ქართული წვენების კომპანია ალალი თელავში სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობებს აშენებს

ქართული წვენების კომპანია ალალი თელავში სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობებს აშენებს

access_time2020-06-27 18:00:39

ქართული წვენის მწარმოებელი კომპანია „ალალი“, რომელიც 2018 წლიდან თელავში ადგილობრივი ხილისგან ნატურალურ წვენებს აწარმოებს, უკვე ამერიკის ბაზარზე გამოჩნდა. სამომავლოდ კი  ლიტვის, საბერძნეთის, რუსეთისა და ბელორუსიის ბაზრებზეც გამოჩნდება.  როგორც კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ღვინეფაძე, „კომერსანტთან“ განმარტავს ლოს ანჯელესსა და ნიუ ჯერსიში თელავში წარმოებული „ალალი“ საკმაოდ მოთხოვნადია.


„ჩვენი ხილის გადასამუშავებელი ქარხანა ადგილობრივი მეწარმეებისგან იღებს ნატურალურ პროდუქტებს - ვაშლს, ატამს, ყურძენს, ალუბალს, ციტრუსებს. ყველაფერი, რასაც ვამზადებთ არის დანამატებისა და კონსევანტების გარეშე. საწარმოში დასაქმებულია დაახლოებით 25 ადამიანი.


ქართულ ბაზარზე დღესდღეობით „კარფურის“„ფრესკოს“ „უნივერსამი“ „ზღაპარის“ „ბაიას“ „ნიკორას“, „ლიდერფუდის“, „გუდვილის“ ჰიპერმარკეტებშია წარმოდგენილი და მიდის მოლაპარაკება „ფუდმარტთან“.


აღსანიშნავია , რომ მოთხოვნა ნატურალურ პროდუქტებზე წლიდან წლამდე იზრდება და ეს ხარისხითაა გამოწვეული, თუმცა მაინც რთულია იმპორტულ პროდუქციასთან კონკურენცია, რომლის ხარისხიც დაბალია და ფასიც.

ამერიკაში ჩვენი პროდუქცია საშუალოფასიან სეგმენტში გადის. მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს თუმცა პანდემიამ პროცესები გარკვეულწილად შეაფერხა. ალბათ წლის ბოლოდმე კიდევ სამ ქვეყანაში გამოჩნდება ჩვენი პროდუქცია“- განმარტავს გოჩა ღვინეფაძე.

კომპანია „ალალი“-ს სამომავლო გეგმებში გაფართოებაც შედის, 1 მილიონ 300 ათასის ინვესტიციით თელავში ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები აშენდება.

კომპანია „ალალმა“ ქარხანა 2018 წელს 2 მილიონ 800 ათასი ინვესტიცით სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში ნაწილობრივი დაფინანსებით ააშენა. ქარხანამ უკვე  500 ტონა ხილი გადაამუშავა, USAID-თან მოლაპარაკებით კი „ალალი“  უახლესი დანადგარების შეძენის პროცესს ახორციელებს.

 

მარიამ მორგოშია


თეგები:
ალალი



„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“

„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“
access_time2020-09-26 20:00:53
„სავაჭრო კომპანიების 90%, დღეის მდგომარეობით, ზარალში იმყოფება,“- ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია,...

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა
access_time2020-09-26 18:00:13
ზაფხულის დასრულების შემდეგ, ევროპა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საფრთხის წინაშეა. აგვისტოს ბოლოდან კოვიდ19-ის შემთხვევებმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა. პანდემიას სეზონური გრიპიც ერთვის თან, რაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, რეალური საფრთხეა და საჭიროა...

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:28:24
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ...

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
access_time2020-09-26 16:00:42
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 563.69 მლნ ლარით, ანუ 4.04%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.05%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 171.04 მლნ ლარით, ანუ...

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...


მსგავსი სიახლეები

up