ქართული ყველის კომპანიის 10 წლიანი ისტორია უკრაინაში და რატომ ვერ კეთდება საქართველოში ყველსახარში?!

ქართული ყველის კომპანიის 10 წლიანი ისტორია უკრაინაში და რატომ ვერ კეთდება საქართველოში ყველსახარში?!

access_time2021-04-08 12:00:53

10 წლის წინ ქართველმა ბიზნესმენმა მამუკა კუჭაიძემ კიევში ქართული ყველსახარში კომპანია „იბერია“ დააარსა. თავდაპირველად, ყველის წარმოების დაწყების მიზეზი იყო ის, რომ საკუთარი საცხობების ქსელისთვის საჭირო ყველის შოვნა პრობლემური გახდა. სულგულით დაწყებული, დღეს „იბერიას“ ყველსახარში იტალიურ, ფრანგულ, შვეიცარიულ  51 ამდე სახეობის ყველს აწარმოებს და ეს მომხმარებლის თვალწინ ხდება.  ბიზნესმენი მამუკა კუჭაიძე „კომერსანტთან“ საუბრობს უკრაინაში ყველსახარშის უნიკალურ პოტენციალზე და გვიყვება, თუ რატომ გადაიფიქრა საქართველოში მსგავსი ბიზნესის წამოწყება?

 


„20 წელია უკრაინაში ვარ, ყველის სახარში საწარმო კი 10  წელია არსებობს. თავიდან დავიწყეთ ქართული ყველით და ვაკეთებდით სულგუნს.  ესეც იმიტომ, რომ მქონდა საცხობები რისთვისაც ყველს ვერ ვშოულობდი. შემდეგ გადავედი ძირითადად ყველის ბიზნესზე, რადგან უფრო დამაინტერესა. დროთა განმავლობაში იტალიური ყველის სახეობებიც დავამატეთ,  ფრანგულები და შვეიცარულებიც, ახლა ვამატებთ ჰოლანდიურ ყველს. დღესდღეობით დაახლოებით 51 სახეობის ყველს ვაწარმოებთ. ჩვენი მთავარი მიღწევა არის ის, რომ გავაკეთეთ პროექტი, რათა ხალხისთვის გვეჩვენებინა როგორ ვაკეთებთ პროდუქციას, მათ თვალწინ. ასეთ პროექტს ჯერ ანალოგი არ აქვს.

 


მართალია ყველის განსაკუთრებული  კულტურა, ისეთი როგორიც საქართველოშია,  უკრაინაში არ აქვთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ვაყვარებთ თავს,“ - განმარტავს მამუკა კუჭაიძე.

 





ბიზნესმენი აღნიშნავს,  რომ ყველსახარშის გაკეთებას საქართველოშიც გეგმავდა, თუმცა რძის ხარისხის გამო გადაიფიქრა. მისი თქმით, დღეს საქართველოში ხარისხიანი ყველის წარმოებისთვის საჭირო პირობები არ არის.

 


„მინდოდა საქართველოშიც იგივე ყველსახარში გამეკეთებინა, მაგრამ მთავარი პრობლემა ჩვენთან რძის ხარისხია.  კარგი ხარისხის რძის მიღება საქართველოში ძალიან რთულია და არ გვაქვს, რომელიც გვაქვს, ისიც არაა სტაბილურად. ეს პირველ რიგში საქონლის კვებას უკავშირდება.  უკრაინა დიდია და ბევრი საქონელი ჰყავთ,  ჩვენთან ძროხები მთაში დარბიან. საქონლის ჯიშსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმეში. ვინმემ რომ დამიძახოს და თქვას, რომ ჩამოვიდე და რძით მომამარაგებს, ალბათ არ მიღირს საქმის წამოწყება. თუმცა იდეა არ დამვიწყებია და მაინც ძალაშია.

 


დემონსტრაციული ყველსახარში ახლახან ერთერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ქსელში გავხსენი. ისინი თავად შემეხმიანენ და შემომთავაზეს იდეის განხორციელება. ვუშვებ უნიკალურ პროდუქტებს, რომლებიც საუკეთესო მარკეტებში იყიდება და პრემიუმ კლასია,  ამბობს მამუკა კუჭაიძე. 



თავდაპირველად, უკრაინაში ყველსახარშის ბიზნესის წამოსაწყებად საინვესტიციო მოცულობა 15-20 ათასი დოლარს შეადგენდა.  კომპანია „იბერიამ“ მანამდე საქმიანობა რამდენიმე საცხობით დაიწყო, რომელიც ქსელად იქცა და დღეს „თბილისის პური“ ეწოდება.



მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up