„ხორბლის მსოფლიოში გავრცელებული 27 სახეობიდან 14 სახეობა საქართველოში გვხვდება„

„ხორბლის მსოფლიოში გავრცელებული 27 სახეობიდან 14 სახეობა საქართველოში გვხვდება„

access_time2020-07-29 10:50:18

ხორბლეულის ისტორია საქართველოში უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. უძველესი ჯიშის სხვადასხვა სახეობის ქართული ხორბალი მსოფლიოში თავისი განსაკუთრებულობით გამოირჩევა. მახა, ზანდური და დოლის პური საუკეთესო სასალექციო მასალადაა მიჩნეული. ეს და სხვა უძველესი ჯიშები მავნებელ-დაავადებების მიმართ მდგრადობით, ასევე საუკეთესო საგემოვნო თვისებებითა და მარგებლობით გამოირჩევა. სტატისტიკის თანახმად, დღეს საქართველოში სასურსათო ხორბალზე მოთხოვნილება 650-700 ათას ტონას შეადგენს,  საკუთარი წარმოებით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი კი დაახლოებით მხოლოდ 15%-ია. ბოლო რამდენიმე წელია,  ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული ტექნოლოგიით გამომცხვარი პური გვხვდება მაშინ როდესაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია შემორჩენილი პურის ცხობის უძველესი და უმდიდრესი ტრადიცია, თუმცა დღეს ის მივიწყებულია და ბაზარზეც ნაკლებად გვხვდება.


ქართული უძველესი ჯიშებისა თუ ინდუსტრიული ხორბლის წარმოების პრობლემებზე, მის პერსპექტივასა და სამომავავლო ხედვებზე წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორს, ლადო ბიძინაშვილს გავესაუბრეთ:

 

           ბატონო ლადო, უძველესი ჯიშის ქართული ხორბლის თავისებურებებსა და თვისებებზე რომ ვისაუბროთ, რითია ისინი გამორჩეული და რამდენად ხელმისაწვდომია სათესლე მასალა ფერმერებისთვის?

 

            მოგეხსენებათ, რომ საქართველო როგორც ვაზის, ასევე ხორბლის წარმოშობის ქვეყანაცაა. მსოფლიოში გავრცელებული 27 სახეობიდან 14-ი სახეობა საქართველოში გვხვდება და ამ 14-დან 5 ენდემურია, რომელიც სხვა ქვეყნებისათვის ნაკლებად ცნობილია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ენდემური ჯიშები გამოირჩევა მაღალი იმუნიტეტით და პარაზიტებისადმი მდგრადობით, სწორედ ამიტომ ქართულ ჯიშებს ხშირად სასელექციოდაც იყენებენ.

 

 არსებობს რამდენიმე კომპანია, არიან ასევე ფიზიკური პირები, რომლებსაც  ქართული ენდემური სათესლე მასალა მოჰყავთ, მაგრამ საკმაოდ მცირე რაოდენობით. მაგალითად, წითელი დოლის ხორბლის 100 ჰექტარზე დათესვისთვის, საჭიროა ფერმერთან 1 წლით ადრე შეთანხმება.

 

 მიუხედავათ ასეთი ისტორიული წარსულისა, სამწუხაროა,  მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანა საკუთარი მოხმარების მხოლოდ 15%-ს აწარმოებს და დანარჩენი 85%-ის მოთხოვნას იმპორტირებული ხორბლით  ივსებს. სტატისტიკას რომ თავი დავანებოთ, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმაც (COVID-19)  ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყანაში აუცილებელია შიდა წარმოების განვითარება სასურსათო მარაგების უზრუნველყოფისთვის.


 

     რა მეთოდებს გულისხმობთ და რომელ მიმართულებებს გამოყოფდით?

