ქართული წარმოების ველოსიპედებს სპორტსმენები ტესტავენ, მომხმარებელი მათ შეძენას 2018 წლიდან შეძლებს

ქართული წარმოების ველოსიპედებს სპორტსმენები ტესტავენ, მომხმარებელი მათ შეძენას 2018 წლიდან შეძლებს

access_time2017-09-06 14:30:42

ადგილობრივი წარმოების პირველი ველოსიპედი ბაზარზე 2018 წლის პირველ კვარტალში გამოჩნდება. ველოსიპედებს Georgian bicycle Group-ი დაამზადებს, რომლის ხელმძღვანელი ბექა კიკნაველიძე რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ამჟამად  სპორტსმენები პროდუქციას ტესტავენ, 2018 წლის პირველ კვარტალში კი აწყობილი იქნება ლაბორატორია და მომხმარებელი შეძლებს ველოსიპედების შეძენას. 

 

კიკნაველიძის თქმით, რეალიზაცია ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გაიყიდება ან თავად საწარმოში გაიხსნება მცირე ზომის მაღაზია.

 

ბექა კიკნაველიძის მტკიცებით, ქართული წარმოების ველოსიპედის ფასები იმპორტირებულთან შედარებით კონკურენტული იქნება.

 

„ამ ეტაპზე ველოსიპედისთვის საჭირო დეტალების, ჩარჩოს დამზადება ადგილზე ხდება, მასიური წარმოებისთვის კი შეკვეთები  ევროპის და აზიის უმაღლესი დონის ქარხნებში გაკეთდება. თუმცა აწყობა, შეღებვა და დიზაინი ადგილზე მოხდება. ასეთი მოდელით მუშაობენ მსოფლიოს ველო-ინდუსტრიებშიც“, - აცხადებს კიკნაველიძე

 

Georgian bicycle Group-ის ხელმძღვანელი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს რა ბრენდის ქვეშ  გაიყიდება პროდუქცია.


 

რაც შეეხება პროექტის დაფინანსებას, ბექა კიკნაველიძის განცხადებით, საჭირო თანხები საკუთარი ძალებით მოიძიეს, თუმცა ფინანსურ დეტალებზე  ამ ეტაპზე არ საუბრობს.

 

„სტარტაპ-პროგრამებში მონაწილეობა არ მიგვიღია, რადგან ბანკებმა იგივე განაკვეთები შემოგვთავაზეს, რაც ისედაც არის. შეცვლილი იყო მხოლოდ პირობები. მაგალითისთვის, თუ ბანკი 6 თვიან მომგებიანობას ითხოვს, ასეთ პროგრამაში შესაძლოა, მხოლოდ 3 თვიანი საქმიანობა იყოს საკმარისი. მეტი დაინტერესება მოდის ინვესტორებისგან, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ Family business-ის მოდელით ვმართოთ კომპანია და სააქციო საზოგადოების გზით არ წავიდეთ“, - აცხადებს კიკნაველიძე

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომპანიას მინი-ქარხანა იოსებიძის ქუჩაზე აქვს, სერიული წარმოების შემთხვევაში საწარმო ქალაქგარეთ განთავსდება.

 

ახალგაზრდა ბიზნესმენის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში ველომოყვარულთა და მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდოს ველობილიკები უნდა განვითარდეს, რაც ჯერჯერობით არ ხდება. ამასთან, მისივე მოსაზრებით, თუ დღეს ბაზარზე იმპორტირებული ველოსიპედები იყიდება ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოების განვითარებასაც აქვს პერსპექტივა.

 

Georgian Bicycle Group-ი Bikes.ge-ს შვილობილი კომპანიაა. კომპანია ქართულ ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა. BIKES.GE გერმანული და სლოვაკური ველოსიპედების იმპორტს ახორციელებს.

 

 

ავტორი: სალომე სოსელია




შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up