ქართული ვაშლის ექსპორტის ზრდას შეფუთვის პრობლემა აფერხებს

ქართული ვაშლის ექსპორტის ზრდას შეფუთვის პრობლემა აფერხებს

access_time2021-01-15 16:00:22

ერთ ჯგუფში შემავალმა ვაშლის მწარმოებლებმა Tiriphoni Gardens, Kvarkhiti Agro და AgroGori-მ 2020 წელს, კარგი მოსავლის მიუხედავად, თავიანთი პროდუქციის ექსპორტი ვერ დაიწყეს - ამის მიზეზი შესაბამისი შეფუთვის არარსებობა გახდა. თუმცა, ეს არაა ერთადერთი პრობლემა, რომელიც ჯგუფის წინაშე 2020 წელს იდგა. საიტი EastFruit ჯგუფის დირექტორს ზურაბ გოჯიაშვილს გაესაუბრა.

 

- როგორი იყო ამ სეზონში მოსავალი თქვენს ბაღებში?

 

მოსავალი მოსალოდნელზე კარგი - 1160 ტონა იყო. მაგრამ ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ სეზონით კმაყოფილები ვართ. ბევრი პრობლემა გვქონდა, რეალიზაციის კუთხით, და არა მხოლოდ. გასულ წელს ჩვენ  რამდენიმე მომგებიანი საექსპორტო შემოთავაზება გვქონდა - ახლო აღმოსავლეთიდან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, ტაილანდიდან, კოლუმბიიდან და რუსეთიდან. თუმცა, ვერც ერთ ამ ქვეყანაში ექსპორტზე ვერ გავედით, რადგანაც საზღვაო გზით ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ყუთები ვერ ვიშოვეთ. ეს სპეციალური შეფუთვაა - გოფრირებული მუყაოს ყუთები, სადაც ყველა ვაშლი ცალ-ცალკე ინახება, იმისთვის, რომ ერთმა ან ორმა გაფუჭებულმა ვაშლმა დანარჩენები არ გააფუჭოს. საქართველოში ასეთი ყუთები არ იწარმოება, თუმცა, არის ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ საწარმოში შესაბამისი ტექნოლოგიები ინერგება და ეს საკითხი უახლოეს თვეებში გადაწყდება.

 

რა შეეხება იმპორტის, თურქეთში მინიმალური შესასყიდი რაოდენობა 500 000 ყუთია, რაც 9000 ტონაზეა გათვლილი, ჩვენი მოსავალი კი თითქმის 8-ჯერ ნაკლებია.შეფუთვის პრობლემამ ჩვენი პროდუქტის შესაბამის დონეზე წარდგენაში ადგილობრივ ბაზარზეც ხელი შეგვიშალა. 2020 წელს ჩვენ საკუთარი ბრენდი „გორჯი“ დავარეგისტრირეთ, და მისი ცნობადობის ზრდისთვის, ჩვენ სტიკერების დაკვრა არა მხოლოდ მთლიანად ყუთზე, არამედ თითეულ ვაშლზე გვინდოდა, ისე, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება. მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ეს ვერ მოხერხდა, ამიტომაც ჩვენი ვაშლი დღეს საქართველოში ჩვეულებრივად, ამოსაცნობი ნიშნის გარეშე იყიდება. ეს კი ბაზარზე დამკვიდრებას და საკუთარი ნიშის დაკავებას ხელს უშლის.

 

- გამოდის, რომ ბრენდირება გაყიდვებში დიდად ვერ დაგეხმარათ?


 

ბრენდირება თავისთავად ძალიან მომგებიანია და ის შედეგებს აუცილებლად გამოიღებს, თუმცა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც შეფუთვის საკითხს გადავწყვეტთ. ჩვენ გვსურს, რომ გვიცნობდნენ, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

 

- დღეს თქვენი პროდუქცია სად იყიდება?

 

ჩვენი მუდმივი პარტნიორები არიან სავაჭრო ქსელები „ნიკორა“ და „აგროჰაბი“, კიდევ რამდენიმე კომპანია, რომელიც პროდუქციას ბითუმად ყიდულობს, შემდეგ კი მის დისტრიბუციას ახორციელებს.ჩვენ გრძელვადიანი ვალდებულებები გვაქვს, გაწერილი განრიგი, სეზონზე დამოკიდებული ფასები, და ა.შ.

 

- როგორია მოთხოვნა?

 

მთლიანობაში დიდი მოთხოვნაა და ვაშლი კარგად იყიდება. ამ ეტაპზე ჩვენს მაცივარში შესანახად მხოლოდ 350 ტონა დარჩა, მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე გაიყიდა. ჩვენ ძალიან კარგი მაცივარი გვაქვს, მაგრამ პანდემიის გამო ის დაგვიანებით, მხოლოდ ამა წლის ოქტომბერში ამუშავდა, რის გამოც მოსავლის პირველი 400 კილოგრამის სასწრაფოდ გაყიდვა მოგვიწია. თუმცა, მომავალ სეზონში ეს პრობლემა არ გვექნება და გაყიდვების უკეთესად დაგეგმვას შევძლებთ. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანაა შეფუთვის პრობლემის გადაწყვეტა და საექსპორტო ბაზრებზე გასვლა.

 

კომპანიები Tiriphoni Gardens, Kvarkhiti Agro და AgroGori ჯამურად გორის მუნიციპალიტეტში 31 ჰექტარის ბაღებს ფლობენ.


წყარო: east-fruit.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up