ქართული ხასიათი - გამონაკლისი ქართული კომპანიის სარეკლამო რგოლებისთვის

ქართული ხასიათი - გამონაკლისი ქართული კომპანიის სარეკლამო რგოლებისთვის

access_time2021-12-23 16:00:31

როგორია შემოქმედებითი ინდუსტრია საქართველოში, რა შეიძლება ქართულმა შემოქმედებითმა ინდუსტრიამ ექსპორტზე გაიტანოს და რა არის რეკლამაში ყველაზე მნიშვნელოვანი  ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ რადიო კომერსანტის გადაცემაში “ბრენდი საქართველო“ პროგრამის ავტორმა და წამყვანმა ლევან კობერიძემ რეჟისორი გიორგი ებრალიძე მიიწვია. რეჟისორის თქმით, გარდა იდეისა, რეკლამაში არის მნიშვნელოვანი ნიუანსები, მათ შორისაა ხასიათი, განწყობა, იუმორი და სიუჟეტური ხაზი.

 


“ჩემ რგოლებში ვცდილობ რომ იყოს ამბავი, ხასიათები და კეთილი ქართული იუმორი. ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმს ყოველთვის აქვს ამბავი, უცნაური შემოტრიალება და ფინალი, მასში არიან კეთილი ადამიანები და კეთილი იუმორია, ზოგჯერ შეიძლება ბოროტად ნაჩვენები, მაგრამ ბოლოში მაინც სიკეთეა, ეს არის ქართული ხასიათის მაჩვენებელი ელემენტი, რომელიც ქართულ კინოში ოდითგანვე აისახა. მე მიმაჩინა, რომ როდესაც რეკლამას ქართველებისთვის აკეთებ, ქართველი ადამიანის ხასიათი უნდა გამოიყენო, ჩვენ რადგან რეკლამას ქართველებისთვის ვაკეთებდით, დარწმუნებულები ვიყავით, რომ გაამართლებდა და გაამართლა კიდეც. ჩვენ ვიღებდით ქართველ ადამიანს სხვადასხვა გარემოში, ვაჩვენებდით ქართულ ხასიათს და შემდეგ ვაბამდით იმ აუცილებელ მარკეტინგულ მოთხოვნებს.

 


საერთოდ კინემატოგრაფიაშიც ასეა და იქ მთავარი ადამიანია, ანუ ვისთვის და ვისზე კეთდება ეს რეკლამა. რა თქმა უნდა, მთავარი ურთიერთობებია, თუნდაც სიყვარული, თუნდაც ერთი შეხედვა, შეიძლება ეს ერთი შეხედვა ღირდეს მთელ სარეკლამო რგოლად. სარეკლამო რგოლს არ აქვს დიდი დრო, ძალიან შეზღუდული ხარ დროში და იქ პატარა ნიუანსსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად წამებში დახატული ადამიანის სახე ძალიან კარგად მუშაობს.

 


მაგალითად მაგთის ერთ-ერთ რგოლში ჩვენ გვქონდა გურიის ეპიზოდი, სადაც პერსონაჟი ღობესთან ზის და მთავარ გმირს ურეკავს ტექსტით „რაფერ ხარ ბიჭო რას შობი“ ეს ადამიანი ყველას ახსოვს, ასევე ახსოვთ ის წითელლოყება ბავშვები, რომლებიც გურიის სოფლებში ძალიან დიდ ხანს ვეძებეთ. საგანი ნაკლებად გამახსოვრდება, სიტუაციები გამახსოვრდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ადამიანურია. ადამიანი ბადებს მეტ ემოციას ჩემში, ვიდრე სხვა ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანური ემოცია არის გასაგები, მე ახლა ჩემ თავში ვგულისხმობ მაყურებელსაც“, - აღნიშნა გიორგი ებრალიძემ.

 

 

რეჟისორის თქმით, ბოლო ათწლეულებში ტექნოლოგიების განვითარებამ სარეკლამო ინდუსტრიაში ბევრი სიახლე შემოიტანა, რასაც ბევრი დადებითიც ახლავს. მისივე თქმით პროგრესმა მოიტანა ისიც, რომ ადამიანები რომლებიც ამ ტექნოლოგიებს კარგად ფლობენ ფიქრობენ თუ როგორ გააკეთონ ეს, რეჟისორის თქმით რეკლამის გადაღების დროს თვითონ ფიქრობს, თუ რა უნდა იყოს კადრში, ხოლო ის ადამიანები, ვინც თანამედროვე ტექნოლოგიებს კარგა ფლობენ, ფიქრობენ როგორ გაფრინდეს კამერა რა რაკურსით უნდა მოხდეს გადაღება და რამდენჯერ შემოუფრინოს ამა თუ იმ ობიექტს. რეჟისორი ამბობს, რომ ეს მისთვის გადაღების ბოლო ეტაპია და რასა და როგორს შორის დიდი ზღვარი გაჩნდა.

