ქართული ვაშლის ექსპორტი გაიზარდა

ქართული ვაშლის ექსპორტი გაიზარდა

access_time2023-03-24 13:30:13

სექტემბრიდან, რომელიც საქართველოში ვაშლის სეზონის დაწყებას აღნიშნავს, თებერვლის ბოლომდე, საქართველომ ექსპორტზე 6 300 ტონა ვაშლი გაიტანა, რაც წინა  წლის  ანალოგიურ პერიოდდთან  შედსრებით 17%-ით მეტია. -  ამის  შესახებ  ინფორმაციას East fruit ავრცელებს, მათი  ცნობით საექსპორტო ვაშლის ფასი უცლელი დარჩა, თუმცა შემოსავლები  დოლარში 17 %-ით არის  გაზრდილი.

EastFruit-ის ანალიტიკოსების ცნობით აღსანიშნავია ისიც, რომ გაცვლითი კურსის რყევა და მაღალი ინფლაცია ამ  წარმატებას  ამცირებს. 

 

ქართული ვაშლის ექსპორტი სექტემბრიდან თებერვლამდე ტონებში

 



ეს მონაცემები ბოლო რვა წლის  განმავლობაში სიდიდით მეორეა, შედარებით უკეთესი  მაჩვენებელი იყო 2020 წელს, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე ეს რიცხვი გამონაკლისად  სახელდება, რადგან პანდემიამ მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთი, აიძულა, რომ სასოფლო - სამეურნეო პროდუქცია დიდი მოცულობით შეეძინა.

 

მიმდინარე წელს ისევე როგორც შარშან საექსპორტო ფასი ერთ კილოგრამზე 0,65 დოლარს  შეადგენდა, აშშ დოლართან მიმართებაში ქართული ვალუტის გამყარების  ფონზე საექსპორტო  ფასები შემცირდა. მოცემულ პერიოდში ლარი საშუალოდ 12% - ით გამყარდა, ამიტომ 2022-2023 წლებში  სეზონზე ფასი ლარში წინა სეზონთან შედარებით 12% ით დაბალია.

 

ლარში შემოსავლების შემცირებასთან ერთად გაცვლითი კურსის  რყევების გამო ინფლაციამ საქონელსა და  მომსახურებაზე ფასები გაზარდა. შეძენილი საქონლისა და მომსახურების რაოდენობა 20%-ით შემცირდა.

 

ლარში მთლიანი ექსპორტის ღირებულება მიმდინარე სეზონში 11 მილიონი ლარია, რაც 3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. მაგრამ იმ საქონლისა და სერვისების რაოდენობის მიხედვით, რომელთა შეძენაც შეიძლებოდა, ეს შემოსავალი მაინც 6%-ით ჩამორჩება წინა სეზონში გამომუშავებულ შემოსავალს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up