ქართული წარმოების ველოსიპედის წარმოება გადაიდო -კომპანია აქცენტს სხვა მიმართულებებზე აკეთებს

ქართული წარმოების ველოსიპედის წარმოება გადაიდო -კომპანია აქცენტს სხვა მიმართულებებზე აკეთებს

access_time2019-07-23 12:00:29

ადგილობრივი წარმოების პირველი ველოსიპედის წარმოება გადაიდო. პროექტი 2019 წლის აპრილიდან უნდა გამოჩენილიყო, თუმცა, ქვეყანაში არსებული მაკრო- ეკონომიკური პრობლემების გამო, მისი განხორციელება დაპაუზდა. ამის შესახებ „კომერსანტს“ Georgian Bicycle Group-ის ხელმძღვანელმა ბექა კიკნაველიძემ განუცხადა.



მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ლარის კურსის გაუფასურების ტრენდია, ამოქმედდა საბანკო რეგულაციები და ზოგადად, ბანკები კლიენტებთან ურთიერთობისას უფრო ფრთხილები გახდნენ, პროექტისთვის საჭირო დაახლოებით, 120 000 აშშ დოლარის (საწყის ეტაპზე) ფინანსური რესურსების მოძიება გართულდა. შესაბამისად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს იდეა სხვა პროექტით ჩაანაცვლოს. მათ შორისაა, საცალო ქსელების განვითარება და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად ველოსიპედების გაქირავების სისტემის ჩამოყალიბება. 

„ველოტურიზმზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, განსაკუთრებით, აქცია spend your summer in georgia-ს შემდეგ. თვეში თუ აქამდე 10-20 ველოსიპედს ვაქირავედით, ახლა დღეში გვიწევს რამდენიმე ველოსიპედის გაქირავება, “ აცხადებს კიკნაველიძე.




რაც შეეხება საცალო ქსელების განვითარებას, ამ დროისთვის კომპანიას უკვე აქვს თბილისში, ვაკეში (აბაშიძის 51) ერთი მაღაზია, ხოლო საწყობი იოსებიძეზე. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მიწის შეძენა ან იჯარით აღება, სადაც ველოსიპედებთან ერთად ელექტრომობილების წარმოების გაერთიანებული ბაზა განთავსდება.


როგორც ცნობილია, კომპანიას, კორპორატიული დაკვეთით უკვე გამოუშვა ქართული ველოსიპედი, თუმცა, მცირე პარტიებით.Georgian Bicycle Group-ი Bikes.ge-ს შვილობილი კომპანიაა. კომპანია ქართულ ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა. BIKES.GE გერმანული და სლოვაკური ველოსიპედების იმპორტს ახორციელებს.


სოფო ქსოვრელი






კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up