 


გადაცემის ავტორის ლევან კობერიძის კითხვაზე, თუ რა შეიძლება ქართულმა შემოქმედებითმა ინდუსტრიამ შესთავაზოს მსოფლიოს, ებრალიძე ამბობს, რომ მთავარია შესთავაზო ის, რაც ხარ, შესთავაზო ქართული ხასიათი და აღარ ეძებო ევროპული და ამერიკული სახეები.




“დღეს გვაქვს ტენდენცია, როდესაც ქართულ სარეკლამო რგოლებში ცისფერთვალება ქერა ბიჭები დიპლომატებით დადიან და მერსედესიდან გადმოდიან, სანამ ეს ტენდენცია იქნება, ვერასდროს იპოვი სად ხარ და ვინ ხარ. მე იმას არ ვამბობ რომ რადგან ქართველია აუცილებლად ჩოხაში უნდა გამოიყვანო და აუცილებლად ურემზე დაჯდეს, მაგრამ როდესაც კასტინგში ეძებ პერსონაჟებს, უნდა იპოვო ისეთი, რომელიც ქართულ ხასიათს შეეფერება. მესმის, რომ ევროპული რგოლი გაქვს ნანახი, მაგრამ იმის აქ გამეორება არ ვარგა, რადგან რაც იქ კარგია, აქ ცუდია.

 

სადაც არ უნდა იყოს ქართველი ადამიანის ხასიათი ყოველთვის არტისტული და განსხვავებულია, ყოველთვის თამაშობს იმაზე მეტს ვიდრე არის, მაგრამ ეს ქართული ხასიათია. გამოიყენე რეკლამაში ის, რომ ქართველი კაცი მართლა ნიჭიერია, ნიჭიერია არა ტექნოლოგიურად, არამედ ურთიერთობაში და ხელოვნებაში. შეუძლია ისე დაგელაპარაკოს, იმღეროს, ექსპრომტად ისეთი რაღაც გააკეთოს, რაც სხვას არ შეუძლია, შენ თავში უნდა ეძებო ის რაც შენია. მაგალითად ეს ქვევრების რგოლი როდის არის გადაღებული, მაგრამ რომელ ფესტივალზეც წავიდა ყველგან რაღაც პრიზი მიიღო. ჟიურის წევრებმა თქვეს, რომ რგოლში რაღაც ნაციონალური ხასიათი პირველად გამოჩნდა, იქ ევროპული რგოლები ყველა ერთმანეთს ჰგავდა და ერთი ფაქტურის იყო. აქ განსხვავებული ტიპაჟები შემოვიდა ქვევრმაც დიდი როლი ითამაშა, მე რომ ახლა ის კაცი სხვა სიტუაციაში გადამეღო ვერავის გავაკვირვებდი. ჩვენ ყოველ ნაბიჯზე, ყოველ დღე, ქუჩაში ავტობუსში მეტროში ბევრ სიტუაციას, ბევრ ურთიერთობებს ვაწყდებით ეს ურთიერთობები ჩვენი ბრენდია და ტრადიციაა რომელმაც შექმნა ეს ხასიათ“, - ანიშნა გიორგი ებრალიძემ.

 


რეჟისორმა აღნიშნა, რომ ძალიან კარგად და ლამაზად გადაღებული ზღვა, მთა, კაცხის სვეტი თუ სხვა რომელიმე კულტურული ძეგლი ძალიან ლამაზია და შესაძლოა რომ რაღაც მომენტში ინტერესი გააჩინოს, მაგრამ, მსგავსი რგოლების გარდა ქვეყნის მიმართ ინტერესი უნდა გააჩინოს იმ რაღაც დეტალმა, რის გამოც ადამიანი ამ ქვეყანაში ჩამოვა.

 


“აქ მნიშვნელოვანია ის ატმოსფერო რომელსაც ადამიანების ერთობლიობა ქმნის, მნიშვნელოვანია ხასიათების ის მრავალფეროვნება, რომელიც ამ ქვეყანაშია, თუნდაც რამდენიმე კილომეტრში გადახვალ და სხვა კულტურაში შედიხარ, გურიაში წახვალ სხვა კულტურაა, კახეთში წახვალ სხვა, სამეგრელოში ჩახვალ სხვა. ჩვენ ძალიან ბევრი კულტურული შოკები გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სვანეთი მოგვწონს და კლიპში ვუყურებთ ამ კოშკს ზევიდან თუ ქვევიდან გადაღებულს მნიშვნელოვანია ის ადამიანი რომელიც ამ კოშკის ქვევით ცხოვრობს, მესმის რომ უფრო რთულია ეგეთი კრეატივის კეთება, მეტი საფიქრალია, მეტი უნდა ეძებო მაგრამ აუცილებელი და საჭიროა ისე არაფერი გამოვა. ამ ტექნოლოგიურმა ეფექტებმა ეს კრეატიული მხარე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია აბსოლუტურად გადათელა. როგორ უნდა ვთქვა, რომ 90 -იანი წლების ბოლოს და 2000 -იანი წლების დასაწყისში უფრო მეტი ვყავით, ვიდრე ახლა“, - აღნიშნა გიორგი ებრალიძემ.

