ქართული ტელევიზორის მწარმოებელი კომპანია პლანშეტების გამოშვებას იწყებს

ქართული ტელევიზორის მწარმოებელი კომპანია პლანშეტების გამოშვებას იწყებს

person access_time2016-09-12 12:30:33

რუსთავში მდებარე ქარხანა AG Telekom-მი მომავალი წლისთვის პლანშეტების გამოშვებას გეგმავს. ქარხნის ხელმძღვანელი მიხეილ ღლონტი აცხადებს, რომ ახალი პროდუქტის გამოშვება სავარაუდოდ მომავალი წლის თებერვლისთვისაა დაგეგმილი.


ღლონტის თქმით, კომპანიამ გაურკვეველი დროით გადადო მობილური ტელეფონების გამოშვება. რისი მიზეზიც  საკმარისი რაოდენობის ფინანსური რესურსის არ ქონაა.

როგორც ღლონტი განმარტავს, ტესტირების აპარატი, რომელიც მობილური ტელეფონების წარმოებისთვის აუცილებელია, საკმაოდ ძვირი ღირს. საუბარია, 126 000 ევროზე.

აღსანიშნავია, რომ AG Telekom-მი მობილური ტელეფონების გამოშვებას მიმდინარე წლის მაისში გეგმავდა.


ღლონტი ამბობს, რომ ნოემბრიდან დაგეგმილია ტელევიზორების ასორტიმენტის გაზრდაც, და დაიწყება 47-55-ინჩიანი და სმარტ ტელევიზორების (ანდროიდ ტელევიზორები) გამოშვებაში. 


მიხეილ ღლონტი ამბობს, რომ ქართული ტელევიზორები უკვე გავიდა ექსპორტზე. კერძოდ,აზერბაიჯანში საცდელი პარტიის (ჯამში 10 ცალი) გაგზავნამ განაპირობა ის, რომ უახლოეს მომავალში აღნიშნულ ქვეყანასთან ტელევიზროების მიწოდებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდება. საუბარია, თვეში დააახლოებით 400 ცალი ტელევიზორის ექსპორტზე.


ღლონტის თქმით, ექსპორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლატვიასთანაც.



რაც შეეხება კომპანიის ძირითად საქმიანობას, ანუ ტელევიზროების გაყიდვებს, ღლონტი ამბობს, რომ ქართული ტელევიზორების გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, შედარებით პასიური პერიოდი იყო ზაფხული, თუმცა, იმედი აქვს,რომ დღე-დღეზე გაყიდვები გააქტიურდება. 


შეგახსენებთ, ბაზარზე ქართული წარმოების ტელევიზორი მიმდინარე წლის 1 ივნისიდან გამოჩნდა. ქართული ტელევიზორის გამოშვების შესახებ ინფორმაცია „კომერსანტმა" რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. როგორც მაშინ ქარხნის ხელმძღვანელმა განგვიცხადა, ტელევიზორის ფასი კონკურენტუნარიანი იქნებოდა სხვა იმავე ხარისხის პროდუქციასთან შედარებით, მისივე თქმით, პირველ ეტაპზე გამოშვებული იქნებოდა 1200 ტელევიზორი, თუმცა, სამომავლოდ ეს რიცხვი გაიზრდებოდა.უკვე ივნისის ბოლოს კი ღლონტი აცხადებდა, რომ ქართულმა ტელევიზორმა Samsung-ის პროდუქციას კონკურენცია გაუწია. „გორგიაში" 32-ინჩიანი ტელევიზორი 479 ლარად იყიდება, 40-ინჩიანის ფასი კი 699 ლარია.






 




„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს

„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების  ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს
access_time2022-01-26 18:55:52
ციფრული სისტემებისა და ელექტრონული კომერციის მსოფლიო ტენდენციების ფონზე მომხმარებლისთვის თეგეტას ერთ გაჯეტში მოქცევა  ბოლო წლების პრიორიტეტია - ამის შესახებ კომერსანტთან „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. მისი თქმით, დიჯიტალიზაციის მიზანია ავტომობილის მფლობელებს კიდევ უფრო...

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა
access_time2022-01-26 18:55:58
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა. პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო.

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-26 21:00:18
დღის TOP10 საინტერესო ამბავი1. ქართული ღვინის ექსპორტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ჯერ არ...

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-26 18:00:52
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.0696- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0635 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.36 თეთრით 3.4625-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.22 თეთრით 3.8759-მდე,  1000 სომხურ დრამთან კი 1.49 თეთრით 6.3685-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.14 თეთრით 1.8052-მდე გამყარდა. ბრიტანულ ფუნტთან 1.06 თეთრით 4.1464-მდე, თურქულ ლირასთან 0.01...

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა
access_time2022-01-26 16:55:34
საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, თეგეტა ჰოლდინგმა გასულ წელს მძიმე და  სპეციალური ტექნიკის მიმართულების გაფართოება შეძლო. ამის შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ კომერსანტთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა. კომპანიამ 2021 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, მათ შორის: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება, სამშენებლო მიმართულებით FIAT ჯგუფის ბრენდები,  Marin და...


მსგავსი სიახლეები

up