ქართული თხილი თურქულს კონკურენციას ვერ უწევს

ქართული თხილი თურქულს კონკურენციას ვერ უწევს

access_time2021-10-25 12:00:51

თხილის ბაზარი წლიდან წლამდე მზარდია, მაგრამ ცვლილება ძირითადად მოსავლის რაოდენობას ეხება და ხარისხი გამოწვევად ისევ რჩება. ამ მხრივ წლევანდელი სეზონი ქართული პროდუქტისთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა. ფაროსანა, უამინდობა, ტექნოლოგიების და მუშა ხელის სიმცირე - ეს ყველაფერი საკმაოდ ბევრი მიზეზია, რის გამოც ევროპა ქართულ თხილში 6-6,50 დოლარზე მეტს ვერ იხდის, როცა თურქული თხილის მინიმალური ფასი 7 დოლარია.



მეთხილეობის სფეროს  გამოწვევებზე საუბრობს ,,კომერსანტთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა.



 ,,თხილის მოსავლიანობა გაიზარდა, თუმცა ხარისხის მხრივ პრობლემა აშკარად არის, რაც რიგი ობიექტური მიზეზით არის გამოწვეული. როგორც ჩანს, ფაროსანას გავლენა წელსაც იგრძნობა. მთავრობის აქტიური აგროღონისძიებების მეშვეობით მავნებლის დიდი ნაწილი განადგურდა, რაც დიდი მიღწევაა. თუმცა წლებია საჭირო, რომ ფაროსანა საბოლოოდ დამარცხდეს. ფერმერებიც მოეშვნენ, შეამცირეს წამლობა, რაც მყისიერად აისახა ხარისხზე. შესაბამისად,  ფაროსანას გავლენა თხილის მოსავალზე ნეგატიურად აისახა. არც ამინდი იყო ხელსაყრელი, ხშირი წვიმების გამო ხარისხი გაფუჭდა. მუშახელის სიმცირის გამო ვერც დროულად მოხერხდა თხილის აღება. არც საშრობი და შემნახველი ტექნიკაა ხელმისაწვდომი, ამ ყველაფერმა კი ხარისხი დააგდო. ჩვენ რეალურად ვერ ვუწევთ კონკურენციას თურქულ თხილს, რომლის მოსავლიანობა წელს საკმაოდ მაღალია და ხარისხითაც გამოირჩევა. ეს მთავარი უპირატესობაა, რის გამოც თურქული თხილის მიმართ მეტი მოთხოვნაა და უფრო კონკურენტუნარიანი ფასითაც არის გამორჩეული“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ გიორგი თოდუა.



რაც შეეხება ექსპორტს, თოდუას ინფორმაციით, 20 000 ტონაზე მეტი თხილი ევროპის ბაზრებზე უკვე გაიყიდა, რაც  წლევანდელი მოსავლის დაახლოებით 1/3-ია.

 



თხილის ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობენ ექსპორტიორებიც. კომპანია ,,ჯეო იუსის“ ხელმძღვანელის ლაშა შენგელიას თქმით, ,,პანდემიას ექსპორტისთვის არანაირი დაბრკოლება არ შეუქმნია. 7  პარტია, ჯამში 154 ტონა  თხილი ევროპაში, კერძოდ, იტალიაში გავყიდეთ.  შარშანდელთან შედარებით ხარისხი გაუარესებული, მაგრამ რაოდენობა გაზრდილია. ევროპა უკეთეს ხარისხს ითხოვს, რაც ქართული თხილის მთავარ გამოწვევად რჩება“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ლაშა შენგელია.

 


საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, საქართველოში თხილის ბაღები 27 ათას ჰექტარზეა გაშენებული. 2020 წელს თხილის მოსავალმა 50 ათასი, ხოლო 2019 წელს 35 ათასი ტონა შეადგინა.



საქართველომ, გასულ სეზონთან შედარებით, თხილის გულის წარმოება 4300 ტონით გაზარდა და მთლიანობაში 17 500 ტონა აწარმოა.



2020/21 წლიურ სეზონზე თხილის გლობალურ წარმოებაში საქართველოს წამყვანი ქვეყნების შვიდეულში 3%-იანი წილით მეექვსე ადგილი უკავია.



პირველ ადგილზე თურქეთია, რომლის წილიც მსოფლიო თხილის მოსავლის  75%-ია, რაც თავისთავად გავლენას ახდენს ფასებზე სხვა მწარმოებელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოზეც.

 

 მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up