ქართული ტურიზმი იზრდება და ჩიხში შედის

ქართული ტურიზმი იზრდება და ჩიხში შედის

access_time2017-08-12 16:00:35

 

სტატისტიკური მონაცემები აშკარად დამაიმედებელია. ივლისში 982 ათასი ვიზიტორი შემოვიდა ქვეყანაში, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28,9 5%–ით მეტია. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ყველაზე მეტი ვიზიტორი ისევ რუსეთიდან არის. რუსეთს მოსდევენ სომხეთი და აზერბაიჯანი. გაზრდილია თურქეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან შემომსვლელთა რაოდენობაც. აშშ–დან ვიზიტორთა 28,5%–იანი ზრდაა, თუმცა ეს მაჩვენებელი სასურველისგან შორსაა, რადგან წინა წლებში ცოტა ამერიკელი სტუმრობდა საქართველოს. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, წელს ვიზიტორების რაოდენობა რეკორდული იქნება და 7 მილიონს გადააჭარბებს.

 

პოზიტივია ისიც, რომ დაიტვირთა მთიანი რეგიონები, თბილისსა და აჭარას მოსდევს კახეთი, ინტერესი ჩნდება სხვა რეგიონების მიმართაც. მატებაა ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან.  გააქტიურდა ნაკადი ისრაელიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან.

 

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე საქართველო აქტიურად ფიქსირდება.

 

ამავე დროს, მიღწეულით თვითდამშვიდება შედეგს არ მოიტანს, რადგან ტურისტების ნაკადების განაწილება სეზონების მიხედვით არათანაბარია. სხვადასხვა გამოკითხვით მაღალია იმ უცხოელთა რიცხვი, რომელთაც ქვეყანაში მეორედ ჩამოსვლის სურვილი არ აქვთ.

 

კომპლექსური და სისტემური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან, ფაქტობრივად არ არსებობს. საპროგრამო დოკუმენტებში ტურიზმზე ზოგადი საუბარი კეთილი სურვილების ჩამონათვალით შემოიფარგლება. სერიოზული ინვესტორები ამ სექტორში არ ჩანან. უახლოეს პერსპექტივაში ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების მოზღვავება მოსალოდნელი არ არის, – ჩვენი სერვისი ამ რეგიონების წარმომადგენლებისთვის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მთავარ რეზერვად ისევ რუსეთი რჩება. რუსეთის მოქალაქეებისთვის ქართული ეგზოტიკაც “მშობლიურია” და სერვისის დონეც დამაკმაყოფილებელი. თუმცა, საქართველო–რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა და ბიზნესის დამოკიდებულება პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, სერიოზულ გარღვევას გამორიცხავს.

 

ჩვენ არ ვიცით რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. თითქოსდა მთაც გვაქვს და თოვლიც, ზღვაც და მზეც, ეკლესია–მონასტრებიც და გამოქვაბულებიც და კანიონებიც, მაგრამ სრულფასოვან ტურისტულ პროდუქტად მათ ქცევამდე შორია. ამიტომ, არსებობს საფრთხე, რომ ტური საქართველოში მიმზიდველია უფრო პიკანტურ–ეგზოტიკური სივრცის მონახულების მსურველთათვის. არადა, ამ ადამიანებამდე მისვლაც და მათი მოკრება–მოზიდვაც რთულია. ეს აღემატება, როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ისე ქვეყნის მთავრობისა და ბიუჯეტის შესაძლებლობებს. მსხვილი კერძო ინვესტიციები კი ამ სფეროში ფაქტობრივად არ არსებობს.

 


ამიტომ, ვიდრე “ხბოს აღტაცებით” თავს მოვიწონებდეთ შედეგებით, ცოტა ევროპისკენაც უნდა გავიხედოთ. მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე ისეთი მძლავრი ტურისტული ინდუსტრიების ქვეყნებიც შეტორტმანდნენ, როგორებიც საბერძნეთი, იტალია და ესპანეთი არიან. საბერძნეთი საერთოდ დოტაციაზე აიყვანა ევროკავშირმა. ამიტომ, რამდენად არგებს საქართველოს  სამომავლოდ ტურიზმის იმედად ყოფნა, კარგად დაფიქრებას მოითხოვს. რეგიონში ერთი თოფის გავარდნა და ტურისტული ინდუსტრია ხუხულასავით დაინგრევა.

 

ამიტომ არის საშური, როგორც ტურიზმის განვითარების საფუძვლიანი კონცეფციის შექმნა, ისე ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის ადგილის განსაზღვრა. განსაკუთრებით საშურია რეგიონულ ტურისტულ ერთიან არეალში საქართველოს მოაზრება. თუ ტურისტულ ბუმზე ვისაუბრებთ კავკასიაში, ის მხოლოდ ამას შემდეგ დაიწყება, რაც სომხეთი და აზერბაიჯანი დაზავდებიან, თურქეთი და სომხეთი პრეტენზიებიდან თანამშრომლობაზე გადავლენ, რუსეთი აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან საოკუპაციო ჯარს გაიყვანს, ან უკიდურეს შემთხვევაში ვაზიანში, ახალქალაქსა და ბათუმში ნატოს ჯარები განლაგდება. მანამ სამხრეთ კავკასიაში ან რეგიონის რომელიმე ცალკე  აღებულ ქვეყანაში ტურიზმის აყვავებაზე საუბარი უპასუხისმგებლობა და შარალტანობაა.

