ქართულმა ვისკიმ ამერიკაში სერტიფიცირების პროცესი დაასრულა. წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ „ჯიმშერი“ პირველ კონტეინერს ექსპორტზე უახლოეს მომავალში გაგზავნის. შემოწმების პროცესი ამერიკის ბაზარზე მოსახვედრად ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ავიღეთ ყველანაირი ნებართვა და ლიცენზია. წარმატებით გავიარეთ შემოწმების ეტაპები. ახლა უკვე გვაქვს მოლაპარაკებები კომპანიასთან, რომელიც პროდუქციის ამერიკაში ექსპორტირებას და ადგილობრივ ბაზარზე გავრცელებას მოახდენს,“ – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძე.
„ჯიმშერი“ წარმატებით გადის უკრაინის ბაზარზეც. ქართული ვისკი რამდენიმე თვეა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ბორტზე იყიდება.
პირველი ქართული ვისკი JIMSHER-ი ბაზარზე, 2017 წლის მარტის დასაწყისში გამოჩნდა. JIMSHER-ის ლონდონის მსოფლიო ვისკის კონკურსში ერთი ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი აქვს აღებული.
ამჟამად ვისკის სამი სახეობა მზადდება – ტრადიციული საფერავი ნამყოფი კასრში, ქართული ბრენდი კასრში და წინანდლის კასრში დავარგებული ნახადი.
ვისკი ექსპორტზე ამჟამად ჩინეთში, ყაზახეთში უკრაინასა და პოლონეთში გადის.
„ბიზნესპარტნიორი“