ქართული ხორბლის დაცვის სტრატეგიული გეგმა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს

ქართული ხორბლის დაცვის სტრატეგიული გეგმა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს

access_time2020-08-04 13:42:48

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა ქართული ხორბლის დაცვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმა (2021-2025 წწ) განიხილეს. სამოქმედო გეგმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ გენბანკებში, კვლევით დაწესებულებებსა და ფერმერულ მეურნეობებში დაცული ქართული ხორბლის გენეტიკური რესურსების შესახებ გეოსაინფორმაციო ბაზის შექმნას, ქართული ხორბლის ადგილობრივი ჯიშების მოვლა-მოყვანის, გამოყენების, ტრადიციული წეს-ჩვეულებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას, ინფორმაციის თავმოყრას, გაანალიზებას და სისტემატიზაციას გულისხმობს. სამოქმედო გეგმა ასევე
ითვალისწინებს კონფერენციების ორგანიზებას, პურის ფესტივალის, პურის ცხობის და სხვა კერძების დამზადების ტრადიციების აღდგენასა და ხელშეწყობას.


„მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები გაერთიანებული ერების, განათლების, მეცნიერების და კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის -UNESCO არამატერიულური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში წარდგენილი ელემენტის „ქართული ხორბლის კულტურა“ ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. გაფართოებული სამუშაო შეხვედრის ძირითადი მიზანი სტრატეგიული გეგმის ელემენტების დახვეწა-შემუშავება გახლდათ, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვანია ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა დ ადგილობრივი ჯიშების, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის საერთაშორისო აღიარებისათვის, ასევე მათი აღდგენა-გავრცელებისა და პოპულარიზაციისთვის”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.



ქართული ხორბლის დაცვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილ უწყებათა სამუშაო ჯგუფში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების, შპს „ლომთაგორას“ და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.


თეგები:
ხორბალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up