 

მთავრობის უთავბოლობა უნდა დამთავრდეს იმიგრაციის პრობლემებთან დაკავშირებით, რადგან ამ სფეროში განუკითხაობაზე “ქართული მარშით” პასუხი ტურისტულ გარემოს დიდ საფრთხეს უქმნის. თუმცა, ამაზე მეტი საფრთხის შემცველია ღია ქვეყნად საქართველოს გამოცხადება აფრიკელი და აზიელი მიგრანტებისთვის. მიგრანტებისთვის კვოტების დაწესებას ჩვენი მთავრობა როდის მოიფიქრებს, ძნელი სათქმელია.

 

არც ის არის დასამალი, რომ ქართული სტუმართმოყვარეობა ხშირად დიდი და მრავალრიცხოვანი დამპყრობლის მიმართ შიშითა და რიდით იყო ნასაზრდოები (ვახტანგ გოგუაძე). თუმცა, “ერი პურადი, გულადი” ლაქიების ჯგროდ არასდროს გადაქცეულა. ეს ჩვენ სერვისს კარგადაც ეტყობა და ცუდადაც. ბათუმში, გნებავთ, თბილისში დასანაყრებლად კაფეში შესულს მიმტანი ისე შემოგიბღვერს, დანაყრების სურვილი გაგიქრება.

 

და მენტალობაც – ტრადიციულიც რომ არის და თანამედროვეც. იგი არ ითხოვს ტურისტი ქალბატონებისგან “არგამოსაჩენი” ადგილების დაფარვას, მაგრამ ჩვენი მუსლიმი სტუმრები და ხალვათად ჩაცმული ევროპელები ერთ სივრცეში როგორ ისიამოვნებენ, ძნელი სათქმელია.

 

საქართველო ერთსა და იმავე დროს ვერ იქნება ტურისტების მექა და მკაცრი ნარკოპოლიტიკის ქვეყანა, სადაც აკრძალულია ბორდელები და ლამის კანონგარეშედ არის გამოცხადებული სათამაშო ბიზნესი. გასაგებია, რომ  საქართველო კონსერვატიული შეხედულებების ხალხების და ქვეყნების გარემოცვაში ცხოვრობს, ამავე დროს ტურიზმის მექად ქცევას რომ ფიქრობს იმ ქვეყანაში, ანუ საქართველოში

 

რეაქცია მოქალაქეების ერთსქესიანი წყვილების სტუმრობაზე, გადაადგილებასა და საჯარო ადგილებში დამოკიდებულების დაუფარავად გამოხატვაზე, ძნელი წარმოსადგენი არ არის.

 

ასე რომ, ტურიზმის მექად საქართველოს გადაქცევა ხილულ პერსპექტივაში მოსალოდნელი არ არის. ტურიზმს გარკვეული ადგილი უნდა ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკაში, მაგრამ არა მთავარი, ან ერთ–ერთი მთავარი.

 

ამ რეალობის გაცნობიერება მთავრობას, ჯერ–ჯერობით ძალიან უჭირს.

 

 

bfm.ge



ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა

ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა
access_time2021-02-28 17:50:59
...

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ
access_time2021-02-28 20:00:27
ამჯერად უკვე ოფიციალურად- კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს შორდებიან.ჭორები ამ თემაზე დიდხანს ვრცელდებოდა, თუმცა, ამჯერად საქმემ ოფიციალური ხასიათი მიიღო - კიმ კარდაშიანმა 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრაზე განაცხადი უკვე შეიტანა.ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა საიტმა TMZ-მა გაავრცელა, კარდაშიანის წარმომადგენელმა ის დაადასტურა. მეუღლეები მშვიდობიან შორდებიან, და მათ 4 შვილზე ერთობლივ მეურვეობაზე...

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან
access_time2021-02-28 19:00:32
კომპანია PayPal მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია არა მხოლოდ როგორც ფულადი გზავნილების პირველი ონლაინ სერვისი, არამედ თავისი ე.წ. „მაფიით“ - ანუ, ყოფილი თანამშრომლებით, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი წარმატებული სტარტაპი ან დააარსეს, ან დააფინანსეს.ამ „ბანდის“ ყველაზე ცნობილმა ბოსმა - ილონ მასკმა - „მაფიოზების“ ახალი თაობა აღზარდა, რომელიც დღეს უკვე მას კონკურენციას უწევს.მასკის ყოფილმა თანამშრომლებმა ისეთი ცნობილი კომპანიები,...

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით
access_time2021-02-28 15:00:20
კიბერსპორტის სახეობის ელექტრონული თამაში Move მომხმარებელს მონეტაციის შესაძლებლობას აძლევს. Move-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ასლან ცივაძის თქმით, მისი მიზანი ისეთი თამაშის შექმნა იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო აიტაცებდა, ექნებოდა აზარტიც და ფინანსური მოგებაც.„2 წლის წინ აშშ-ში მქონდა შეხვედრა რამდენიმე ადამიანთან, რომლებთან ერთადაც ახალი პროექტის გაკეთებას განვიხილავდით. ესეც თამაშის აპლიკაციის იდეა იყო, თუმცა ცოტა სხვანაირი. მთავაზობდნენ,...


მსგავსი სიახლეები

up