ქართული წარმოების ველოსიპედი საცალო ქსელში აპრილიდან გამოვა - „ჩვენი კონკურენტი ქართული მენტალობაა“

ქართული წარმოების ველოსიპედი საცალო ქსელში აპრილიდან გამოვა - „ჩვენი კონკურენტი ქართული მენტალობაა“

access_time2019-02-19 15:30:17

ადგილობრივი წარმოების პირველი ველოსიპედი ბაზარზე 2019 წლის აპრილიდან გამოჩნდება. ველოსიპედებს Georgian bicycle Group-ი დაამზადებს, რომლის ხელმძღვანელი ბექა კიკნაველიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კომპანიამ უკვე გამოუშვა პროდუქცია და კორპორატიული დაკვეთებიც ჰქონდა.



კიკნაველიძის განმარტებით, რეალიზაცია ონლაინ-პლატფორმის მეშვეობითაც მოხდება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია საწარმოს, ლაბორატორიის და შოუ-რუმის ერთ სივრცეში გაერთიანებაც. ბექა კიკნაველიძის განცხადებით, ქართული წარმოების ველოსიპედის ფასები 800-დან 2500 ლარამდე იქნება. Georgian bicycle Group-ის ხელმძღვანელი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, რა ბრენდის ქვეშ გაიყიდება პროდუქცია. თუმცა, განმარტავს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს ბრენდინგ პლატფორმის მომზადება, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. სახელიც ამის შემდეგ შეირჩევა.



რაც შეეხება პროექტის დაფინანსებას, ბექა კიკნაველიძის განცხადებით, საჭირო თანხები საკუთარი ძალებით მოიძიეს, თუმცა ფინანსურ დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.



მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომპანიას მინი-ქარხანა იოსებიძის ქუჩაზე აქვს. როგორც კიკნაველიძე განმარტავს, საწყის ეტაპზე დაგეგმილია პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, თუმცა, 2020 წლისთვის ქართული ველოსიპედი უკვე ფინეთში, ბელგიასა და თურქეთში გავა.




კითხვაზე,რომელი ბრენდის ველოსიპედია ქართულის კონკურენტი და რა პერსპექტივა ექნება გამოშვებულ პროდუქციას და მის რეალიზაციას, როდესაც ქვეყანაში საკმაოდ მცირეა ველობილიკები, კიკნაველიძე განმარტავს, რომ ადგილობრივი წარმოების კონკურენტი მხოლოდ ქართული არასტანდარტული მენტალიტეტია.


„დღეს საქართველოში ადამიანს ჯიპი ველოსიპედს ურჩევნია. ეს გაყიდვებს ძალიან აფერხებს. სხვა ქვეყნებში ველოსიპედების მწარმოებელ კომპანიებს კონკურენტებად ასევე ველოსიპედების მწარმოებლები ჰყავთ, თუნდაც იმპორტირებული, ჩვენი კონკურენტი კი ისევ ჩვენი მენტალობაა,“ აღნიშნავს კიკნაველიძე.



რაც შეეხება გაყიდვებს და პერსპექტივას, კიკნაველიძის განმარტებით, კომპანიის მომავალი არის ელექტროველოსიპედები, რომელთაც ველობილიკები არ სჭირდება. მისი მამოძრავაბელი სამთო ბილიკებია. თუცა, ქალაქში არსებული ველობილიკები განავითარებს და გაზრდის მოთხოვნას.



Georgian Bicycle Group-ი Bikes.ge-ს შვილობილი კომპანიაა. კომპანია ქართულ ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა. BIKES.GE გერმანული და სლოვაკური ველოსიპედების იმპორტს ახორციელებს.


სოფო ქსოვრელი 





შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up