საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2021 წელს გამოკითხულ ქართულ საწარმოებზე დაყრდნობით, საქართველოს შემდეგ (49.2%), მის ფარგლებს გარეთ საწარმოების ონლაინ გაყიდვების უდიდესი წილი ევროპაზე მოდის (17.2%), რომელსაც მოსდევს დსთ-ს ქვეყნები (15%) და აშშ (5.8%).
აღსანიშნავია, რომ ვებ-გაყიდვები 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით, შემცირებულია საქართველოში და გაზრდილია ყველა ძირითად ქვეყანაში. 2020 წელს საწარმოთა ვებ-გაყიდვების განაწილება ქვეყნების მიხედვით შემდეგია: საქართველო 66%, ევროკავშირი 14.1%, დსთ 10.1% და აშშ 5.7%.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 84.2 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. საწარმოებში დასაქმებულთა 28.8 პროცენტი იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 13.4 პროცენტით.