ქართული სტარტაპები პერსპექტივას საერთაშორისო  ბაზარზე ხედავენ

ქართული სტარტაპები პერსპექტივას საერთაშორისო ბაზარზე ხედავენ

access_time2021-06-30 15:30:54

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნას  ემსახურება.  აღნიშნული პროექტის  ფარგლებში გამარჯვებულმა სტარტაპებმა  შეძლეს და საჭირო დაფინანსება  მოიზიდეს,  როგორც სილიკონ ველიდან,  ასევე  სხვადასხვა  ქვეყნებიდან.


ეკონომიკის  სამინისტროს მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის  ფარგლებში, რომელიც  მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის“ (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება, ჯამურად 115 სტარტაპი დაფინანსდა. თითოეულ მათგანს 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სილიკონ ველიდან მიღებული გრატი, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ქართული სტრატაპი სხვა  ქვეყნის დაფინანსებას იღებს და ხომ არ ტოვებენ Gita-ს მიერ დაფინანსებული სტარტაპები საქართველოს. როგორც ინოვაციებისა და  ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გვითხრა, Gita-ს გრანტის მიღების შემდეგ არც  ერთ სტარტაპს საქართველო არ დაუტოვებია და ისინი გლობალურ ინვესტიციას იღებენ. კომპანიის  გაყიდვის  ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგალითი იყო  სტარტაპი Pulsar,  რომელიც მთლიანად ამერიკულ კომპანიაზე გაიყიდა, თუმცა 30-ივე  თანამშრომელი მუშაობას საქართველოდან აგრძელებს.



„ქართულ სტარტაპებს, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ, აქვთ  გლობალური ინვესტიცია, ამის  ყველაზე  დიდი მაგალითი  იყო  Pulsari-ის  შემთხვევა, როდესაც მთლიანად  კომპანია ამერიკულ კომპანიაზე გაიყიდა, თუმცა ეს არ  ნიშნავს, რომ  მთლიანად კომპანია  წავიდა ქვეყნიდან,  რადგან ის  30  თანამშრომელი, რომელიც პულსარს ჰყავს დასაქმებული, სამუშაოდ ამერიკულ კომპანიაში გადავიდა, თუმცა ისინი საქართველოდან მუშაობენ  და  აქ  ცხოვრობენ და პირიქით  ის ამერიკული  კომპანია  შემოვიდა საქართველოში. 

არ არსებობს  ეგეთი შემთხვევა, რომ  სტარტაპი  ადგეს და მეორე ქვეყანაში  თავისი თანამშრომლებით გადავიდეს. ეგეთი მოვლენა არც  ერთ  ქვეყანაში  არ  არსებობს. შეუძლებელი და ეკონომიკურად გაუმართლებელია, რომ  სტარტაპი, რომელსაც ჰყავს  30  თანამშრომელი,  თუ  5 თანამშრომელი, სიტყვაზე სან ფრანცისკოში გადავიდეს სამუშაოდ და  იცხოვროს იქ, სადაც ცხოვრების  უფრო  დიდი  ხარჯებია. პირიქით – რაც  ხდება ხოლმე, როდესაც  სტრატაპი ინტერნაციონალიზაციას აღწევს, მისი ხელმძღვანელი გადადის სილიკონ ველიში იმიტომ, რომ თავისი ბიზნესის  განვითარებისთვის უცხოელ მომხმარებლებთან იმუშაოს და უცხოელი პარტნიორები მოიძიოს, რადგან თუ  საქართველოში სტარტაპს  აქვს იმის  პოტენციალი, რომ  გახდეს მილიონიანი კომპანია, ამერიკაში ეს პოტენციალი მილიარდამდე იზრდება.

სილიკონ ველი  არის ტექნოლოგიური ეკოსისტემის  ცენტრი, ამიტომ  არ  ვფიქრობ, რომ საერთოდ  რამე  დამატებითი  ბერკეტი  ან  დამატებით  შეზღუდვებია დასაწესებელი იმისათვის, რომ ქართული სტარტაპები სხვა  ქვეყანაში არ წავიდეს, რადგან  თუ  ჩვენ  რამეს დავაწესებთ,  ეს  ნიშნავს  იმას,  რომ  სტარტაპს განვითარების შესაძლებლობას  არ  მივცემთ“, -  აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

 

თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up