ქართული ხილ-ბოსტნეული ახალგაზრდა ფერმერისგან - 7 წლის შემდეგ რეალიზებული ბიზნესიდეა

ქართული ხილ-ბოსტნეული ახალგაზრდა ფერმერისგან - 7 წლის შემდეგ რეალიზებული ბიზნესიდეა

access_time2021-09-06 15:00:01

,,ახალგაზრდა ფერმერი“ გაფართოებას გეგმავს. თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე ქართული ხილბოსტნეულის მაღაზია ფაქტობრივად მინი აგრო ჰაბის ფუნქციას ითავსებს. როგორც მეწარმე ირაკლი ვაშაყმაძე ,,კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, მაღაზიაში პროდუქციის უმეტესობა ნატურალურია და გეგმავს, მთლიანად ბიო სტანდარტზე გადაერთოს, რითაც ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების პროცესში გარკვეული წვლილის შეტანას შეძლებს.


სანამ საკუთარ მაღაზიას გახსნიდა, ირაკლი ვაშაყმაძე ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა. ამბობს, რომ აგროსექტორის გასაჭირს სწორედ მაშინ გაეცნო და გადაწყვიტა, მიღებული გამოცდილება უკვე საკუთარ ბიზნესად ექცია. წამოიწყო სამეურნეო საქმეც - მცირე მეურნეობები კახეთსა და კრწანისში. ახალგაზრდა ფერმერის 7 წლის წინანდელი ჩანაფიქრი კი სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა.


დღეს იგი სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი წარმატებული ბენეფიციარია. საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი პროდუქტით ამარაგებს მაღაზიას, ნაწილს კი სხვა ფერმერებისგან ყიდულობს.


,,მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დახლებზე ორგანული პროდუქტი მოხვდეს. ამისთვის ბევრი შრომა გვიწევს. სარეალიზაციო ხილ-ბოსტნეულის დიდი ნაწილი ადგილობრივია, ბიოლოგიურად სუფთა ნიორი, ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი და სხვა, რაც ეტაპობრივად შემოდის და მთლიანად იყიდება. ვგეგმავთ, 100%-ით გადავიდეთ ბიოპროდუქციაზე, რაც ჯერჯერობით გამოწვევად რჩება, მაგრამ იმედია, მალე ამასაც შევძლებთ. დღეს სხვა არჩევანი არ გვაქვს. სჯობს, 1 ძირი პომიდვრისგან 10 კილოგრამის ნაცვლად, 2-3 კილოგრამ მოსავალს დავჯერდეთ. სამაგიეროდ, გვეცოდინება, რომ ჩვენი შვილები ჯანსაღ პროდუქტს მიირთმევენ, სხვა ალტერნატივა ჯანსაღი მომავლის უზრუნველსაყოფად არ არსებობს. მაღაზიის მომარაგება მთლიანად ჩემს თავზე ავიღე. ძალიან მნიშვნელოვანია, ხარისხიანი პროდუქტი გვეწყოს დახლებზე, ფასიც ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხელცარიელი არ გავიდეს მყიდველი, შეიძლება რაღაც პროდუქტი ძვირია, მაგრამ იმავე კატეგორიის ხილი ან ბოსტნეული უფრო ხელმისაწვდომ ფასადაც იყიდება, არჩევანი დიდია“, - ამბობს მეწარმე.



რაც შეეხება პანდემიის გავლენას, როგორც ირაკლი ვაშაყმაძე ამბობს, ძირითადად მომხმარებლის მობილობაზე აისახა, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულია და ხალხიც ნაკლებად გადაადგილდება.


ამ ეტაპზე ,,ახალგაზრდა ფერმერის“ პროდუქციის ყიდვა შესაძლებელია ონლაინ - Wolt, Bolt Food და Glovo საკურიერო მომსახურების მეშვეობითაც.

სააგენტოდან ,,აწარმოე საქართველოში“ ირაკლი ვაშაყმაძემ 30 000 ლარის დაფინანსება მიიღო, რაც მთლიანად მაღაზიის ინვენტარიზაციას მოახმარა. ჯერჯერობით 2 ადამიანია დასაქმებული, თუმცა, როგორც მეწარმე ამბობს, მალე გაფართოებას გეგმავს და კიდევ რამდენიმე კადრის დამატება მოუწევს.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up