ქართულმა  ბლოკჩეინ კომპანიამ  კორუფციის მიზეზით  უკრაინა დატოვა

ქართულმა ბლოკჩეინ კომპანიამ კორუფციის მიზეზით უკრაინა დატოვა

access_time2018-06-08 16:00:29


 ბოლო წლების მანძილზე  ბლოკჩეინ ტექნოლოგია  ძალიან პოპულარული გახდა მთელს მსოფლიოში, მათ შორის უკრაინაშიც.

 

ამჟამად უკრაინაში ბლოკჩეინი სახლემწიფო სტრქუქტურებში ინერგება, რომელსაც  ამერიკული კომპანია Bitfury ახორციელებს. თუმცა რამდენინე თვის წინ ამ  საქმით  დაკავედული ქართული კომპანია Distributed Labs იყო.

 

რამდენიმე საპილოტო პროექტის გაშვების შემდეგ ჯგუფმა, რომელსაც  პროგრამისტი ლაშა ანთაძე ხელმძღვანელობდა,  უკრაინიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

 

მისი თქმით, ამ დაგაწყვეტილების მიზეზი გახდა კორუფცია.

 

„ჩვენ ვმუშაობდით ელექტრონული სახელმწიფო აუქციონების პროგარამის ბლოკჩეინზე გადაყვანის პროექტზე. თუმცა,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და საქალაქო საბჭოები აუქციონების ღია რეჟიმში გადაყვანას აფერხებდნენ, რაგდანაც ეს მოსპობდა ფარული კორუფციული შეთახმებების შესაძლებლობებს.  ამიტომ, ჩვენს მიერ შექმნილი სისტემა, ფაქტობრივად,   გამოუყენებელი დარჩა. მივხვდი,  რომ ჩვენ აქ ზედმეტები ვართ,“ - განაცხადა ანთაძემ.

 


მისი თქმით,  უკრაინის მთავრობის ელექტრონულმა სააგენტომ იუსტიციის სამინისტროსათან ერთად მოგვიანებით განაცხადა, რომ სურდა შექმნა ბლოკჩეინ-აუქციონი  Openmarket, რომელსაც ანთაძის აზრით,    არაფერი აქვს საერთო ბლოკჩეინთან.

 

„დღესაც იგივე  იგივე ძველი სერვერი მუშოაბს, რომელიც იყო აქამდე. სადაა ბლოკჩეინი  - გაუგებარია. ეს იგივეა, რაც ელექტონული საბუთების ბრუნვის სისტემის შემოღების მიმართულებით ხდება. 10 წელია მუშაობენ მის დანერგვაზე, მაგრამ  რეალურად ისევ ქაღალდებით და სველი ბეჭდებით დარბიან,“ - აცხადებს ქართველი პროგრამისტი.

 

ამჟამად ლაშა ანთაძე  დაკავებულია საკუთარი ბლოკჩეინ პროექტით  - Self.network. ბოლო 5 თვეში მან  სან-ფრანცისცკოში 1 მლნ. დოლარის ინვესტიცია მიიღო და ბერლინში ოფისი გახსნა. ამასთან მოიგო კონკურსი - Blockshow Europe და   60 000 დოლარი მიიღო.

 

თუმცა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები არ ეთანხმებიან ქართველ სპეიცალისტს  და თვლიან,  რომ Openmarket არის უფრო თანამედროვე, მარტივი და ხელმისაწვდომი სისტემა.

 

ელექტონული მთავრობის ხელმძღვანელის მრჩეველმა კონსტანტინ იარმოლენკომ განაცხადა, რომ Distributed Labs-ის მიერ დანერგილი სისტემა eAuction 3.0. არის ძალიან რთული და არ შეეფერება სახელმწიფო ორგანოების საჭიროებებს.

 

„ჩვენ დავაყენეთ ბლოკჩეინ სისტემა Bitfury - Exonum, რომელიც ასევე მუშაობს საქართველოს მიწის კადასტრში, ამიტომ იმის თქმა, რომ Openmarket არაა ბლოკჩეინი - არე შეიძლება,“  - თვლის უკრაინელი მაღალჩინოსანი.

 

მისი თქმით, სისტემა Openmarket უკვე მუშაობს.