 

  არსებობს ხორბლის წარმოების განვითარების რამდენიმე მიმართულება.  პირველი, ეს არის სამრეწველო ხორბლის წარმოების განვითარება, რომლისთვისაც საჭიროა, ქვეყანაში გვქონდეს თანამედროვე აღჭურვილობის მქონე ლაბორატორიები და სამეცნიერო ცენტრები. შედეგად, შევძლებთ მაღალი ხარისხის სათესლე მასალის წარმოებას, სელექციას, ასევე, ახალ, მაღალპროდუქტიულ  გარემოსთან ადაპტირებული ჯიშების გამოყვანასა და სწორი აგროტექნოლოგიის დანერგვას. მაღალპროდუქტიული ხორბლის ჯიშები სტიმულირებას მიცემს მიწის მესაკუთრეებს, რაც შეიძლება მეტი მიწა დაამუშაონ და გაზარდონ თავიანთი შემოსავლები. დღესდღეობით საქართველოში მრავლად არის მაღალპროდუქტიული სათესლე მასალა, მაგრამ ყველა მათგანი იმპორტირებულია. მათ მაღალი თვითღირებულება გააჩნიათ და ფერმერებისთვის ძვირადღირებულ პროდუქტს წარმოადგენენ. ამ მიზეზით, ბევრი მათგანი ვერ რისკავს, თუნდაც ერთხელ მაინც, გამოიყენოს მაღალპროდუქტიული სათესლე მასალა, რომ შედეგი საკუთარ თავზე გამოსცადოს.

 

     ხორბლის წარმოების ხელშეწყობისთვის გამოვყოფდი მეორე უმნიშვნელოვანეს საკითხს. ესაა ქართული ენდემური ჯიშების პოპულარიზაცია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქართული ჯიშები გამოირჩევა არამარტო მაღალი იმუნიტეტით, ასევე გემოვნური და ბევრი სხვა სასარგებლო თვისებითაც.  მათ მინიჭებული აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და რადგან საქართველო ვაზისა და ხორბლის სამშობლოდ, ასევე სტუმარმასპინძლობით გამორჩეულ ქვეყნად ითვლება,  ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ ქართული ენდემური ხორბლისა და ხორბლის პურის პოპულარიზაციაზე ისეთივე წარმატებით,  როგორც ეს  ქართული ღვინის შემთხვევაშია.

 

   ცნობილია, რომ მიწის დამუშავება ფერმერებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ. გაუწევს თუ არა კონკურენციას მაღალმოსავლიან თანამედროვე ჯიშებს ენდემური ხორბალი? რამდენად რენტაბელურად მიგაჩნიათ მათი წარმოება? საქართველოში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, რამდენად ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს ქართული ხორბლისგან წარმოებული პური მოსახლეობისთვის?

         

 მართალია, ქართული ენდემური ჯიშები თითქმის 50%-ით ნაკლებ მოსავალს იძლევიან, ვიდრე სამრეწველო ხორბალი. თუმცა, ენდემური სახეობები არ საჭიროებენ  ქიმიური საშუალებებით დამატებით ნიადაგის გამდიდრებას, რადგან ადაპტირებულია ჩვენს ნიადაგსა და კლიმატთან. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვაწარმოოთ ბიოლოგიურად სუფთა ხორბალი, რომლის გემოვნური თვისებები განსხვავდება ინდუსტრიული მიზნებისთვის წარმოებული ხორბლისგან.

 

სამცხე-ჯავახეთში არსებობს  პურის ცხობის ძველებური ტრადიციები, რომლებიც თითქმის მივიწყებულია. ძველი, ტრადიციული მეთოდით გამომცხვარი პური კი სრულიად განსხვავდება გემოთი იმ პურეულისგან, რომელიც ამჟამად მასიურად გვხვდება ბაზარზე. რეკომენდირებულია ნიშური პურის წარმოება, რომელიც გათვლილი იქნება იმ სეგმენტზე, ვისაც ნამდვილი, ბიოლოგიურად სუფთა  პურის დაგემოვნება სურს და მზად არის, ამისთვის შედარებით ძვირიც გადაიხადოს.

 


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up