ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლოა, ჩინეთში განხორციელდეს

ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლოა, ჩინეთში განხორციელდეს

access_time2019-04-09 16:30:25

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართული თაფლის ჩინურ ბაზარზე ექსპორტისთვის აქტიურად მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა განუცხადა.


მისივე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ჩინეთის შესაბამის უწყებებს ყველა საჭირო ინფორმაცია გადაუგზავნა და ამ ეტაპზე, უწყება ჩინეთიდან რეაგირებას ელოდება.


„ქართული თაფლის ჩინეთში გასვლის ხელშეწყობის მიმართულებით სამინისტრო მუშაობს. ეს პროცესი დაკავშირებულია ვეტერინარული და წარმოშობის სერტიფიკატების შეთანხმების პროცედურებთან. არ მინდა, არასწორი მოლოდინები შევქმნა. ამიტომ მეტი დეტალის გახმაურებისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.


რაც შეეხება ქართული თაფლის ევროპის ქვეყნებში ექსპორტს, ხატია წილოსანი ამბობს, რომ ამ კუთხით მთავარ გამოწვევად რჩება, საქართველოში ერთგვაროვანი პროდუქტის სიმცირე და ხარისხობრივი მაჩვენებლები.



„ფუტკრის არასწორი მოვლა და თაფლის აღების პროცედურების დარღვევა საბოლოო ჯამში, ხარისხზე აისახება. მინდა, ყველა ფერმერს ვთხოვო, გაითვალისწინონ პარამეტრები. ჯერჯერობით, მეფუტკრეების ნაწილის მხრიდან, თაფლის წარმოებასთან დაკავშირებით, კონსერვატიული მიდგომებია და იმედი მაქვს, შემუშავებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვქონდა ევროპაში თაფლის ექსპორტის წარმატებული მაგალითებიც. იანვარში, მწვანე კვირეულის ფარგლებში ორმა კომპანიამ, ერთმა კოოპერატივმა და ერთმა ინდმეწარმემ გაიტანა გერმანიაში თაფლი. დაახლოებით 500 ქილა გაიყიდა და იყო პოზიტიური დამოკიდებულება მომხმარებლების მხრიდან“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.


რაც შეეხება თაფლის ლაბორატორიულ კვლევებს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მზად არის, გამოცდის ოქმები გააკეთოს და შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გასცეს.


„2015 წლიდან მიმდინარეობს საქარველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში თაფლის ლაბორატორიული შემოწმებისთვის საჭირო პროცედურები, რაც გულისხმობს მეთოდების აკრედიტაციას და ვალიდაციას. ლაბორატორია მზადაა, თუმცა ლაბორატორიულ კვლევებზე მოთხოვნა მცირეა“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.


1tv


თეგები:
თაფლი



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up