ქართული ხორბლის ფასი მცირდება

ქართული ხორბლის ფასი მცირდება

person access_time2016-07-21 11:35:24

წელს ქართული ხორბლის ფასი დაიწევს, მიზეზი კი მსოფლიოში ხორბლის დიდი მოსავალია. ამის შესახებ „კომერსანტს“ „ხორბლისა და პურ – პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განუცხადა.


მისი შეფასებით, რუსეთში წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან, ამის გამო ქართული ხორბლის ფასიც იკლებს.


სილაგავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე კილოგრამი ხორბლის ფასი საქართველოში 41 თეთრია, შარშან კი 10-12 თეთრით მაღალი იყო.

 

„რუსეთს აქვს ბოლო 18 წლის განმავლობაში რეკორდული მოსავალი. მარცვლელულში 106 მილიონი ტონა, აქედან 67 მილიონი ტონა ხორბალია. შესაბამისად, ეს ყველაფერი აწვება მსოფლიო ბაზარს და ჩვენს ბაზარსაც“,- აცხადებს სილაგავა.



მისივე თქმით, წელს საქართველოში წინა წელთან შედარებით ხორბლის მოსავალი გაზრდილია. ლევან სილაგავას ინფორმაციით, შარშან 150 ათასი ტონა ხორბალი მოვიდა, წელს კი წინასწარი გათვლებით 250 ათასი ტონის ფარგლებში იქნება.


„რომელიმე მხარე წისქვილკომბინატებით ყოველთვის უკმაყოფილოა, თუ ფასი მაღალია, ფქვილის ფასიც მაღალია და უკმაყოფილოა მრეწველობა. თუ ხორბლის ფასი დაბალია, ფქვილის ფასი დაბალია, წელს მაგალითად ერთი ტომარა 34 ლარი ღირს, შარშან 44 ლარი ღირდა. ამიტომ დღეს უკმაყოფილოა ხორბლის წარმოება“,- აცხადებს ლევან სილაგავა.

 

მისივე შეფასებით,  იმპორტირებული ხორბლის დემპინგური ფასი ისევ პრობლემად რჩება, რადგანაც ანტიდემპინგური კანონი მიღებული არ არის.


„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში 3-ჯერ იყო დაპირება გაცემული, რომ პარლამენტში შევიდოდა და მაინც არ შევიდა. მათ შორის ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიების შესახებ, რომელიც უცხოელების დაწერილია და გავლილი აქვს ყველა უწყება, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო.

 

უნდა აირჩიოს სახელმწიფომ რა ურჩევნია - მუშაობდეს საწარმო, ერთი კონკრეტული ადამიანი ღებულობდეს 500 ლარს; 100 ლარით ყიდულობდეს პურს და დანარჩენით ოჯახისთვის სხვა რამეს. თუ ეს კაცი წარმოების დაკეტვის შემთხვევაში გადავიდეს უმუშევრებში, დააწვეს სახელმწიფოს. სამაგიეროდ, დემპინგური ფასით ყიდულობდეს მხოლოდ პურს. თუ წარმოებამ არ იმუშავა, ბიუჯეტსაც არ შეუვა თანხები“,- აცხადებს ლევან სილაგავა. 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up