ქართული შაფრანი შესაძლოა, ისრაელის ფარმაცევტულ ბაზარზე მოხვდეს

ქართული შაფრანი შესაძლოა, ისრაელის ფარმაცევტულ ბაზარზე მოხვდეს

access_time2021-11-28 16:00:43

საგარეჯოში ორგანული შაფრანის მოსავლის აღება დასრულდა და ამჟამად მისი გახმობის პროცესი მიმდინარეობს. მოსავლის აღება, როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იწყება და ერთი თვის განმავლობაში გრძელდება.

საგარეჯოს პლანტაცია საქართველოში შაფრანის კულტივაციაში ერთ-ერთი პირველი ფერმაა და ის 2018 წელს 1600 კვადრატულ მეტრზე გაშენდა, როცა ნიდერლანდებიდან ჩამოტანილი ორგანული შაფრანის ბოლქვები (Crocus sativus) პირველად ჩაითესა.

„იდეა გამიჩნდა ბალკანეთში, სადაც ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლად ვმუშაობდი. ჩვენმა ორგანიზაციამ კონფლიქტის ზონაში შაფრანის წარმოებას დაუჭირა მხარი. მათ ადგილობრივ მიწებზე სოფლის მეურნეობის წარმოება შეისწავლეს და არჩევანი ზაფრანაზე შეაჩერეს, რადგან ბაზარი ტრადიციული კულტურებით გადატვირთული იყო. საქართველოშიც შაფრანის მოყვანა იგივე მოტივით გადავწყვიტე და თავიდანვე ორგანული პროდუქტის წარმოება ავირჩიე, რადგან ბაზარზე ჩვეულებრივი ზაფრანა ბევრია. შაფრანა მეტად ფასობს და მოთხოვნადია,“ - განუცხადა EastFruit-ს ფერმერმა, რუსუდან ხარაბაძემ.

ბიზნესის პირველადმა ინვესტიციამ 15 000 ევრო შეადგინა, საიდანაც 7 000 ევრო 50 000 ბოლქვის შეძენაში დაიხარჯა. რუსუდან ხარაბაძემ ეს თანხა სტანდარტული სამომხმარებლო სესხით მიიღო, რადგან არატრადიციულმა ბიზნეს-იდეამ სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერა ამ დრომდე ვერ მოიპოვა. პირველ წელს 1600 კვ.მ ფართობიდან მხოლოდ 0,25 კგ ხმელი შაფრანის მოსავალი მიიღეს, შემდეგ წელს კი მოსავლიანობა 1,2 კგ-მდე გაიზარდა, თუმცა 2020 წელს უამინდობის გამო 0,9 კილოგრმამდე შემცირდა. გასულ წელს ადგილობრივ ბაზარზე მთლიანი მოსავლის მხოლოდ მცირე პარტია გაიყიდა, რადგან გამხმარი შაფრანი, შესაძლოა, 5-6 წელი, ხარისხის დაკარგვის გარეშე, ინახებოდეს, ამიტომ ფერმერი გაყიდვას არ ჩქარობს და დეკემბრისთვის ორგანული სერტიფიკატის მიღებას ელოდება.

ადგილობრივ ბაზარზე 1 გრამი შაფრანის ფასი 50 ლარია (16 დოლარია), ხოლო ჩვეულებრივი ირანული შაფრანი 35 ლარი (11 დოლარი) ღირს. ევროპულ ბაზრებზე 1 კგ. ორგანული შაფრანის სავარაუდო ფასი 15 000 ევროა (16,927 დოლარია). ქართული შაფრანი მომავალ წელს შესაძლოა, ექსპორტზეც გავიდეს. ძირითადი მიმართულება ისრაელი და ევროპის ქვეყნები იქნება, როგორიც არის საფრანგეთი ან ნიდერლანდები. ნიდერლანდებში მხოლოდ შაფრანის ბოლქვებს აწარმოებენ, თავად შაფრანი კი არ მოჰყავთ.

„მე უკვე დავუკავშირდი ისრაელის ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც დაინტერესებულია საქართველოდან ორგანული შაფრანის შეძენით. დიდი ალბათობით, მომავალში ფარმაცევტულ ბაზარზე მიწოდებას გავაგრძელებ,“ - აცხადებს რუსუდან ხარაბაძე.


პორტალ EastFruit-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ შაფრანი საქართველოში არატრადიციული და ახალი კულტურაა, ქვეყნის კლიმატი მის მოსაყვანად შესაფერისია. მითუმეტეს, კლიმატის გლობალური ცვლილებები შაფრანის მწარმოებელ რეგიონებზე, როგორიც არის ქაშმირი და ინდოეთი, უარყოფითად მოქმედებს. შაფრანისთვის საუკეთესო ადგილად შედარებით მშრალი კლიმატის მქონე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები ითვლება. დასავლეთ საქართველოს მაღალი ტენიანობის რეგიონებში, როგორიც არის სამეგრელო ან აჭარა, შაფრანის წარმოება უფრო რთულია.

ექსტრემალურ ტემპერატურაზე ეს კულტურა საკმაოდ მდგრადია და მინუს 25 გრადუს ცელსიუსსაც უძლებს. თუმცა შაფრანას ცვალებადი ამინდი არ უყვარს. მაგალითად, 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, მოულოდნელად შეცვალილი ამინდის გამო, საგარეჯოს ფერმაში შაფრანას ყვავილობა შეწყდა და სეზონზე მოსავალი შემცირდა.

რუსუდან ხარაბაძის თქმით, ორგანული შაფრანის წარმოებისთვის ნიადაგის ხარისხი გადამწყვეტია და სოკოვანი ინფექციების თავიდან ასაცილებლად კარგად უნდა დამუშავდეს. ამასთან, ორგანულ წარმოების დროს, მავნებლების წინააღმდეგაც ორგანული საშუალებები უნდა იქნეს გამოყენებული, სარეველას კი ხელით აშორებენ, რაც შრომატევადია.

„ორგანული პროდუქტის მოყვანა შრომატევადია, რადგან მინდორში ყველა ოპერაცია, მოსავლის აღების ჩათვლით, ხელით ხორციელდება,“ - ამბობს ფერმერი, რომელიც მომავალ წელს წარმოების ფართობის 1600 კვადრატული მეტრიდან ერთ ჰექტრამდე გაზრდას გეგმავს.

მისი პროგნოზით, მომავალ წელს მოსავალი გაორმაგდება და შემდეგ ყოველწლიურად გაიზრდება, ხოლო წარმოება მომგებიანი უკვე 2022 წლის სეზონიდან გახდება.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up