ქართული წყლის რესურსები – მიძინებული პოტენციალი

ქართული წყლის რესურსები – მიძინებული პოტენციალი

access_time2020-03-07 20:00:17

ეკონომიკური განვითარების უნივერსალური მოდელი არ არსებობს. თითოეული სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებას განსაზღვრავს კონკრეტული ქვეყნის გეოგრაფიულ არეალში არსებული ბუნებრივი რესურსი, იქნება ეს ნავთობი, ბუნებრივი აირი, ოქრო თუ სხვა. თუმცა, თანამედროვე მსოფლიოში ვხვდებით თვალსაჩინო მაგალითების იმისა, თუ როგორ ვითარდებიან ის ქვეყნები, რომლებიც ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით არ გამოირჩევიან და მათი მხრიდან სწორად დაგეგმილი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკით ახერხებენ მიაღწიონ წარმატებას.


როგორც უკვე აღინიშა, განვითარების უნივერსალური მეთოდი არ არსებობს. ასე რომ იყოს, სიღარიბე და უთანასწორობა კარგა ხნის მოტოვებული ექნებოდა მსოფლიოს უკან. სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა გზებით ახერხებენ მიაღწიონ განვითარების მათთვის სასურველ ნიშნულს. ზოგი მათგანი ფულს თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნაში დებს, ზოგიერთი წარმოებაში, ტურიზმის განვითარებაში, სფოლის მეურნეობაში, განათლებაში, ზოგი ლიბერალური საკანონმდებლო ბაზის იმედადაა, ზოგიც კი სასწაულის…


მაგალითისთვის, ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, როგორიცაა ირლანდია, მიმართა შემდეგ ხერხს, ქვეყანაში ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი შემოიღო და ამ ფაქტორის გამო ქვეყანაში მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების სათაო ოფისები გადავიდა. შედეგად, ირლანდიამ 2015 წელს 26 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. თუმცა, გარდა საგადასახადო ლიბერალიზაციისა, ირლანდია გამოირჩევა ძლიერი სახელმწიფო ინტიტუციების გამართულად მუშაობით, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი არარეზიდენტი ინვესტორებისთვის.


ეს მცირე გადახვევა და მაგალითი წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის. ახლა რაც შეეხება საქართველოს, დამოუკიდებელობის მოპოვებიდან დღემდე, ჩვენი ქვეყანა ტრანსფორმაციის პროცესშია. ამ პროცესში რაიმე ეკნომიკური გარღვევა არ დაფიქსირებულა და განვითარებული მსოფლიო ქვეყნების პარალელურად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ უკეთესი მომავლის მოლოდინშია. ერთი შეხედვით ინსტიტუციები გვაქვს, ეკონომიკური ზრდა რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა, მცირდება უმუშევრობის მაჩვენებელი, შემოედინება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფორმდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, რომლებიც უდიდეს, მაღალგადახდისუნარიან სარეალიზაციო ბაზრებს უხსნის ქართულ წარმოებას, თუმცა, ისეთი არაფერი ხდება ქვეყნის ეკონომიკაში, რაც თუნდაც ევროპის საშუალო ეკონომიკის მქონე ქვეყნის დონემდე აგვიყვანს.


სხვადასხვა ეკონომიკური ხედვების მქონე ადამიანებს, ქვეყნის განვითარების თავისეული ხედვა აქვს, ვისთვის მისაღები, ხოლო ვისთვის მიუღებელი. მოცემულ შემთხვევაში, შევეცდებით ყურადღება გავამახვილოთ იმ პროდუქტზე, რომელიც საქართველოში უხვადაა და შევეცდებით დავადგინოთ თუ რა პოტენციალი აქვს მას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. საუბარია წყალზე.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, სულ საქართველოში 26060 მდინარეა, მათ შორის 99.4% – მცირე მდინარეებია (სიგრძე 25 კმ-ზე ნაკლები). ჰიდროლოგიურად შესწავლილია 555 მდინარე შავი ზღვის აუზში და 528 მდინარე კასპიის ზღვის აუზში.



საქართველოს მდინარეების ჯამური წლიური ჩამონადენი 65800 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, საქართველოს ტერიტორიაზე ფორმირებული ჩამონადენი – 56500 მილიონ კუბურ მეტრს.


საქართველოში 860-მდე ტბაა. უმეტესობა ძალიან პატარაა. ტბების საერთო ფართობი 170 კვ.კმ-ს არ აღემატება, ქვეყნის ტერიტორიის 0.24%, მათი უმეტესობა მტკანარია. ფართობით ყველაზე დიდია ფარავანის ტბა, მოცულობით ტაბაწყურის, სიღრმით რიწის – იგი უღრმესია ამიერკავკასიის ტბებს შორის.


საქართველოს მინერალურ სიმდიდრეთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მიწისქვეშა წყლებს – მტკნარი, მინერალური და თერმული, რომლებიც ხასიათდება დიდი რესურსებით, მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით და მყარი წიაღისეულისგან განსხვავებით, დროში განახლებადობით.