 


ებრალიძე ამბობს, რომ ქვეყნის განვითარების ეტაპებმაც სარეკლამო ინდუსტრიაში ბევრი რაღაც განსაზღვრა, მაგალითად იყო ეტაპები, როდესაც ყველაფერი ძალიან კარგად არის, პოლიცია ძალიან კარგია, რომ პოლიციელები დილით ლურჯ ხალათებში არიან და ფლეიტებს უკრავენ, უნდა ეჩვენებინა, რომ ბავშვები პოლიციელობას თამაშობენ, ებრალიძე თქმით ეს ყველაფერი სინამდვილის შელამაზებაა, რაც ერთის მხრივ რეკლამის ერთ-ერთი კომპონენტია, მაგრამ ებრალიძე ამბობს, რომ იმ ფორმით როგორც ეს გავიდა არ უნდა ყოფილიყო.

 


ებრალიძის თქმით, არსებული სარეკლამო ინდუსტრია და კრეატიული ჯგუფები, ვინც იმ პერიოდში მუშაობდნენ, იძულებული გახდნენ, რომ ამ ტრენდზე გადაწყობილიყვნენ, რადგან ძირითადი შემოსავალი დაკვეთებიდან იყო, შესაბამისად კონკურენციაში გაჩნდა მოთხოვნა, რომ ახალი ტექნოლოგიებით გაკეთებულიყო ყველაფერი, რამაც, ებრალიძის თქმით, ინდუსტრია გაუგებრობამდე მიიყვანა.

 

 

„შემოქმედებითობა და კრეატივი რაც იყიდება და ამ სფეროს ასაზრდოებს გვერდზე დავტოვეთ და გადავედით სხვა მხარს, ბევრი ცდილობს რომ კრეატიულად მიუდგეს ამ საკითხს, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვისაც კი ეს ძალიან ცოტაა, სამწუხაროდ ამ ქვეყანაში კრეატიულად ძალიან ცოტა რამ კეთდება.


მე მგონია, რომ დამკვეთთან ვისაც რეალურად ეს სჭირდება მასთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, აუცილებელია იმათ ვუთხრათ, რომ როდესაც შენთან მოდის ადამიანი და ევროპულ რგოლს გაჩვენებს და გეუბნება რომ მე ესეთ გაგიკეთებ შენ უნდა უთხრა, რომ მე ასეთი არ მინდა და უნდა უთხრა რომ აქ იყოს რაღაც სხვანაირი, დამკვეთი უნდა მიხვდეს, რომ ის რაშიც ფულს იხდის უკვე გაფუჭებულია, რადგან რაც უკვე გაკეთებულია ის მათ არ აწყობთ“
, - აღნიშნა გიორგი ებრალიძემ.

 

 

რეჟისორის თქმით, როდესაც შემოქმედებითი ჯგუფი დაკვეთას არა უშუალოდ დამკვეთთან, არამედ მარკეტინგის სამსახურთან აქვს, ეს ამ ურთიერთობას უფრო ართულებს.

 


“მარკეტინგულ სამსახურში არავის ეწყინოს და ახალგაზრდები მუშაობენ და აქვთ კედელზე გაკრული დიპლომები სერტიფიკატები , მაგრამ იმათ პროფესიიდან გამომდინარე ვერ ხვებიან რო შენ რაღაცას ისეთს ეუბნები რაც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე ის მარკეტინგული გათვლები, რომელიც მას აქვს შეიძლება იმ რაღაც კრეატიულმა ფიშკამ უფრო მეტი მოგება მოუტანოს , ვიდრე იმან რაც გათვლაც მას აქვს, უბრალოდ მოსმენა არ უნდა და არ გისმენს.

როდესაც საქართველოს ჰიმნი დაიწერა მე მთხოვეს ამის გაკეთება და კლიპის გადაღება, კი კარგი იყო ის მომენტი, როდესაც ბავშვი მორბის, სკოლასთან გამოწყობილები არიან სხვა ბავშვები და ამ კადრს ემოცია ნამდვილად მოჰქონდა და მერე სამაგიეროდ მოდიოდა ჯარის და ქვემეხების კადრები, რაღაც მილიტარისტული აქცენტები, მაგრამ ხალხს დაამახსოვრდა ის ბავშვი, იმიტომ რომ ის იყო ნამდვილი და ემოციური და მერე რაც პოლიტიკური იყო ის აღარ დაამახსოვრდა“, - აღნიშნა გიორგი ებრალიძემ.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up