სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა.
კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია.
2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის ავტოიმპორტის ინფორმაციითაც, უმნიშვნელო რაოდენობაა.
ეს სომხეთის ევრაზიულ კავშირის წევრობას უკავშირდება, სადაც კავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტზე ძალიან მაღალი გადასახადია. სომხეთის კავშირში შესვლიდან 1-2 წელი, გარკვეული დათქმით, სატარიფო სქემის მიღმა იყო. შესაბამისად, დიდი ოდენობით მარაგის შექმნით იყო დაინტერესებული, შემდგომი მეტი მოგების მიზნით.
სავარაუდოდ, ოქტომბრის მონაცემები გაცილებით უარესი იქნება - სექტებრის ბოლოს დაიწყო ომი სომხეთს და აზერბაიჯანს შორის, რომელიც მოცემულ სტატისტიკაზე ჯერ არ ასახულა.
gbc.ge