ჩვენს ქვეყანაში წყლის ასე უხვად არსებობს გამო, უკვე წლებია მიდის საუბარი იმის თაობაზე, რომ საჭიროა აშენდეს ჰესები, რაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმაპირობებელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო წლებში მზარდი ტრენდით ხასიათდება, იმდენად მზარდი, რომ 2019 წლის ივლისში ქვეყანამ პირველად მოახდინა ელექტროენეგიის შეძენა, როცა ჩვეულებრივ ამ თვეში ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროება არ იდგა ხოლმე. პარალელურად ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკით, შენდება ბევრი დიდი, მცირე თუ საშუალო ზომის სასტუმროები, რაც რასაკვირველია ზრდის მოხმარებას. გარდა ამისა, ელექტრომობილების ხანაში შევდივართ, რომლებიც დამუხტვას საჭიროებენ და პროგნოზების მიხედვით, მათი რაოდენობა მომავალში უფროდაუფრო გაიზრდება, რაც ელექტროენერგიის მოხმარებას ასევე გაზრდის. მოკლედ, რაც უფრო ვითარდება ქვეყანა, სამრეწვლო თუ ინფრასტრუქტურული კუთხით, მით უფრო მეტად დგება დღის წესრიგში ელექტროენერგიის გენერირების საკითხები, ხოლო გენერაციის წყაროების არარსებობის ან უფრო მეტად არ გაზრდის შემთხვევაში, კვლავ იმპორტის საჭიროების წინაშე ვდგებით, რაც კიდევ უფრო მეტი ვალუტის გადინებას ნიშნავს ქვეყნის საზღვრებს გარეთ.


ჰესების მშენებლობას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მოწინააღმდეგეების მხრიდან ჰესების არაშენების ძირითადი მოტივი მათი მშენებლობის შემთხვევაში გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენაა, რამაც შესაძლოა სხვადასხვა სახის კატაკლიზმები გამოიწვიოს სამომავლოდ, თუმცა, ეს განხილვის თემაა, რომელსაც სპეციალიზებული ცდონა სჭირდება. ამიტომ, თემაში ღრმად შესვლა სახელმწიფოს მართებს, რომელმაც უნდა იმუშაოს, როგორც კვლევით ნაწილში, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხითაც.


საქართველოში წყლის უხვად არსებობაზე საუბრისას, ჰესების ნაწილს რომ თავი დავანებოთ, აუცილებელია ითქვას, ისიც რომ არსებობს დიდი პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე გატანის კუთხითაც. ამის თქმის საფუძველს იძლევა ისიც, რომ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული პროგნოზებით, უახლოეს ათ წელიწადში წყალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი გახდება. მართალია, ამ ბაზარზე შეღწევა არც თუ ისე იოლია, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში იოლი ალბათ აღარაფერია. საჭიროა სწორი ამოცანების და მიზნების დასახვა, შესაბამისი სპეციალისტების, გამოცდილების მქონე ადამიანების და ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებას განაპირობებს.


რომ გადავხედოთ განვლილ 2019 წელს, საგერო ვაჭრობაში, ექსპორტის ჭრილში მინერალური და მტკნარი წყლების წილი 3.5 პროცენტს შეადგენს და საექსპორტო პროდუქციაში მეექვსე ადგილს იკავებს. ეს არსებული რესურსების ფონზე საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, თუმცა აქტიური მარკეტინგული სამუშაოების შემთხვევაში, ქართული წყლის მარგებლიანობის პოზიციონირებით, ამ მაჩვენებლის გაზრდა სავსებით რეალურია. ჯამში 2019 წელს მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტით ყვეყანამ 133 570.7 მილიონი დოლარი მიიღო, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 21.2 პროცენტით მეტია. 2018 წელს ჯამში 110 171.7 მილიონი დოლარის მოცულობის მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა ქვეყნიდან ექსპორტზე.


2019 წელს ყველაზე მეტი რაოდენობის მინერალური და მტკნარი წყალი რუსეთში გავიდა ჯამური მოცულობით 95 605.5 მილიონი ტონა, რაც თანხობრივად 60 580.6 მილიონი დოლარია.


მართალია, საქართველო არაა მდიდარი ისეთი ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა ნავთობი და ბუნებრივი აირი, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოს რუკაზე, ქართული წყლის თვისებებიდან გამომდინარე, ნამდვილად შეუძლია მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი ქვეყნის ადგილის დამკვიდრება. მონაცემები ცალსახად ცხადყოფს, რომ სექტორს პოტენციალი გააჩნია, თუმცა წყლის რესურსების გამოყენება გაცილებით მეტი ბენეფიტების მომტანი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის თუ გაიზრდება როგორც საექსპორტო პროდუქციის სახით, ასევე ჰესების აშენების კუთხით ამ რესურსის გამოყენების ათვისების ტემპები.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up