ქართული თაფლის მწარმოებლებისთვის „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“ შეიქმნა

ქართული თაფლის მწარმოებლებისთვის „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“ შეიქმნა

access_time2019-11-14 17:56:42

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, თაფლის წარმოებაში ევროკავშირის მიერ დაწესებული სტანდარტების შესახებ ქართველი მეწარმეების ცნობადობის ამაღლების მიზნით მომზადდა დოკუმენტი „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“. სახელმძღვანელო, რომელიც გერმანელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს, პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება და საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოების სრული ჯაჭვის უზრუნველყოფისა და ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობის შესახებ რეკომენდაციებს აერთიანებს.
სახელმძღვანელოს პრეზენტაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კერძო სექტორისა და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორი კატია კამერერი ესწრებოდნენ.


ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ატარებს აქტიურ ღონისძიებებს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის თაფლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.


„მისასალმებელია, რომ ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელიც დაეხმარება მეფუტკრეობის სფეროში დასაქმებულ ფერმერებს აწარმოონ უვნებელი და ხარისხიანი პროდუქცია და დააკმაყოფილონ შესაბამისი სტანდარტები. ევროკავშირის მიერ ქართული თაფლის კონტროლის აღიარება, შესაძლებლობას აძლევს მეწარმეებს გაიტანონ საკუთარი პროდუქცია მსოფლიოში უდიდეს, 500 მილიონიან ბაზარზე. ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებით, ქართულ პროდუქციას გზას ეხსნება მსოფლიოს მრავალი ქვეყანის ბაზარზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მიღებულ შემოსავლებს და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.


როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ქართული გამორჩეული და ხარისხიანი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას და ვაჭრობის ხელშეწყობას.


„მოხარული ვარ, რომ ხანგრძლივი სამუშაო, რომელიც ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს უკავშირდებოდა, ასე კარგად წარიმართა და პოზიტიური შედეგით დასრულდა. მჯერა, რომ ეს არის სწორი გზა ქართული პროდუქციისთვის, კონკრეტულად კი, თაფლისთვის. მნიშვნელოვანი გამოწვევაა შესაბამისი სტანდარტების დაცვას უკავშირდებოდა, თუმცა ბევრი მიმართულებით გამოწვევები დაძლეულია. იმედი მაქვს, რომ ბრენდი TAPLI და ზოგადად, ქართული თაფლი იპოვის თავის ნიშას, დელიკატესების ნიშას და კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია გავა ევროკავშირის ბაზარზე“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.



გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კერძო სექტორისა და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორმა, კატია კამერერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აღნიშნული სახელმძღვანელოს მომზადებით და წარდგენით, GIZ--ი ასრულებს სამწლიან ინტენსიურ სამუშაო პროცესს, რომელშიც ჩართული იყვნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ადგილობრივი თაფლის მწარმოებლები.


„მოხარული ვარ, რომ ამ პროცესებმა მიგვიყვანა ევროკავშირის ბაზარზე ქართული პრემიუმ კლასის თაფლის პირველ ექსპორტამდე. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქართული თაფლი კონკურენტუნარიანი და ევროკავშირის ბაზარზე მეწარმეებისთვის მიმზიდველ ფასად იყიდება. ვფიქრობ, ეს იქნება მოტივაცია სხვა მწარმოებლებისთვისაც გაიარონ ეს გზა და შედეგად, ჩვენ ვიხილავთ მეტ გამორჩეული ხარისხის მქონე ქართულ თაფლს ევროპაში“, - აღნიშნა კატია კამერერმა.


სახელმძღვანელოს პრეზენტაციას სახელმწიფო უწყებების, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების სექტორში დასაქმებული მეწარმეები ესწრებოდნენ.
„სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“ შემუშავდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობა და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს(BMZ) სახელით ახორციელებს.


ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, ქართველ მეწარმეებს საშუალება აქვთ 500 მილიონიან ევროპულ ბაზარზე თაფლის ექსპორტი განახორციელონ. გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქციის ხარისხის შესაბამისობა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებთან, ასევე თაფლის წარმოების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების არ არსებობა, კვლავ გამოწვევად რჩება, მნიშვნელოვანია მეწარმეთათვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისა და ევროკავშირში თაფლის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.


პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობა და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობა უკვე 3 წელია აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ე.წ. „ქოლგა ბრენდი“ - TAPLI, რომლის მიზანი ქართული პრემიუმ ხარისხის თაფლის ევროპულ ბაზარზე წარდგენაა. ამ ეტაპზე, ბრენდი აერთიანებს იმ საწარმოებს, რომლებიც ხარისხიანი პროდუქტის წარმოების ყველა სტანდარტი დააკმაყოფილეს. წელს, ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“, ბრენდმა TAPLI პირველად წარადგინა ქართული პრემიუმ ხარისხის თაფლი.


„კომერსანტი“




ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების მიუხედავად, წყალტუბოში სანატორიუმი „მეშახტე“ 7 მილიონ დოლარად იყიდება

ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების მიუხედავად, წყალტუბოში სანატორიუმი „მეშახტე“ 7 მილიონ დოლარად იყიდება
access_time2019-12-16 16:00:45
წყალტუბოში, სანატორიუმი მეშახტე 7 მილიონ დოლარად იყიდება. ობიექტი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO-ს მიერაა შეფასებული. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, გაერთიანებული ემიგრანტების გვერდზე გავრცელდა. ინფორმაციას თან ერთვის რენდერები, თუ როგორი იქნება სასტუმრო „მეშახტე“ რეაბილიტაციის შემდეგ. ეს იმის მიუხედავად, როცა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული...

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში  ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
access_time2019-12-16 12:55:42
ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს ბანკის მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ერთად, ბანკის მომხმარებლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ახლადგახსნილი სერვისცენტრი მომხმარებელს ბაზისბანკში არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. იგი შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. ასევე, შექმნილია სასიამოვნო სამუშაო გარემო...

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები
access_time2019-12-16 14:00:20
მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება წინა წელთან შედარებით, თითქმის 14%-ით გაიზიარდა. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. ამავე მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ ინვესტორ ქვეყნებში ოფშორული ქვეყნები ლიდერობენ....

ვიზა ალპებისკენ - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს

 ვიზა ალპებისკენ  - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს
access_time2019-12-16 10:45:55
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტერაბანკმა ვიზა ბარათების მფლობელებისთვის სადღესასწაულო აქცია დაიწყო. აქციის განმავლობაში ბარათით გადახდა კომფორტულთან ერთად, მომგებიანიც იქნება. აქციის პერიოდში ვიზა ბარათით გაკეთებულ ყოველ მე-10, მინიმუმ 10 ლარიან ტრანზაქციაზე ნებისმიერ მომხმარებელს საჩუქრად 10 ლარი დაერიცხება.აქციის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული და იგი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს: მომხმარებელს, რომელიც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ მინიმუმ 10-ლარიან გადახდას...

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება
access_time2019-12-16 13:00:45
აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებებს/გამყარებას „კომერსანტთან“ ხსნის. „პირველ რიგში, ეს არის ქართველი ემიგრანტების მიერ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად, ოქტომბერში მათ მიერ გამოგზავნილი თანხების რაოდენობა 153 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა, ხოლო, ნოემბერში 151 მილიონს. გადავხედე სტატისტიკას და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის განმავლობაში ამ ოდენობის...


მსგავსი სიახლეები

up