„ქართული თხილის საექსპორტო ფასი დაახლოებით 20%-ით შემცირდა“ - როგორია მოთხოვნა უცხოეთში

„ქართული თხილის საექსპორტო ფასი დაახლოებით 20%-ით შემცირდა“ - როგორია მოთხოვნა უცხოეთში

access_time2022-12-01 22:47:19


როგორია მდგომარეობა ხილისა და ბოსტნეულის მიმართულებით საექსპორტო ბაზრებზე მას შემდეგ რაც რუსეთისა და უკრაინის ომი  დაიწყო, როგორ არის  საექსპორტო ბაზრები განაწილებული, რა  გამოწვევებია სოფლის მეურნეობის ამ  დარგში და არის თუ არა წვდომა  თანამედროვე ტექნოლოგიებზე  ამ და  სხვა თემებზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“  ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა ისაუბრა. 


მისი თქმით ექსპორტთხილის ექსპორტი დაახლოებით, 50%-ით შემცირდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ჭითინავამ განუცხადა.



ამასთან, მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით, ზოგადად თხილის მოსავალი 30%-ით, საექსპორტო ფასი კი, დაახლოებით 20%-ით შემცირდა.

„ჩვენი მოსავალი 30%-ით ნაკლებია, ვიდრე შარშან. იმის გამო, რომ ხარისხიც დაბალი იყო წვიმების გამო, ექსპორტი 50%-ით არის შემცირებული, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი პროდუქციის ხარისხსა და ოდენობაზე არ არის დამოკიდებული. მთავარი ფაქტორი ევროპის ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირებაა. რაც ასევე აისახა აზერბაიჯანის და თურქეთის ექსპორტის შემცირებაზეც. გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული ქართული თხილის საექსპორტო ფასიც", - განუცხადა ჭითანავამ ,,ბიზნესპრესნიუსს".


მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს ცუდი მოსავალი იყო, ქართულ თხილს მსოფლიოს პრემიუმ ბრენდები წარმოებაში ისევ იყენებენ..

„ფერერომ" წელსაც იყიდა საქართველოდან საკმაოდ სოლიდური ოდენობით თხილი. ეს არის ინდიკატორი, რომ წელს მიუხედავად უხარისხო მოსავლისა, იყო პრემიუმ ხარისხიც. აღსანიშნავია, რომ ,,ფერერო" ყოველწლიურად აფართოებს შესყიდვის პორტფელს საქართველოში. წელს, ბევრად მეტი იყიდეს, ვიდრე შარშან. დაახლოებით 3 000 ტონა გაუტეხავი თხილი იყიდეს. ამ ხარისხის თხილის ხვედრითი წილი იზრდება ქართულ ბაზარზე და ეს კარგია საფასო პოლიტიკისა და ზოგადი გარემოსთვის.

საკმაოდ დიდი ჩამონათვალია ევროპული დიდი კომპანიების, რომლებიც ქართული თხილით აწარმოებენ პროდუქციას. ბევრი არხებით ხდება ქართული თხილის ექსპორტი ევროპაში", - ამბობს ჭითანავა.



ინფორმაციისთვის, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 90 მლნ აშშ დოლარის თხილი და სხვა კაკალი გაიყიდა. მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 75.3 მლნ აშშ დოლარის. მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად შემცირებულია საექსპორტო ფასი, მხოლოდ 928 კგ-ით შემცირდა მოცულობა. 18 500 ტონიდან, 17 577 ტონამდე.ისთვის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და  სტაბილურ გარემოს  უდიდესი მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად ის  შემცირება რასაც  ექსპორტიორები ელოდნენ სახეზეა.




„თუმცა ექსპორტი მაჩვენებლის კლება მხოლოდ ომთან დაკავშირებული არ არის, ამის მიზეზი მოსავლიანობის კლება და ბაზრების არასტაბილურობაცაა, რაც ძალიან მოქმედებს ექსპორტის მოცულობაზე ა დიდ გავლენას ახდეს. 



შესაძლებელია, რომ ექსპორტის შემცირების დაანონსებული 10-15% -იანი შემცირება კიდევ უფრო გაიზარდოს, ექსპორტის  შემცირებას ასევე ხელს უწყობს ტურისტული პოტენციალის ზრდა და ტურისტული ნაკადების შემოდინება, რადგან პროდუქცია, რომელიც ქვეყნიდან უნდა გასულიყო აქ იყიდება, რაც ცუდი არ არის“,  - აღნიშნა ვახტანგ ბეჟაშვილმა. 



ახლა საქართველოში  ციტრუსის სეზონია, ბეჟიტაშვილი აღნიშნავს, რომ ციტრუსის მოსავლიანობა წელს შარშანდელთან შედარებით 20 000 ტონით ნალებია და მოსალოდნელი 40 000 ტონაც არ იქნება იმ ხარისხის და კონდიციის რომ ბაზრებს მიეწოდოს.



„რაც შეეხება  ვაშლს, ვაშლის  რაოდენობა დიდია, თუმცა პრობლემა ხარისხში და შეფუთვაშია, თანამედროვე პირობებში როდესაც  ბაზრები  ღიაა , სხვადასხვა ქვეყნებიდან კარგად შეფუთული და  ორგანიზებული პროდუქცია შემოდის, ჩვენთან  ჯერჯერობით ეს  სტანდარტები  არ  არის,  ასევე  გვაქვს  სამაცივრე მეურნეობების  დეფიციტი. ეს  ინფრასტრუქტურა  თუ არ გაიმართა და მოწესრიგდა და პროდუქციის  ხარისხმა  არ  მოიმატა ექსპორტის ზრდაზე ფიქრი  უადგილოა“, - აღნიშნა ვახტანგ  ბეჟიტაშვილმა. 


ბეჟიტაშვილის  თქმით  ხილ ბოსტნეულის ძირითადი ძირითადი საექსპორტო ბაზარი, მაინც რუსეთის ბაზარია, რომელიც სოფლის მეურნეობის  პროდუქციისთვის ამინდს ქმნის,  მისივე  თქმით  პროდუქციის დაახლოებით  80% რუსეთში გადის , პროდუქცია  ასევე  მიდიოდა უკრაინაშიც ,  თუმცა ომმა  გამოიწვია  ის, რომ გაძვირდა ლოგისტიკა,  ბორანი ვერ მოძრაობს, რაც  მალფუჭებადი  პროდუქციის გატანას აფერხებს.



„დღეს ჩვენთან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთი აგრძელებს, მაგრამ  ხვალ რა მოხდება არავინ ვიცით, ამიტომ ბაზრების დივერსიფიცირებაზე უნდა ვიზრუნოთ,  საქართველოს ჯანსაღი პროდუქციის მოყვანის პოტენციალი ნამდვილად აქვს, თუმცა ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა, როგორც  სახელმწიფოს , ასევე  ასოციაციების და  ბიზნესის დონეზე, იმისთვის რომ დარგი განვითარდეს და სოფლის მეურნეობის პროდუქტი სუბსიდირებაზე დამოკიდებული არ იყოს“, - ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.   აღნიშნა 


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up