საკრედიტო პორტფელი წლის დასაწყისიდან 16.5%-ით გაიზარდა

საკრედიტო პორტფელი წლის დასაწყისიდან 16.5%-ით გაიზარდა

access_time2021-09-30 16:00:41

2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 495.7 მლნ ლარით გაიზარდა და მთლიანი მოცულობა 39.6 მლრდ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის აგვისტოს თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.



საკრედიტო პორტფელის მატება როგორც ეროვნული, ასევე უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიური ზრდის ტემპმა კი 16.5% შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი, სესხების წლიური ზრდა 14.2% იყო. საკრედიტო პორტფელის 89.1% გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 53.2% უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 40.6 პროცენტს შეადგენდა.



მიმოხილვის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 344.2 მლნ ლარით (1.8 პროცენტით) გაიზარდა და 19.04 მლრდ ლარს გაუტოლდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად ფიზიკური პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა აგვისტოში 57.7 მლნ აშშ დოლარით (0.9 პროცენტით) გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.75 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 62.4 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენს, ხოლო 53.2% გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს.




საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, მიმდინარე წლის აგვისტოში, 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.8 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე, საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 6.4 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.3 პროცენტული პუნქტით, 16.2 პროცენტამდე მოიმატა. ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთებმა ფიზიკური პირებისთვის 18.8 პროცენტის ნიშნულზეა, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე 0.6 პროცენტული პუნქტით, წლიურ 12.7 პროცენტამდე შემცირდა.



უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 6.7 პროცენტის დონეზეა, ხოლო ფიზიკური პირების მიერ უცხოური ვალუტით აღებული სასესხო განაკვეთები კი, 5.5პროცენტის ნიშნულზეა. წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე - 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up