 

„ამ ეტაპზე ახალი სისტემის მეშვეობით ჩვენ ვახორციელებთ სახელმწიფოს კუთვნილი მიწების გაყიდვას, შემდეგი ეტაპია კი მიწის აუქიონების ჩატარებაა,“ - აღნიშნავს   მთავრობის ელექტორნული სააგენტოს თავჯდმარის მოადგილემ ალექსეი ვისკუბი.


liga.net




ბიძინა ივანიშვილის აღიარება–მარიხუანას კულტივაციას მხარს მე ვუჭერდი

ბიძინა ივანიშვილის აღიარება–მარიხუანას კულტივაციას მხარს მე ვუჭერდი
person access_time2018-10-23 23:49:03
„ჩვენი გუნდი არასდროს წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არც ეხლა წავა. ის რომ საპატრიარქო ღელავს, ჩემთვის მისაღები და გასაგებია, ნამდვილად ეკლესია ზრუნავს საზოგადოებაზე“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მარიხუანას წარმოებას შეეხებოდა. მისი თქმით, მარიხუანას წარმოების ერთ-ერთი „ხიბლი“ არის ის რომ, მისი რენტაბელობა მაღალია. „კანონმდებლობაში, რომელიც შევიდა პარლამენტში, იქ საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური...

"სამი მიზეზი იყო, რის გამოც მოსახლეობა გაღარიბდა, მთავარი იყო კრედიტები"

person access_time2018-10-23 23:45:07
ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის გაღარიბების სამ მიზეზს ასახელებს. ივანიშვილი ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუარესებას პირველ რიგში მოსახლეობის მიერ აღებულ კრედიტებს უკავშირებს. მისი თქმით, ამაში როლი ლარის დევალვაციამაც ითამაშა. "სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა გაღარიბება მოსახლეობის. ერთერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ეს რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, და იმ ფონზე, რომ მათი შემოსავლის შესატყვისად. რა თქმა უნდა ჭარბვალიანობაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა როლი ითამაშა...

ბიძინა ივანიშვილი: მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას

ბიძინა ივანიშვილი: მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას
person access_time2018-10-23 23:25:51
მე დავბრუნდი პოლიტიკაში, მე მოვახერხებ რომ ეს ვერტიკალი გუნდში დავამყარო, გუნდში ნიჭიერები წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ, პარტიაც გაძლიერდება, და მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, ჩვენს საზოგადოებაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას და ყველას თავისი ადგილი ექნება. და რუსთავი 2 ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. ასეთ სიცრუეში და ასეთ...

დააგვიანა კვირიკაშვილმა საბანკო რეგლამენტაციები, ამისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება

დააგვიანა კვირიკაშვილმა საბანკო რეგლამენტაციები, ამისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება
person access_time2018-10-23 23:15:11
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მასსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის უთანხმოების ერთერთი მიზეზი კვირიკაშვილის მიერ საბანკო რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული ნეგატიური დამოკიდებულება იყო. ივანიშვილის თქმით, საბოლოოდ კვირიკაშვილს თანამდებობის დატოვება სწორედ ამიტომ მოუწია. სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა გაღარიბება მოსახლეობის. ერთერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ეს რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, და იმ ფონზე, რომ მათი შემოსავლის შესატყვისად. რა თქმა უნდა...

ბიძინა ივანიშვილი: UNICEF-ის კვლევას ვენდობი

ბიძინა ივანიშვილი: UNICEF-ის კვლევას ვენდობი
person access_time2018-10-23 22:59:48
ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეკონომიკის ყველა დარგში „მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი ტემპი“. ივანიშვილი ქვეყანაში კორუფციის ნიშნებსაც შეეხო. „ჩვენი ხელისუფლების ხელწერა არის ის, რომ გუნდის წევრებსაც არავის ზოგავს. მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული რომ ხელისუფლება იყოს გამჭვირვალე, მხოლოდ ჟურნალისტმა უნდა მოიტანოს არგუმენტები და არა სიცრუე გაავრცელოს. ეკონომიკაზე გეტყვით, რომ თუ რამე...


მსგავსი სიახლეები

up