ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა

access_time2021-01-27 12:00:23

თაფლის მწარმოებელი კომპანია „ბრეტის“ ხელმძღვანელი და მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ბოლო პერიოდი თაფლის წარმოებისა და რეალიზაციისთვის იმდენად რთული იყო, რომ საწარმო, რომელიც ერთერთი ყველაზე დიდია საქართველოში დახურვას გეგმავს, ამჟამად კი სრულად გაჩერებულია.


 ჩვენ  ხლა  არაფერს არ ვაწარმოებთ, გაჩერებულები ვართ, ვნხთ როგორ  განვითარდება მოვლენები და რა  სიტუაცია  იქნება  ქვეყანაში. შეიძლება დავხუროთ კიდეც საწარმო თუ არაფერი იქნება. ამხელა  საწარმოს  შენახვა მარტივი არ არის, რა აზაქვს. როცა მუშაობდა მაშინაც 10%-იანი დატვირთვით. ჩვენი საწარმოს სიმძლავრეები  მაღალია, წელიწადში შეუძლია 600 ტონის წარმოება და იყიდება 6 ტონა.

ამიტომ პანდემიის პირბებში, როგორც ყველგან და  ყველა საწარმოებში არის  ცვლილება, უფრო ნაკლები იწარმოება, რადგან ყიდვისუნარიანობა შემცირდა.

ვაპირებდით  ახალი საბავშვო პროდუქტის შემუშავებას და დანერგვას, მაგრამ  თავი  შევიკავეთ იმიტომ, რომ არ  არის  პირობები და იქნება  ტყუილად ფულის  დახარჯვა,“ - ამბობს გიორგი კეპაშვილი.


ბიზნესმენმა თაფლის ექსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა, როგორც კეპაშვილი აღნიშნავს, წლებია საქართველოში წარმოებული თაფლი საერთაშორისო ბაზარზე ვერ რეალიზდება მისი ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობისა და ფასის გამო.



„თაფლთან დაკავშირებული საექსპორტო პრობლემები, როგორიც იყო წლების განმავლობაში იგივე რჩება,იმიტომ რომ აქ ბევრი კომპონენტია, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის იურიდიული ან ფიზიკური პირი.

საერთაშორისო ბაზარზე მეფუტკრეობის  პროდუქტები, შხამი, რძე,  თაფლი არის თხოვნადი, მათი დეფიციტია.  მაგრამ ეს დეფიციტი რომ საქართველომ  შეავსოს, საჭიროა საქართველოში ეს პროდუქტი ისე იწარმოებოდეს, რომ  საერთაშორისო  სტანდარტებს და  მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

მოთხოვნები,რომ დააკმაყოფილო, უნდა იცოდე როგორ აწარმოო, გქონდეს ტექნიკური საშუალება, ასევე უნდა გქონდეს ამ  ტექნოლოგიური პროცესების კონტროლის მექანიზმიეს  ყველაფერი ადგილობრივ საწარმოებს არ აქვთ.  დღეს თაფლი ქილებშია წარმოდგენილი, ეს  არ ნიშნავს რომ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია,“ - განმარტავს გიორგი კეპაშვილი.

 

თაფლის ექსპორტის სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მზარდი ტრენდი თაფლის ექსპორტში არ შეიმჩნევა, რაც შეეხება იმპორტს, 2017 წლიდან თაფლის იმპორტს კლების ტენდეცია ახასიათებს.

როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ქართული თაფლის ექსპორტი ერთგვარ რყევებს განიცდის. აუთვისებელია ის შესაძლებლობა, რასაც ევროკავშირის ღრმა და ყოველისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება გვთავაზობს, კერძოდ, შევიტანოთ თაფლი ევროკავშირში ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე. ამის მიზეზი კი მათ მიერ დაწესებული მაღალი სტანდარტებია.

 

ევროკავშირში შესატანად, საჭიროა, თაფლი აკამყოფილებდეს ჰიგიენის ნორმებს, შემოწმებული იყოს  ლაბორატორიულად და ფლობდეს ხარისხის სერტიფიკატს. გარდა ამისა, აუცილებელია, თაფლს ჰქონდეს შესაბამისი ეტიკეტირებაც. ამ მოთხოვნებს, ჯერჯერობით, ქართული თაფლის სექტორმა ფეხი ვერ აუწყო.


მარიამ მორგოშია



თეგები:
თაფლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up