში აღნიშნული მაჩვენებლის საშუალოდ -57%-იანი კლება დაფიქსირდა. ყველაზე მეტად პანდემიამ ამ კუთხით მონტენეგროზე იმოქმედა, სადაც CO2-ს გამოყოფა 74.9%-ით შემცირდა, ყველაზე ნაკლებად კი ლუქსემბურგზე (-12.8%). EUROCONTROL მიუთითებს, რომ მაჩვენებლის ცვალებადობა სახელმწიფოების მიხედვით სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება, მათ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-27 21:00:43
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. სავაჭრო ცენტრებში დასაშვები იქნება გასახდელები და ნივთების გადაცვლა - რა პირობებით იხსნება მოლები 1 თებერვლიდან ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე...

პირველად 12 წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი დავოსის ფორუმში მონაწილეობს - რატომ ახლა?!

პირველად 12 წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი დავოსის ფორუმში მონაწილეობს - რატომ ახლა?!
access_time2021-01-27 18:30:55
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 27 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ეს მოხდა პირველად 2009 წლის შემდეგ. რატომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება სწორედ ახლა? რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა, თუ როგორ შეიცვალა  მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის გავლენით. მისი თქმით, შეუძლებელია იმის არ შემჩნევა, თუ როგორ შეიცვალა ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალური სფერო. მოხდა საზოგადოებრივი აზრის რადიკალური პოლარიზაცია და პოპულიზმის...

სავაჭრო ცენტრებში დასაშვები იქნება გასახდელები და ნივთების გადაცვლა - რა პირობებით იხსნება მოლები 1 თებერვლიდან

სავაჭრო ცენტრებში დასაშვები იქნება გასახდელები და ნივთების გადაცვლა - რა პირობებით იხსნება მოლები 1 თებერვლიდან
access_time2021-01-27 16:00:25
ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო.   მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმებით ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.   „დღევანდელი შეხვედრა შედგა სავაჭრო ცენტრების, მაღაზიების და ძირითადი სავაჭრო ქსელების...

კორონავირუსის ეფექტი - ესპანეთში საცხოვრებელი სახლები 70 პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდება

კორონავირუსის ეფექტი - ესპანეთში საცხოვრებელი სახლები 70 პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდება
access_time2021-01-27 20:00:49
მაშინ, როდესაც ესპანეთში სახლის შეძენა ბევრს აუხდენელ ოცნებად ეჩვენება, კორონავირუსის ეპოქამ უძრავი ქონების ბაზარი აიძულა დედამიწაზე დაშვებულიყო. ესპანეთი ნამდვილ კრიზისს ებრძვის. ბაზარზე არსებული ქონების 70 პროცენტი იპოთეკით იყიდება. ლოქდაუნებმა მოსახლეობის შემოსავლებს დიდი დარტყმა მიაყენა, განსაკუთრებით მათ ვინც მომსახურების სფეროშია დასაქმებული. ადამიანები ვერ იხდიან სესხებს და იძულებულები ხდებიან საკუთარ საცხოვრებლებს დაემშვიდობონ. პრობლემამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ბანკებმა...


მსგავსი სიახლეები

up