ქართული ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო პურ-პროდუქტების სიაშია

ქართული ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო პურ-პროდუქტების სიაშია

access_time2019-10-18 20:00:15

CNN-ის სტატიაში „მსოფლიოს 50 საუკეთესო პური“  ქართულმა ხაჭაპურმა განსხვავებული ტრადიციისა და მომზადების წესის გამო, მკვლევარის განსაკუთრებული დახასიათებით საპატიო ადგილი დაიკავა.


„უგემრიელესი სულგუნისა და იმერული ყველის სახეობებით, ხაჭაპური საქართველოში ყველაზე საყვარელი საჭმელია. საფუარით დამზადებულ პიკანტურ ცომს ადგილობრივები ნავის ფორმას აძლევენ და ყველისა და კვერცხის შიგთავსით უხვად ამდიდრებენ. მოგრძო ფორმა ხაჭაპურს განსაკუთრებულ ტექსტურას აძლევს თავისი მოყავისფრო დაბოლოებებითა და ნაზი, ხრაშუნა ცომით. ხაჭაპურის სპეციალისტებმა კარგად იციან,  რომ   ბოლოების მოტეხვით ხდება  კვერცხიანი შიგთავსისა და  ყველის ერთმანეთში შეზავება.  ეს ქართული სამზარეულოს მთავარი განსაკუთრებულობაა. 2019 წელს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ხაჭაპური საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანა.“ - ნათქვამია CNN-ის სტატიაში.

 

ოქროსფერი ავღანური პური, სომხური ლავაში, ჰონგ კონგური „პაი ბაო“, ჩილეური „მარაკეტა“, ჩინური „შაობინგი“, კუბური „პან კუბანო“, ეგვიპტური ლიბა“ და სულ 50-ამდე სხვადასხვა ქვეყნის ძირითადი პურის სახეობაში შემავალი საკონდიტრო ნაწარმები ასევე მოხვდაCNN--ის ჩამონათვალში.


სომხური ლავაში - ეს ქვეყნის მთავარი მახასიათებელია და კეთილდღეობასა და ხანგრძლივ სიცოცხლის სიმბოლოდ მიიჩნევა.



ავღანური ბოლანი - ხრაშუნა დაბუშტული ავღანური პური მზადდება კარტოფილისა და შპინატის შიგთავსით.



ავსტრალიური „დამპერი „- დახასიათებულია, როგორც მოგზაურების პური, პირველ რიგში მისი მომზადების სიმარტივის გამო.




ბანგლადეშური „ლუჩი „- ზეთში მოხარშული ცომის მასა, რომელიც ქვეყნის ყველა კუთხის მაღაზიაში იყიდება.



ფრანგული ბაგეტი - მოგრძო ფორმის პური საფრანგეთის კულტურის სიმბოლოა და ჯერ კიდევ 1920 წელს გამოჩნდა.



მექსიკური „ტორტილია“ - მრგვალი ბრტყელი ცომი, რომელიც მექსიკაში უძველესი დროიდან მზადდება და აქტუალობას დღემდე არ კარგავს.



ასევე სიაში ჩამოთვლილია ირანული „სანგაკი“, ირლანდიური სოდის პური, იტალიური „ჩაბატა“, იამაიკური „ბამმი“, იაპონური „კარ პანი“, იორდანული „ტაბუნი“, მალაიზიური „როტი კანაი“, მალტური „ჰობის ტალ მალტი“, მაროკოული „კობზ კესრა“ - მსოფლიოს პურეულის ყველა ორიგინალური სახეობა.




პურის ისტორიკოსი უილიამ რუბელი ამტკიცებს, რომ პურის მკაცრი განმარტება არ არის აუცილებელი და ზედმეტიც  კია,  „პური ეს არის ის, რასაც ამბობს თქვენი კულტურა“ ამბობს რუბელი,  რომელიც არის ასევე ავტორი წიგნისა „პური - მსოფლიო ისტორია“. ეს არ უნდა იყოს დამზადებული კონკრეტული ცომის სახეობით. პური აქცევს პატარა ხორბლის მარცვლებს საკვებად, რომელიც საგზლადაც შეგიძლია წაიღო“


ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 10 000  წელს, მაშინ როდესაც პირველი საყოფაცხოვრებო გაერთიანებები შეიქმნა, მონადირეები და შემგროვენლები იორადნიის შავ უდაბნოში ამზადებდნენ პურის პირვანდელ ვერსიას.


CNN.com


მარიამ მორგოშია




ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up