ქართული შენობები, რომლებიც Mies Award-ის  პრესტიჟულ არქიტექტურულ პრემიაზეა წარდგენილი

ქართული შენობები, რომლებიც Mies Award-ის პრესტიჟულ არქიტექტურულ პრემიაზეა წარდგენილი

access_time2018-12-21 20:00:07

დაახლოებით 2 წლის წინ, თბილისში ახალი სივრცე  „ფაბრიკა„ გამოჩნდა. ადგილი, რომელმაც საზოგადოებაზე სოციალური და კულტურული გავლენა იქონია. ძველი ტექსტილის ქარხნის ტერიტორიამ „პლეხანოვს“ ახალი სიცოცხლე შესძინა.


დღეს, წლების განმავლოაბაში მიტოვებული შენობა, ევროპის პრესტიჟულ არქიტექტურულ პრემიაზეა წარდგენილი, რომლის ორგანიზატორებიც ევროკომისა და Mies Award-ის ფონდია. ფაბრიკასთან ერთად საქართველოდან სიაში კიდევ 7 პროექტი მოხვდა. გამარჯვებული არქიტექტურული ნამუშევარი  Mies Van Der Rohe–ის ჯილდოს მიიღებს, რაც თანამედროვე არქიტექტურის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი პრიზია.





 

კომერსანტი დაინტერესდა როგორ და რატომ გახდა საინტერესო ქართული არქიტექტურული ნამუშევრები ევროპული არქიტექტორებისთვის. დევი ქიტუაშვილი, რომელმაც ფაბრიკის პროექტის კონცეფციაზე იმუშავა,  გვიყვება, რომ ძალიან ბევრი არქიტექტორი პროექტს კონკურსზე თვითონ აგზავნის.

 



„2019 წლის ჯილდოსთვის ევროპის 383 პროექტი იბრძოლებს.  ვთვლი, რომ საიში მოხვედრა კარგია. შემდეგ ეტაპზე სია 40- მდე მცირდება, თუ ამ რიცხვში მოვხვდით, ძალიან კარგი იქნება, რადგან ჩვენ სახელს ბევრი გაიგებს. ამ მხრივ პროექტი ძალიან მნიშნველოვანია. კონკურსის იდეა არის ის, რომ ქალაქის არქიტექტურა უკეთ წარმოჩნდეს, პროექტის მიზანი კი კულტურულ ცხოვრებაში არქიტექურის როლის წინ წამოწევაა. თუ როგორ შეიძლება მოახდინოს არქიტექტურამ გავლენა ქალაქის  ცხოვრებაზე ამ მიზანში ფაბრიკას კონცეფცია სრულად ჯდება. კონკურსის მეშვეობით ახალგაზრდა არქიტექტორებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისო ბაზარზე გაიცნონ“, აცხადებს ქიტუაშვილი.

 

კიდევ ერთი პროექტი რომელიც 383 ნომინანტში მოხვდა კახეთის გზატკეცილზე არსებული ყავის ქარხანა „კაფსულოა“. შენობის არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა, რომლის მიერაც არის დაპროექტებული ყველასთვის კარგად ცნობილი ბათუმის mcDonalds -ის შენობა. ხმალაძე გვიყვება, რომ პროფესიულად განვითარების თვალსაზრისით კონკურსი არქიტექტორებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა:

 


„არქიტექტურულ სამყაროში ცნობილი  ჯილდოა, კონკურსზე წარდგენაც ბევრისთვის სტიმულის მომცემია და პროფესიული კუთხით ვთვლი, რომ მნიშნველოვანია. შენობა არაორდინალური გადაწყვეტაა ქარხნისთვის იმიტომ, რომ ქარხანა ძირითადად მაღალჭერიანი დიდი სივრცეა, მარტივი კონსტრუქციით შესრულებული, ძალიან დაბალი ბიუჯეტით. კაფსულა რადიკალურად განსხვავებული მიდგომით დაპროექტებული შენობაა მასალებით, გეომეტრიით და ალბათ ეს გახდა ევროსაბჭოს დაინტერესების მიზეზი“,- აცხადებს გიორგი ხმალაძე.

 


კომერსანტთან კონკურსის მნიშვნელობაზე საუბრობს „კაფსულოს“ დირექტორი თორნიკე ჭელიძეც. მისი თქმით, მსგავს პრესტიჟულ კონკურსში მონაწილეობა კომპანიისთვის საამაყოა:

 

„თავისთავად ფაქტი ძალიან სასიამოვნოა და საპასუხისმგებლოა. ვთვლი, რომ ეს შენობა, მისი არქიტექტურა, მისი ლოკაცია,  დიზაინი, ექსტერიერი თუ ინტერიერი იმსახურებს მსგავს ჯილდოზე ნომინირებას, რადგან ჩვენ აქცენტი მაღალ სტანდარტებზე გვაქვს გაკეთებული. მცირე დეტალებით დაწყებული ბეტონის კონსტრუქციით დამთავრებული ყურადღება ყველაფერზე გავამახვილეთ“, - აცხადებს თორნიკე ჭელიძე.


 

ევროპის პრესტიჟულ არქიტექტურულ პრემიაზე კიდევ ექვსი ქართული შენობაა წარდგენილი:


„თბილისი პარკ ოტელი“




დეზერტირების ბაზარი



„სასტუმრო მოქსი თბილისი“



პავილიონი ჭაჭის ცერემონიებისთვის



„ბლექ სი არენა“


საცეკვაო დარბაზი ქორეოგრაფ თეა დარჩიას საცეკვაო სტუდიისთვის



Mies Award–ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ:

 

„ჯილდოს მიზანია, გაზარდოს ცნობიერება ხარისხისა და თავად არქიტექტურის მნიშვნელობის შესახებ, ტექნოლოგიური, სამშენებლო, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ესთეტიკური კუთხით. არქიტექტურას, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება სამშენებლო ბაზარს, სოციალური ცვლილების მოხდენა შეუძლია და კულტურული მესიჯის მატარებელია, ხოლო ხარისხი განსაზღვრავს შენობის უნივერსალურ ფასეულობებს: საგნების შინაარსს, ვიდრე მათ ფორმალურ დანიშნულებას“.

ჟიური გამარჯვებულს 2019 წლის 7 მაისს, ბარსელონაში დაასახელებს


ავტორი: ბაჩო ადამია





ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება
access_time2019-10-18 08:01:19
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა. „ამ დროისთვის ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და...

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...


მსგავსი სიახლეები

up