ქართული ტურისტული კომპანიები თურქეთში ტურებს აუქმებენ

ქართული ტურისტული კომპანიები თურქეთში ტურებს აუქმებენ

person access_time2016-03-21 13:00:29

ქართული ტურისტული კომპანიები თურქეთში ტურებს აუქმებენ. მათი მხრიდან უკვე ისმის განცხადებები, რომ თურქეთის მიმართულებას მომხმარებელს თავად ტურისტული კომპანიები აღარ შესთავზებენ მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა დაკვეთა მომხმარებლების მხრიდან. მიზეზი თურქეთში ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ტერაქტია.

 

ტურისტული კომპანია „ბენეტურის" ხელმძღვანელი ლიკა გუგუშვილი აცხადებს, რომ თურქეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, ეს მიმართულება მოთხოვნადი აღარ იქნება, თუმცა, ტურისტული კომპანიების შემოსავალზე უარყოფითად არ იმოქმედებს. გუგუშვილი განმარტავს, რომ ამ დროისთვის ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა ახალ სეზონზე თურქეთს საბერძნეთი ჩაანაცვლებს. „მოთხოვნა რომც იყოს თურქეთზე, მე თვითონ შევიკავებ თავს, მე პირადად საბერძნეთს შევთავაზებ, რადგან თუნდაც თურქეთის 5 ვარსკვლავიან სატუმროში დასვენება თითქმის იგივე ღირს, რაც საბერძნეთის 5 ვარსკვლავიან სასტუმროში,"-აცხადებს გუგუშვილი.


მისივე ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულს კლიენტებს ევროპის, მათ შორის კი საბერძნეთის და ესპანეთის ტურებს შესთავაზებს.


„კომერსანტის" კითხვაზე, ეს გამოიწვევს თუ არა თურქეთის მიმართულებით ტურების გაიაფებას, გუგუშვილი აცხადებს, რომ სავარაუდოდ არა. მისი თქმით, ტუროპერტორებმა ეს რომ გააკეთონ, შემდეგ ფასს ვეღარ გაზრდიან.

 


რამდენიმე თვე საკუთარი გეგმების გადაწყობას გეგმავს ტურისტული კომპანია Love Travel-იც. კომპანიის წარმომადგენელი სალომე ინასარიძე აცხადებს, რომ თურქეთში განვითარებული მოვლენები თავისებურ ასახვას ჰპოვებს ტურისტული კომპანიის მიმართულებებზე. თუმცა, მისი თქმით, ეს აუცილებლად დროებითი იქნება.


„ამან შესაძლოა ნაწილობრივ შეამციროს კიდეც მიმოსვლები ამ მიმართულებებზე. ვიმედოვნებთ, რომ აუცილებლად განეიტრალდება არსებული დაძაბული სიტუაცია, გამოსწორდება ვითარება და ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება"-აცხადებს ინასარიძე.


მისი თქმით, სავარაუდოდ, მაქსიმუმ 1-2 თვის მანძილზე თურქეთის ტურებზე მოთხოვნა შესაძლოა შემცირდეს, რაც ანგარიშგასაწევი გარემოებაა. ინასარიძის განცხადებით, თურქეთის გარდა უამრავი სხვა ალტერნატივა და შეთავაზება არსებობს. თუნდაც, საბერძნეთის, ბარსელონის, იტალიის მიმართულებები. „უსაფრხოებიდან გამომდინარე გარკვეული პერიოდი აუცილებლად გვექნება ამ კონტექსტით თავშეკავება, არ გავუწევთ რეკომენდაციას თურქეთს, ისევ და ისევ უსაფრთხოებიდან გამომდინარე"-აცხადებს ინასარიძე.


განსხვავებულად ფიქრობს ტუროპერატორი Calypso M-TOUR -ის დირექტორი რეზო მიქავა. მისი თქმით, თურქეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტერაქტი „არაფერია“ და ამის გამო ადამიანები თურქეთში წასვლისგან თავს არ შეიკავებენ. მიქავა აცხადებს, რომ ამ დროისთვის თურქეთის ტური გაყიდული არ ჰქონია და შესაბამისად, ვერც ჯავშანს გააუქმებდა. მისივე მტკიცებით, ახლა ხალხში მოთხოვნადი და პოპულარული მაინც სააღდგომო ტურებია ისრაელში, ზაფხულის სეზონისთვის კი ეს ამბავი „ჩაწყნარდება".


შეგახსენებთ, თურქეთში, კერძოდ კი სტამბოლში ბოლო ტერორისტული აქტი 19 მარტს მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 20 ადამიანი. ბოლო პერიოდში სტამბოლში, მათ შორის ტურისტულ ადგილებში, ტერორისტული აქტები გახშირდა, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


 

 



პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-09 21:30:12
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...


მსგავსი სიახლეები

up